შიმპანზე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
შიმპანზეები ადამიანების ყველაზე ახლო ნათესავები არიან და გენეტიკური მასალის 98 %-ს იზიარებენ. მიჩნეულია, რომ ადამიანებს და შიმპანზეებს საერთო წინაპარი ყავდათ, რომელიც დაახლოებით 8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. შიმპანზეები ჩვეულებისამებრ ოთხ ფეხზე გადაადგილდებიან, თუმცა შეუძლიათ ორ ფეხზე სიარულიც. ტოტებზე ძრომიალით კი ხეებზეც, სადაც ძირითადად იკვებებიან, ეფექტურად გადაადგილდებიან. ჩვეულებისამებრ მათ ხეებზე სძინავთ. ზოგადად არიან ხილისა და მცენარეების მჭამელები, მაგრამ ასევე იკვებებიან მწერებს, კვერცხებს და ხორცს. შიმპანზეები იმ იშვიათი ცხოველების რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც იყენებენ იარაღებს. ისინი ფორმას აძლევენ და იყენებენ ჯოხებს, რათა მწერები მათი ბუდეებიდან გამოიყვანონ ან მათლები ამოთხარონ. შიმპანზეებს ასევე ადამიანებისათვის დამახასიათებელი რამოდენიმე ნიშანი აქვთ. მდედრებს შეუძლიათ შვილების გაჩენა წლის ნებისმიერ დროს. მდედრების რეპროდუქციული ასაკი 13 წელია, ხოლო მამრები ზრდასრულებად 16 წლის ასაკში მიიჩნევიან. მიუხედავად, უდიდესი მსგავსებისა, შიმპანზეებს ადამიანები ძალიან აზარალებენ. ისინი კვლავაც საფრთხეში არიან მონადირეების მიერ და საცხოვრებლის განადგურების გამო.
 
===ანატომია და ფიზიოლოგია<ref>Chimpanzee - Anatomy and Physiology. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://www.liquisearch.com/chimpanzee/anatomy_and_physiology</nowiki></ref>===
 
შიმპანზის ხელები მის ფეხებზე გრძელია. საშუალოდ, მამრი შიმპანზე სიმაღლეში 1.2 მეტრი-ია (3.9 ფუტი) და იწონის 91 კილოგრამს. თუმცა, მდედრი შედარებით მცირე ზომისაა. გაშლილი ხელის ზომა მისი სიმაღლის 1 ½ -ია. გამონაკლისია ბონობო, რომელიც შედარებით მოკლე და გამხდარია ვიდრე ჩვეულებრივი შიმპანზე, მაგრამ მას უფრო გრძელი ხელები აქვს. ხეებზე ორივე მათგანი დაცოცავს გრძელი და ძლიერი მკლავებით და მიწაზე ისინი ძირითადად მუშტის სახსარს ეყრდნობიან ან ოთხზე დადიან. შიმპანზეები უფრო კარგად ახერხებენ სიარულს ვიდრე, მაგალითად, ორანგუტანგები იმიტომ, რომ მათ ფეხებს უფრო ფართო გული და მოკლე თითები აქვს. რაც შეეხება ბონობოს, პროპორციულად მას უფრო დიდი კიდურები აქვს და წელში გამართული უფრო ხშირად დადის, ვიდრე ჩვეულებრივი შიმპანზე, თუმცა, ორივე მათგანს შეუძლია იაროს ორზე, როცა ხელში რაღაც ობიექტი უჭირავს.
ხაზი 36:
შიმპანზეები ზრდასრულ ასაკს აღწევენ 8-იდან 10 წლამდე. შიმპანზის სათესლე ჯირკვლები გასაკვირად დიდი ზომისაა მის სხეულთან შედარებით და 110 გრამს, იწონის. შედარებისათვის, გორილას სათესლე ჯირკვლები 28 გრამია და ადამიანის 43. ეს განსაკუთრებულად დიდი ზომა განპირობებულია „სპერმის შეჯიბრით“, რაც გულისხმობს ორი ან მეტი მამრის სპერმატოზოიდების მცდელობას გაანაყოფიერონ ერთი კვერცხუჯრედი. ამას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მდედრს რამდენიმე პარტნიორი ჰყავს.
 
ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, შიმპანზე მდედრი ველურ პირობებში ცხოვრობს 37 წელი, მამრი კი 33, მაგრამ ტყვეობაში ყოფნისას ზოგ მათგანს 60 წლამდეც მიუღწევია.<ref>Chimpanzee Anatomy. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://chimpanzeefacts.net/chimpanzee-anatomy.html</nowiki></ref>
 
==== კუნთის სიძლიერე<ref>Bauman, J. E. (1926). Observations on the Strength of the Chimpanzee and Its Implications. ''Journal of Mammalogy,'' ''7''(1), 1. doi:10.2307/1373587</ref> ====
შიმპანზე ცნობილია, როგორც საკმაოდ ძლიერი კუნთების მქონე ცხოველი. ეს განსაკუთრებით ეხება მათ მკლავებს. თუმცა, ხანდახან ადამიანების სიძლიერესთან შედარებისას მედია და პოპულარული მეცნიერება ძალიან აჭარბებს სიმართლეს და ამბობს, რომ შიმპანზის კუნთები ადამიანზე 4-8-ჯერ ძლიერია. ეს დასვკნა გამოტანილია 1923 და 1926 წლის კვლევებიდან, რომელიც ჩაატარა ბიოლოგმა, სახელად ჯონ ბაუმენი. მოგვიანებით, 1943 წელს ცდა გაიმეორეს და აღმოჩნდა, რომ ზრდასრულ მამრ შიმპანზეს შეუძლია იმდენი ტვირთის აწევა, რამდენიც ზრდასრულ მამაკაცს. თუმცა, როდესაც მიღებული შედეგები შეასწორეს ზომების პროპორციულად, შიმპანზე მართლაც აღმოჩნდა ადამიანზე ძლიერი, ოღონდ, 4-8-ჯერ ნამდვილად არა. 1960-იანებში ეს კვლევა თავიდან ჩატარდა და ამჯერად მიიღეს დასკვნა, რომ შიმპანზეს კუნთები ორჯერ ძლიერია ადამიანისაზე, როცა საქმე ტვირთის აწევას ეხება.
 
რას უნდა უმადლოდეს შიმპანზე იმას, რომ ადამიანითან შედარებით, წონისა და კუნთის მოცულობის გათვალისწინებით, ორჯერ ძლიერია? შიმპანზის კუნთს უკეთესი კუმშვის ხარისხი აქვს? ან იქნებ უკეთესი ნერვული სტიმულატორები აქვთ კუნთის ბოჭკოებში? შესაძლოა ორივეს ერთად ჰქონდეს ადგილი? ეს კითხვები დიდი ხანია აწუხებთ მეცნიერებს. საინტერესოა ისიც, თუ როდის და როგორ ჩამოუყალიბდათ მათ მსგავსი ანატომია. შესაძლოა ბუნებრივი გადარჩევის შედეგად შეინარჩუნდათ სიძლიერის ასეთი დონე. იქნებ ჩვენს წინაპრებსაც მსგავსი ტიპის აგებულება ჰქონდათ ადრე? მაშინ რატომ და როგორ დაეცა კუნთების სიძლიერის დონე ადამიანებში? ამ კითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ არ გვაქვს. სიძლიერის მიზეზი კი, როგორც აღმოჩნდა, უფრო გრძელი ძვლოვანი ბოჭკოებია, რომლებსაც შეუძლიათ ორჯერ ძლიერად იმუშაონ სხვადასხვა ტიპის მოძრაობის დროს, ვიდრე ეს ადამიანშია შესაძლებელი.
 
კევინ ჰანტი, ადამიანის წარმომავლობისა და პრიმატების ევოლუციის ლაბორატორიის დირექტორი ინდიანას უნივერსტეტში ამბობს, რომ თუ შიმპანზეს გაპარსავთ და მის ტანს ფოტოს გადაუღებთ კისრიდან წელამდე „პირველ შეხედვაზე ვერც მიხვდები, რომ ის ადამიანი არაა“. ამ ორი სახეობის კუნთების აგებულება საკმაოდ მსგავსია, მაგრამ, როგორც უკვე ვახსენე, მათ შორის ძალების თანაფარდობა განსხვავდება. „12 საათიც რომ გვემუშავა დღეში, როგორც ისინი, მაინც ვერ ვიქნებოდით მათსავით ძლიერები,“ ამბობს ჰანტი. ერთხელ, აფრიკის ტყეში, ჰანტმა დაინახა 85 ფუნტიანმა მდედრმა შიმპანზემ როგორ გადატეხა არიონვუდის ხე ერთი ხელის მოსმით. ჰანტს კი ორი ხელი და მთელი ძალღონე დასჭირდა ამისთვის.<ref>Chimps vs. Humans: How Are We Different? (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://www.livescience.com/15297-chimps-humans.html</nowiki></ref>   
 
