შიმპანზე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 47:
===საცხოვრებელი===
 
ველური შიმპანზეები მხოლოდ აფრიკაში ბინადრობენ. ისინი აფრიკის 22 ქვეყანაში, კონტინენტის დასავლეთ სანაპიროდან ტანზანიამდე ცხოვრობენ. თუმცა, დღეს არა უმეტეს 5 ქვეყანას - გაბონი, ცენტრალური აფრიქის რესპუბლიკა, კონგოს რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და კამერუნი - ჰყავს შიმპანზეების მნიშვნელოვანი რაოდენობა. არსებობს შიმპანზეების ორი სახეობა - ჩვეულებრივი შიმპანზე და ბონობო. ჩვეულებრივ შიმპანზეს ოთხი ქვესახეობა ჰყავს: Pan troglodytes verus (დასავლეთ აფრიკა), Pan troglodytes vellerosus (კამერუნი და ნიგერია), Pan troglodytes troglodytes (ცენტრალური აფრიკა), Pan troglodytes schweinfurthii (კონგოს აუზი). ბონობო კი მხოლოდ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბინადრობს.<ref>'''http://www.janegoodall.ca/about-chimp-range-habitat.php''' </ref>
 
შიმპანზეები დიდი კონცენტრაციით ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებში. სამწუხაროდ, ხეების სწრაფი გაჩეხვის შედეგად იმ ტყის მხოლოდ ფრაგმენტებიღა შემორჩა, სადაც შიმპანზეები უწყვეტად ბინადრობდნენ.
ხაზი 57:
===კვება===
 
შიმპანზე არის ყველაფრისმჭამელი ცხოველი, რომელიც ასობით სხვადასხვა სახის საკვებს ჭამს. მათ საკვებს ძირითადად შეადგენს სეზონური ხილი, თესლი და ყვავილები, რომლებსაც ხეებიდან გლეჯენ სხვადასხვა მწერებთან ერთად, როგორებიც არიან ჭიანჭველები და ტერმიტები. თუმცა, ცნობილია, რომ ისინი უფრო დიდ ნადავლსაც ჭამენ და როდესაც ერთად მუშაობენ, ქვეჯგუფებად, შეუძლიათ მაიმუნების და ჩიტების მონადირებაც.<ref>https://www.purdue.edu/newsroom/releases/2013/Q1/study-chimpanzees-eat-smart-when-it-comes-to-mealtime.html </ref> შიმპანზეები (ორანგუტანგისა და ადამიანის გარდა) ერთადერთი ცხოველები არიან, რომლებსაც იარაღის გამოყენების გარდა, მათი დამზადებაც შეუძლიათ. ცნობილია, რომ ისინი ფოთლებს აცლიან ტოტებს და შემდეგ მათ ათავსებენ ტერმიტების ბუდეში და როდესაც ტერმიტები გადაადგილდებიან ტოტზე, შიმპანზეები ლოკავენ მათ და ჭამენ. ასევე, ისინი იყებებენ ქვებს ჩაქუჩის მაგივრად კაკლის გასატეხად და დაღეჭილ ფოთლებს კოვზის მაგივრად წყლის შესაწოვად, საიდანაც შემდეგ სვამენ მას.<ref name=":5">http://a-z-animals.com/animals/chimpanzee/ </ref>   
 
===გენეტიკური ვარიაციები შიმპანზეების პოპულაციებს შორის===
ხაზი 111:
===საინტერესო ფაქტები და მახასიათებლები===
 
შიმპანზეები ძალიან კომუნიკაბელურები არიან და დღის უმეტეს ნაწილს ერთმანეთის გასუფთავებაში ატარებენ. ეს არა მხოლოდ ასუფთავებს მათ და პარაზიტებისგან იცავს, არამედ დამამშვიდებელია მათთვის და ხელს უწყობს ჯგუფის შიგნით სოციალური ურთიერთობების გაძლიერებას. ცნობილია, რომ შიმპანზეები 30 მკაფიო ხმას გამოსცემენ, რითიც ჯგუფის სხვა წევრებს უკავშირდებიან. ღრიალი და ღმუილი ზრდასრულ შიმპანზეებში ყველაზე გავრცელებული ხმებია და 2 კმ-ის მანძილზეც ისმის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მრავალფეროვან ხმებს გამოსცმენ, კომუნიკაცია ძირითადად მაინც სახის გამომეტყველებით ხორციელდება. მათ ძალიან მოქნილი ტუჩები აქვთ, რომლებსაც „სიცილის“ წარმოება შეუძლიათ, რაც რეალურად შიშის გამომხატველია, როდესაც ისინი გაბრაზებულები ან შეშინებულები არიან. შიმპანზეები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ცხოველთა სახეობებს მიეკუთვნებიან და რაღაცეების დამახსოვრების გარდა, სარკეში საკუთარი თავის ცნობაც შეუძლიათ.<ref name=":5" />
 
