შიმპანზე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
| არეალის ლეგენდა =
}}
<references />'''შიმპანზე''' (Pan) — [[ადამიანის მსგავსი მაიმუნები]]ს გვარი. შიმპანზეები არიან ორი აფრიკული სახეობიდან ერთ-ერთი უდიდესი მაიმუნები, რომლებირომლებიც არ გადაშენებულან. თავდაპირველად Pan გვარში გაერთიანებულები, ერთ სახეობად ითვლებოდნენ. თუმცა, 1928 წლიდან ისინი მიიჩნევიან ორ განსხვავებულ სახეობად: ჩვეულებრივ შიმპანზედ (P. Troglodytes), რომელიც მდინარე კონგოს ჩრდილოეთით ცხოვრობს და ჯუჯა-ბონობოდ (P. Paniscus), რომელიც სამხრეთში ცხოვრობს. P. Troglodytes თავის მხრივ ოთხ ქვესახეობად იყოფა. ისინი დაახლოებით მილიონი წლის წინ გაიყარნენ. ყველაზე აშკარა განსხვავება არის ის, რომ შიმპანზეები უფრო დიდები, აგრესიულები არიან, მამრები დომინანტები, ხოლო ბონობო უფრო მშვიდია და ქალები არიან დომინანტები. შიმპანზეს სახეობა მშობლიურ სამკვიდროში დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში ბინადრობს.
 
შიმპანზეები ადამიანების ყველაზე ახლო ნათესავები არიან და გენეტიკური მასალის 98 %-ს იზიარებენ. მიჩნეულია, რომ ადამიანებს და შიმპანზეებს საერთო წინაპარი ყავდათ, რომელიც დაახლოებით 8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. შიმპანზეები ჩვეულებისამებრ ოთხ ფეხზე გადაადგილდებიან, თუმცა შეუძლიათ ორ ფეხზე სიარულიც. ტოტებზე ძრომიალით კი ხეებზეც, სადაც ძირითადად იკვებებიან, ეფექტურად გადაადგილდებიან. ჩვეულებისამებრ მათ ხეებზე სძინავთ. ზოგადად არიან ხილისა და მცენარეების მჭამელები, მაგრამ ასევე იკვებებიან მწერებს, კვერცხებს და ხორცს. შიმპანზეები იმ იშვიათი ცხოველების რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც იყენებენ იარაღებს. ისინი ფორმას აძლევენ და იყენებენ ჯოხებს, რათა მწერები მათი ბუდეებიდან გამოიყვანონ ან მათლები ამოთხარონ. შიმპანზეებს ასევე ადამიანებისათვის დამახასიათებელი რამოდენიმე ნიშანი აქვთ. მდედრებს შეუძლიათ შვილების გაჩენა წლის ნებისმიერ დროს. მდედრების რეპროდუქციული ასაკი 13 წელია, ხოლო მამრები ზრდასრულებად 16 წლის ასაკში მიიჩნევიან. მიუხედავად, უდიდესი მსგავსებისა, შიმპანზეებს ადამიანები ძალიან აზარალებენ. ისინი კვლავაც საფრთხეში არიან მონადირეების მიერ და საცხოვრებლის განადგურების გამო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიმპანზე“-დან