===საცხოვრებელი===
 
ველური შიმპანზეები მხოლოდ აფრიკაში ბინადრობენ. ისინი აფრიკის 22 ქვეყანაში, კონტინენტის დასავლეთ სანაპიროდან ტანზანიამდე ცხოვრობენ. თუმცა, დღეს არა უმეტეს 5 ქვეყანას - გაბონი, ცენტრალური აფრიქის რესპუბლიკა, კონგოს რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და კამერუნი - ჰყავს შიმპანზეების მნიშვნელოვანი რაოდენობა. არსებობს შიმპანზეების ორი სახეობა - ჩვეულებრივი შიმპანზე და ბონობო. ჩვეულებრივ შიმპანზეს ოთხი ქვესახეობა ჰყავს: Pan troglodytes verus (დასავლეთ აფრიკა), Pan troglodytes vellerosus (კამერუნი და ნიგერია), Pan troglodytes troglodytes (ცენტრალური აფრიკა), Pan troglodytes schweinfurthii (კონგოს აუზი). ბონობო კი მხოლოდ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბინადრობს.<ref>'''http://www.janegoodall.ca/about-chimp-range-habitat.php''' </ref>
 
შიმპანზეები დიდი კონცენტრაციით ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებში. სამწუხაროდ, ხეების სწრაფი გაჩეხვის შედეგად იმ ტყის მხოლოდ ფრაგმენტებიღა შემორჩა, სადაც შიმპანზეები უწყვეტად ბინადრობდნენ.
ხაზი 57:
===კვება===
 
შიმპანზე არის ყველაფრისმჭამელი ცხოველი, რომელიც ასობით სხვადასხვა სახის საკვებს ჭამს. მათ საკვებს ძირითადად შეადგენს სეზონური ხილი, თესლი და ყვავილები, რომლებსაც ხეებიდან გლეჯენ სხვადასხვა მწერებთან ერთად, როგორებიც არიან ჭიანჭველები და ტერმიტები. თუმცა, ცნობილია, რომ ისინი უფრო დიდ ნადავლსაც ჭამენ და როდესაც ერთად მუშაობენ, ქვეჯგუფებად, შეუძლიათ მაიმუნების და ჩიტების მონადირებაც.<ref>https://www.purdue.edu/newsroom/releases/2013/Q1/study-chimpanzees-eat-smart-when-it-comes-to-mealtime.html </ref> შიმპანზეები (ორანგუტანგისა და ადამიანის გარდა) ერთადერთი ცხოველები არიან, რომლებსაც იარაღის გამოყენების გარდა, მათი დამზადებაც შეუძლიათ. ცნობილია, რომ ისინი ფოთლებს აცლიან ტოტებს და შემდეგ მათ ათავსებენ ტერმიტების ბუდეში და როდესაც ტერმიტები გადაადგილდებიან ტოტზე, შიმპანზეები ლოკავენ მათ და ჭამენ. ასევე, ისინი იყებებენ ქვებს ჩაქუჩის მაგივრად კაკლის გასატეხად და დაღეჭილ ფოთლებს კოვზის მაგივრად წყლის შესაწოვად, საიდანაც შემდეგ სვამენ მას.<ref name=":5">http://a-z-animals.com/animals/chimpanzee/ </ref>   
 
===გენეტიკური ვარიაციები შიმპანზეების პოპულაციებს შორის<ref>Gene study shows three distinct groups of chimpanzees. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://www.eurekalert.org/pub_releases/2007-04/uocm-gss042007.php</nowiki></ref>===
 
ჩიკაგოს სამედიცინო ცენტრის უნივერსტეტმა ჩაატარა დღემდე ჩატარებულთ შორის ყველაზე დიდი კვლევა, რომლის საშუალებითაც იპოვა განსხვავება შიმპანზეების სხვადასხვა პოპულაციებს შორის.
ხაზი 111:
===საინტერესო ფაქტები და მახასიათებლები===
 