====სიკვდილის აღქმა შიმპანზეებში====
ხაზი 176:
===შიმპანზეების ურთიერთობა ადამიანებთან===
 
მიჩნეულია, რომ ადამიანებს და შიმპანზეებს საერთო წინაპარი ჰყავდათ, რომელიც დაახლოებით 8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, თუმცა შიმპანზეები სერიოზულად ზარალდებიან მათი უახლოესი ნათესავებით. ადამიანები ნადირობდნენ და კლავდნენ შიმპანზეებს მათი ხორცისთვის (bushmeat), რაც აკრძალვის მიუხედავად, დღემდე გრძელდება. თუმცა, ბუნებრივი საცხოვრისის დაკარგვა არის ყველაზე დიდი დანაკლისი შიმპანზეებისთვის, ვინაიდან გადარჩენისთვის სჭირდებათ ხეები მათ გარშემო. შიმპანზეები დიდი ხანია ხიბლავენ ადამიანებს, როგორც ზოოპარკებში, ასევე მეცნიერებაში. უდიდესი ნაწილი იმისა, რაც დღეს ჩვენთვის ცნობილია მათზე ჯეინ გუდოლის (Jane Goodall)<ref>http://www.janegoodall.ca/goodall-summer-1960.php </ref> დამსახურებაა, რომელიც 30 წლის განმავლობაში სწავლობდა შიმპანზეებს ტანზანიაში, გომბეს (Gombe) ეროვნულ პარკში.<ref name=":5" />
 
===დნმ===
ხაზი 184:
ადამიანებისა და შიმპანზეების დნმ-ს ასეთი მსგავსება ამ ორი სახეობის მჭიდრო კავშირით აიხსნება. ადამიანები და შიმპანზეები ერთი საერთო სახეობისაგან წარმოიშვნენ, რომელიც 6-7 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. როგორც ადამიანები და შიმპანზეები განვითარდნენ, მათი დნმ-ც თაობიდან თაობას გადაეცა და შეიცვალა. ფაქტობრივად, დნმ-ს ცვლილებებმა გამოიწვია განსხვავება ადამიანებისა და შიმპანზეების გარეგნობასა და ქცევებს შორის. მართალია, მათ ბევრი იდენტური გენი აქვთ, თუმცა სხვადასხვანაირად იყენებენ. გენის აქტივობა და ექსპრესია მუშაობს რადიოსათვის ხმისა აწევა-დაწევის მსგავსად. შესაბამისად, იგივე გენი ადამიანებში შეიძლება ძალიან იყოს გამოხატული, ხოლო შიმპანზეებში არა.
 
მსგავსი გენები ადამიანების, შიმპანზეებისა და გორილების ტვინის მსგავს რეგიონებშია გამოხატული, თუმცა განსხვავებული რაოდენობით. ათასობით ასეთი განსხვავება ახდენს გავლენას ტვინის განვითარებაზე და ფუნქციონირებაზე, და ხსნის თუ რატომ არის ადამიანების ტვინი უფრო დიდი და ჭკვიანი.<ref name=":6">http://www.amnh.org/exhibitions/permanent-exhibitions/human-origins-and-cultural-halls/anne-and-bernard-spitzer-hall-of-human-origins/understanding-our-past/dna-comparing-humans-and-chimps/ </ref> 
 
===ასაკთან დაკავშირებული საკითხები===
ხაზი 190:
შიმპანზეებს შეუძლიათ იცხოვრონ 40-ზე მეტი წელი ტყვეობაში. ახალშობილობის პერიოდი არის კრიტიკული დრო და მასზეა დამოკიდებული ნორმალური გაიზრდება ცხოველი თუ ექნება სიცოცხლი განმავლობაში ქცევითი პრობლემები. აუცილებელია ახალშობილები დედასთან დარჩნენ რაც შეიძლება დიდხანს. ველურ ბუნებაში ახალგაზრდა შიმპანზეებს სჭირდებათ დედის მზრუნველობა დაახლოებით 5 წლამდე. დედისაგან დაშორებამ, ერთ ან ორ წლამდე, შესაძლოა მოზრდილ ასაკში, შიმპანზეს სხვა შიმპანზეებთან ურთიერთობის პრობლემა შეუქმნას, ბევრი პათოლოგიური ქცევა გამოიწვიოს და ცვლილებებთან შეგუება გაურთულოს.
 