შიმპანზეები ძალიან კომუნიკაბელურები არიან და დღის უმეტეს ნაწილს ერთმანეთის გასუფთავებაში ატარებენ. ეს არა მხოლოდ ასუფთავებს მათ და პარაზიტებისგან იცავს, არამედ დამამშვიდებელია მათთვის და ხელს უწყობს ჯგუფის შიგნით სოციალური ურთიერთობების გაძლიერებას. ცნობილია, რომ შიმპანზეები 30 მკაფიო ხმას გამოსცემენ, რითიც ჯგუფის სხვა წევრებს უკავშირდებიან. ღრიალი და ღმუილი ზრდასრულ შიმპანზეებში ყველაზე გავრცელებული ხმებია და 2 კმ-ის მანძილზეც ისმის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მრავალფეროვან ხმებს გამოსცმენ, კომუნიკაცია ძირითადად მაინც სახის გამომეტყველებით ხორციელდება. მათ ძალიან მოქნილი ტუჩები აქვთ, რომლებსაც „სიცილის“ წარმოება შეუძლიათ, რაც რეალურად შიშის გამომხატველია, როდესაც ისინი გაბრაზებულები ან შეშინებულები არიან. შიმპანზეები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ცხოველთა სახეობებს მიეკუთვნებიან და რაღაცეების დამახსოვრების გარდა, სარკეში საკუთარი თავის ცნობაც შეუძლიათ.<ref name=":5" />
 
====სიკვდილის აღქმა შიმპანზეებში====
ხაზი 176:
===შიმპანზეების ურთიერთობა ადამიანებთან===
 
მიჩნეულია, რომ ადამიანებს და შიმპანზეებს საერთო წინაპარი ჰყავდათ, რომელიც დაახლოებით 8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, თუმცა შიმპანზეები სერიოზულად ზარალდებიან მათი უახლოესი ნათესავებით. ადამიანები ნადირობდნენ და კლავდნენ შიმპანზეებს მათი ხორცისთვის (bushmeat), რაც აკრძალვის მიუხედავად, დღემდე გრძელდება. თუმცა, ბუნებრივი საცხოვრისის დაკარგვა არის ყველაზე დიდი დანაკლისი შიმპანზეებისთვის, ვინაიდან გადარჩენისთვის სჭირდებათ ხეები მათ გარშემო. შიმპანზეები დიდი ხანია ხიბლავენ ადამიანებს, როგორც ზოოპარკებში, ასევე მეცნიერებაში. უდიდესი ნაწილი იმისა, რაც დღეს ჩვენთვის ცნობილია მათზე ჯეინ გუდოლის (Jane Goodall)<ref>http://www.janegoodall.ca/goodall-summer-1960.php </ref> დამსახურებაა, რომელიც 30 წლის განმავლობაში სწავლობდა შიმპანზეებს ტანზანიაში, გომბეს (Gombe) ეროვნულ პარკში.<ref name=":5" />
 
===დნმ===
ხაზი 184:
ადამიანებისა და შიმპანზეების დნმ-ს ასეთი მსგავსება ამ ორი სახეობის მჭიდრო კავშირით აიხსნება. ადამიანები და შიმპანზეები ერთი საერთო სახეობისაგან წარმოიშვნენ, რომელიც 6-7 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. როგორც ადამიანები და შიმპანზეები განვითარდნენ, მათი დნმ-ც თაობიდან თაობას გადაეცა და შეიცვალა. ფაქტობრივად, დნმ-ს ცვლილებებმა გამოიწვია განსხვავება ადამიანებისა და შიმპანზეების გარეგნობასა და ქცევებს შორის. მართალია, მათ ბევრი იდენტური გენი აქვთ, თუმცა სხვადასხვანაირად იყენებენ. გენის აქტივობა და ექსპრესია მუშაობს რადიოსათვის ხმისა აწევა-დაწევის მსგავსად. შესაბამისად, იგივე გენი ადამიანებში შეიძლება ძალიან იყოს გამოხატული, ხოლო შიმპანზეებში არა.
 
მსგავსი გენები ადამიანების, შიმპანზეებისა და გორილების ტვინის მსგავს რეგიონებშია გამოხატული, თუმცა განსხვავებული რაოდენობით. ათასობით ასეთი განსხვავება ახდენს გავლენას ტვინის განვითარებაზე და ფუნქციონირებაზე, და ხსნის თუ რატომ არის ადამიანების ტვინი უფრო დიდი და ჭკვიანი.<ref name=":6">http://www.amnh.org/exhibitions/permanent-exhibitions/human-origins-and-cultural-halls/anne-and-bernard-spitzer-hall-of-human-origins/understanding-our-past/dna-comparing-humans-and-chimps/ </ref> 
 
===ასაკთან დაკავშირებული საკითხები===
ხაზი 190:
შიმპანზეებს შეუძლიათ იცხოვრონ 40-ზე მეტი წელი ტყვეობაში. ახალშობილობის პერიოდი არის კრიტიკული დრო და მასზეა დამოკიდებული ნორმალური გაიზრდება ცხოველი თუ ექნება სიცოცხლი განმავლობაში ქცევითი პრობლემები. აუცილებელია ახალშობილები დედასთან დარჩნენ რაც შეიძლება დიდხანს. ველურ ბუნებაში ახალგაზრდა შიმპანზეებს სჭირდებათ დედის მზრუნველობა დაახლოებით 5 წლამდე. დედისაგან დაშორებამ, ერთ ან ორ წლამდე, შესაძლოა მოზრდილ ასაკში, შიმპანზეს სხვა შიმპანზეებთან ურთიერთობის პრობლემა შეუქმნას, ბევრი პათოლოგიური ქცევა გამოიწვიოს და ცვლილებებთან შეგუება გაურთულოს.
 
რასაკვირველია, ასაკის მატებასთან ერთად მათი საჭიროებებიც იცვლება. ასაკოვან შიმპანზეებს დაახლოებით იგივე პრობლემები აქვთ, რაც მოხუც ადამიანებს, მათ შორის ოსტეოპოროზი (ძვლის გაუხშოება), სახსრების პრობლემები და წონის არასასურველი  ცვლილებები. ასაკოვანი შიმპანზეები შესაძლოა ნაკლებად აქტიურები იყვნენ, მაგრამ მათი საჭიროება სოციალური ურთიერთობებისა და მასტიმულირებელი გარემოსი არ მცირდება.<ref name=":6" />
 
=== კვლევები და ექსპერიმენტები შიმპანზეებზე ===
მეცნიერებმა დაადგინეს რომ ადამიანის [[დნმ]]-ს 96% შიმპანზის [[გენომი]]<nowiki/>სგენომის ანალოგიურია, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის განსხვავება 10-ჯერ უფრო მცირეა ვიდრე თაგვისა და ვირთხის სახეობებს შორის, შესაბამისად ადამიანსა და შიმპანზეს შორის არსებული მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო განსხვავებების მიუხედავად ისინი ყველაზე ახლო ნათესავები არიან, რაც იმ აზრს დაედო საფუძვლად, რომლის მიხედვითაც შიმპანზის გენომი ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი გასაღებია ადამიანის ანატომიის, ევოლუციისა და რაც მთავარია გენომის შესასწავლად.
 
ადამიანისა და შიმპანზის გენომის მსგავსებიდან გამომდინარე უამრავი კვლევა ჩატარდა ადამიანისთვის დამახასიათეელი ინფექციური დაავადებების, რეპროდუქციის, ენისა და ქცევის შესახებ. განსაკუთრებით მნიშნელოვანი აღმოჩნდა ისეთი ინფექციური დაავადებების შესწავლა და ვაქცინებზე მუშაობა, როგორებიცაა [[ჰეპატიტი]]<nowiki/>სჰეპატიტის ვირუსები, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, და უამრავი სხვა. 
 