რასაკვირველია, ასაკის მატებასთან ერთად მათი საჭიროებებიც იცვლება. ასაკოვან შიმპანზეებს დაახლოებით იგივე პრობლემები აქვთ, რაც მოხუც ადამიანებს, მათ შორის ოსტეოპოროზი (ძვლის გაუხშოება), სახსრების პრობლემები და წონის არასასურველი  ცვლილებები. ასაკოვანი შიმპანზეები შესაძლოა ნაკლებად აქტიურები იყვნენ, მაგრამ მათი საჭიროება სოციალური ურთიერთობებისა და მასტიმულირებელი გარემოსი არ მცირდება.<ref name=":6" />
 
=== კვლევები და ექსპერიმენტები შიმპანზეებზე ===
ხაზი 238:
ჩვეულებრივი შიმპანზეებისა და ბონობოს პოპულაციების მთლიანი რიცხვი მცირეა ადამიანებთან შედარებით მცირეა, მაგრამ მათი გენეტიკური მრავალფეროვნება გაცილებით ფართოა ვიდრე ჩვენი სახეობის. ფაქტობრივად, 7 მილიარდ ადამიანს გენეტიკური მრავალფეროვნების შეზღუდული დონე გვაქვს. გენეტიკურად ადამიანები შიმპანზის სახეობის თანდაყოლილი დიდი ჯგუფი ვართ.
 
ოლივერი იყო აფრიკული შიმპანზე, რომლის სახეობის იდენტობა  პოპულარული მედიისა და მრავალი მეცნიერის განსჯის საგანი გახდა 1970-იანი წლებიდან. ოლივერი იყო უჩვეულო შიმპანზე, რომელიც აფრიკაში შეიპყრეს. ზოგიერთმა ფიზიკურმა და ქცევითმა ფაქტმა უბიძგა მის მფლობელებს დაეჯერებინათ, რომ ოლივერი შესაძლოა ადამიანისა და შიმპანზეს ჰიბრიდი იყო. ოლივერს მის თანამოძმე შიმპანზეებზე ბრტყელი სახე ჰქონდა. მის ყურებს და ყბის ხაზს ნორმალური შიმპაზესაგან განსხვავებული ფორმა ჰქონდათ. ოლივერი ჩვეულებისამებრ ბიპედალი (ორ ფეხზე მოსიარულე) იყო და სხვა შიმპანზეებისაგან განსხვავებით არასდროს დადიოდა მისი თითების სახსრებზე. მას ჰქონდა ძლიერი, სწორი და ფართო მხრები, ხელები გვერდებზე ჩამოვარდნილი და არა წინ მოხრილი. ასევე გაცილებით ნაკლებად თმიანი იყო. მას ჰქონდა უფრო რბილი და წყნარი ხმა. მისი ქცევები კი საოცრად უჩვეულო იყო.<ref>http://topdocumentaryfilms.com/oliver-chimp/ </ref> ჩანდა, რომ მისი ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი (IQ) გაცილებით მაღალი იყო. იგი უფრო მეტად იყო ადამიანის მსგავსი, ვიდრე სცვა შიმპანზეები. არა მხოლოდ სხვა შიმპანზეები ამბობდნენ მასთან ურთიერთობაზე უარს, ასევე ოლივერიც უარყოფდა მათ და ადამიანების გარემოცვაში ყოფნას ამჯობინებდა.
 
ჩიკაგოს უნივერსიტეტის გენეტიკოსმა შეისწავლა ოლივერის ქრომოსომები და დაადგინა, რომ მას 47-ის ნაცვლად 48 ქრომოსომა ჰქონდა. ოლივერს ასევე ჰქონდა უჩვეულო მიტოქონდრიული დნმ-ს მიმდევრობა, რაც მიანიშნებდა, რომ იგი წარმოადგენდა შიმპანზეების სრულიად ახალ, უნიკალურ პოპულაციას.<ref>https://www.researchgate.net/publication/51335718_Technical_note_Chromosomal_and_mtDNA_analysis_of_Oliver</ref>
 
===შიმპანზეები ზოოპარკებში===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიმპანზე“-დან