====შიმპანზეების როლი ჰეპატიტის კვლევაში====
 
შიმპანზეების მონაწილეობა გადამწყვეტი იყო ჰეპატიტის ვირუსის შესწავლის პროცესში არა მხოლოდ მსგავსების, არამედ იმ ფაქტის გამო, რომ ადამიანის გარდა, შიმპანზე ერთადერთი ცხოველია, რომლის A, B, C, D, და E [[ჰეპატიტი|ჰეპატიტით]] დაინფიცირებაც შესაძლებელია. შიმპანზეების კვლვის შედეგად განვითარდა და დაიხვეწა ადამიანებში ფართოდ გავრცელებული A და B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა, რამაც მკვეთრად შეამცირა სისხლის გადასხმით მათი გავრცელების ტემპი და რაც მთავარია მიიღეს ვაქცინა, რითაც 92%-ით შემცირდა A და 82%-ით B ჰეპატიტით ინფიცირებულთა რიცხვი.
 
რაც შეეხება [[C ჰეპატიტი|C ჰეპატიტს]], იგი ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დაავადებაა, რომლისგანაც 200 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ამ ვირუსით უდრო მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე აივ ინფექციით. რეალურად 33-დან 1 ადამიანი 45-64 ასაკობრივ ზღვარში ისეა ინფიცირებული C ჰეპატიტით, რომ არც კი იცის ამის შესახებ. ასეთი საშიში და გავრცელებული დაავადების შესწავლაში კი ძალიან დიდი როლი შეასრულა შიმპანზეებზე კვლევების ჩატარებამ, რომელიც სამ ათეულ წელიწადზე დიდხანს მიმდინარეობდა. 1998 წლიდან 2007 წლამდე-მდე დაახლოებით 500 შიმპანზე იყო ჩართული მათთვის საზინო და მტკივნეულ კვლევებში, რასაც შედეგად ვირუსის შესწავლა და ანტივირუსული თერაპიის განვითარება მოჰყვა.  
 
====მონოკლონალური ანტისხეულები====
 
შიმპანზეების როლი ასევე მნიშვნელოვანია აუტოიმუნური დაავადებებისა და [[სიმსივნე|სიმსივნის]]სიმსიმვნის სამკურნალოდ გამოყენებადი მონოკლონარული [[ანტისხეული|ანტისხეულები]]<nowiki/>სანტისხეულების თერაპიის შესწავლასა და ამ მხრივ განვითარებისათვის, რადგან მათი უჯრედული ზედაპირის რეცეპტორები და ციტოკინების თავისებურებები თითქმის ადამიანის იდენტურია. შიმპანზეებზე დატესტილი მონოკლონალური ანტისხეულებით იკურნება ისეთი დაავადებები როგორებიცაა B-უჯრედული არა-ხოჯკინის ლიმფომა, რამდენიმე ანთებითი და [[ართრიტი|ართრიტული]] დაავადებები, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, კრონის დაავადება, წყლულოვანი [[კოლიტი]], [[ფსორიაზი]] და უამრავი სხვა.
 
====შიმპანზეებზე ექსპერიმენტების ჩატარების შეზღუდვა====
ამ და სხვა რამდენიმე წარმატებული გამოკვლევის და მნიშვნელოვანი სამედიცინო წინსვლის გამო შიმპანზეების გამოყენება ექსპერიმენტებში ძალიან ხშირი გახდა და დაიბადა იდეა, რომ მათი შესწავლით ადამიანისთვის დამახასიათებელ ისეთ რთულ დარღვევებსაც კი მოეძებნებოდა მკურნალობის გზა როგორებიცაა სიმსივნე, იმუნოდეფიციტი, ალცჰაიმერი და სხვა დაავადებები. თუმცა ეს იმედები მცდარი აღმოჩნდა, რადგან შიმპანზეებთან საერთო გენების დიდი პროცენტული რაოდენობის მიუხედავად კვლავ რჩება ათობით მილიონი დნმ-ს განსხვავებული თანმიმდევრობები და ამაზე ბევრად უფრო მეტი, მრავალფეროვანი გენების ექსპრესია, რაც შიმპანზეებისგან განასხვავებს ადამიანს და გაურდაუვალს ხდის იმ მარცხებს, რომლებიც მსგავს ესპერიმენტებს მოჰყვება.
 
====შიმპანზეებზე ექსპერიმენტების ჩატარების შეზღუდვა====
 
შიმპანზეების გამოყენებით ადამიანის ქცევების, ანატომიის და დაავადებების გამოკვლევებით მედიცინისა და ბიოლოგიის განვითარებასთან ერთად ხშირი აღმოჩნდა უშედეგო პროცედურებიც, რომლებიც დიდ ზიანს აყენებდა ამ ცხოველებს, რაც სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად გახდა საფუძველი იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა შიმპანზე უკვე გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თანდათან შემცირდა ისეთი შიმპანზეების რაოდენობა, რომლებიც ექსპერიმენტებს გაუძლებენ, რის გამოც უამრავმა მეცნიერმა უარყოფითად შეაფასა მათზე მსგავსი კვლევების ჩატარება.
 
შიმპანზეების რაოდენობრივი შემცირების გარდა ესპერიმენტების შეწყვეტა მოითხოვეს ეთიკის თვალსაზრისითაც, რადგან სწორედ ის ფაქტი, რომ შიმპანზეები ადამიანებთან ახლოს მყოფი სახეობები არიან, აქვთ განვითარებული გონება და ცნობიერება, მეცნიერებს აფიქრებინებთ, რომ მათი გამოყენება ისეთ კვლევებში, რომლებიც მათ რაიმე ზიანს აყენებს დაუშვებელია. Pascal Gagneux (ევოლუციური ბიოლოგი და პრიმატების ექსპერტი [[კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი)|კალიფორნიის უნივერსიტეტში]]) აღნიშნავს, რომ შიმპანზეები არ არიან ლაბორატორიის ვირთხები ან თაგვები, ისინი უნიკალური ცხოველები არიან, რომელთაც სათანადო მოპყრობა და პირობები სჭირდებათ.
 
ზემოთ აღნიშნულ საფრთხეებს და ეთიკურ ფაქტორებს დაერთო ისიც, რომ ტექნოლოგია განვითარდა და უამრავი ექსპერიმენტის ჩატარება უკვე შიმპანზეების გარეშე გახდა შესაძლებელი, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი შენახვა და კვლევების ჩატარება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, გასაგები გახდება თუ რატომაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ასეთი აქტუალური შიმპანზეებზე აქტიურად კვლევების ჩატარების აკრძალვის საკითხი.
Line 230 ⟶ 231:
===შიმპანზეების დღევანდელი სტატუსი===
 
შიმპანზეების რაოდენობის შემცირების პროცესი ამით არ დასრულებულა, შესაბამისად არც შეზღუდვის ღონისძიებები აღმოჩნდა საკმარისი მათ გადასარჩენად, ამიტომ შიმპანზეები სრულად დაცულ სახეობად გამოცხადდა და [[წითელი წიგნი|წითელ წიგნში]] (IUCN Red List) შევიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპერიმენტების მსხვერპლობისგან დაცული იქნება ყველა ბუნებრივ პირობებში მცხოვრები, ველური და ლაბორატორიებში მყოფი შიმპანზე, რომელთა რიცხვიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებულ ლაბორატორიებში 700-ზე მეტია. ლაბორატორიების შიმპანზეებს თანდათან მათთვის ბუნებრივ პირობებში გადაიყვანენ. აიკრძალა არა მარტო საზიანო პროცედურების ჩატარება და მათზე ნადირობა, არამედ მათი მომრავლება, გაყიდვა, შინაურ ცხოველად ყოლა, იმპორტ-ექსპორტი, შიმპანზეების სისხლით, უჯრედული და ქსოვილური ნიმუშებით ვაჭრობაც კი.
 
[[ბუნების მსოფლიო ფონდი|ბუნების მსოფლიო ფონდის]] (World Wide Fund for Nature; WWF) მონაცემებით დღესდღეობით 150-დან 250 ათასმდე შიმპანზეა მსოფლიოში შემორჩენილი, მათი უმეტესობა აფრიკის ტერიტორიაზე ბინადრობს, თუმცა ბევრად უფრო ფრაგმენტულად, გაფანტულად, მცირე ჯგუფებით ვიდრე აქამდე, რაც მათი გაქრობის წინაპირობაა. არსებობს უამრავი ქვეყანა, მათ შორის [[ბენინი|ბენინის რესპუბლიკა]], [[გამბია]], [[ბურკინა-ფასო]] და სხვები, სადაც ეს სახეობა უკვე აღარ გვხვდება, რასაც მათი სამეცნიერო გამოყენების გარდა რამდენიმე სხვა მიზეზიც აქვს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია საცხოვრებელი არის შემცირება, ტყეების ჩეხვა, შიმპანზეების და სხვა ცხოველების იზოლირებაში მოქცევა, მათზე ნადირობა, ცოცხალი შიმპანზეების დაჭერა და შინაურ ცხოველად გაყიდვა. სერიოზული პრობლემაა ეპიდემიური დაავადებებიც, მაგალითად ებოლა, რომელმაც 2002 წელს დიდი რაოდენობით შიმპანზე და გორილა იმსხვერპლა და უამრავი სხვა საფრთხე, რომელთა თავიდან აცილებასაც ბუნების მსოფლიო ფონდი და წამყვანი ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, აქტიურად ცდილობენ აფრიკაში დაცული ტერიტორიების შექმნით და გაძლიერებით, შიმპანზეზე ფოკუსირებული ეკოტურიზმის განვითარებით და შიმპანზეების არაკანონიერი ხოცვის შეჩერებით.
 
===შიმპანზე ოლივერის უცნაური შემთხვევა===
Line 238 ⟶ 239:
ჩვეულებრივი შიმპანზეებისა და ბონობოს პოპულაციების მთლიანი რიცხვი მცირეა ადამიანებთან შედარებით მცირეა, მაგრამ მათი გენეტიკური მრავალფეროვნება გაცილებით ფართოა ვიდრე ჩვენი სახეობის. ფაქტობრივად, 7 მილიარდ ადამიანს გენეტიკური მრავალფეროვნების შეზღუდული დონე გვაქვს. გენეტიკურად ადამიანები შიმპანზის სახეობის თანდაყოლილი დიდი ჯგუფი ვართ.
 
ოლივერი იყო აფრიკული შიმპანზე, რომლის სახეობის იდენტობა  პოპულარული მედიისა და მრავალი მეცნიერის განსჯის საგანი გახდა 1970-იანი წლებიდან. ოლივერი იყო უჩვეულო შიმპანზე, რომელიც აფრიკაში შეიპყრეს. ზოგიერთმა ფიზიკურმა და ქცევითმა ფაქტმა უბიძგა მის მფლობელებს დაეჯერებინათ, რომ ოლივერი შესაძლოა ადამიანისა და შიმპანზეს ჰიბრიდი იყო. ოლივერს მის თანამოძმე შიმპანზეებზე ბრტყელი სახე ჰქონდა. მის ყურებს და ყბის ხაზს ნორმალური შიმპაზესაგან განსხვავებული ფორმა ჰქონდათ. ოლივერი ჩვეულებისამებრ ბიპედალი (ორ ფეხზე მოსიარულე) იყო და სხვა შიმპანზეებისაგან განსხვავებით არასდროს დადიოდა მისი თითების სახსრებზე. მას ჰქონდა ძლიერი, სწორი და ფართო მხრები, ხელები გვერდებზე ჩამოვარდნილი და არა წინ მოხრილი. ასევე გაცილებით ნაკლებად თმიანი იყო. მას ჰქონდა უფრო რბილი და წყნარი ხმა. მისი ქცევები კი საოცრად უჩვეულო იყო.<ref>http://topdocumentaryfilms.com/oliver-chimp/ </ref> ჩანდა, რომ მისი ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი (IQ) გაცილებით მაღალი იყო. იგი უფრო მეტად იყო ადამიანის მსგავსი, ვიდრე სცვა შიმპანზეები. არა მხოლოდ სხვა შიმპანზეები ამბობდნენ მასთან ურთიერთობაზე უარს, ასევე ოლივერიც უარყოფდა მათ და ადამიანების გარემოცვაში ყოფნას ამჯობინებდა.
 
ჩიკაგოს უნივერსიტეტის გენეტიკოსმა შეისწავლა ოლივერის ქრომოსომები და დაადგინა, რომ მას 47-ის ნაცვლად 48 ქრომოსომა ჰქონდა. ოლივერს ასევე ჰქონდა უჩვეულო მიტოქონდრიული დნმ-ს მიმდევრობა, რაც მიანიშნებდა, რომ იგი წარმოადგენდა შიმპანზეების სრულიად ახალ, უნიკალურ პოპულაციას.<ref>https://www.researchgate.net/publication/51335718_Technical_note_Chromosomal_and_mtDNA_analysis_of_Oliver</ref>
 
===შიმპანზეები ზოოპარკებში===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიმპანზე“-დან