მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
შიმპანზეები ადამიანების ყველაზე ახლო ნათესავები არიან და გენეტიკური მასალის 98 %-ს იზიარებენ. მიჩნეულია, რომ ადამიანებს და შიმპანზეებს საერთო წინაპარი ყავდათ, რომელიც დაახლოებით 8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. შიმპანზეები ჩვეულებისამებრ ოთხ ფეხზე გადაადგილდებიან, თუმცა შეუძლიათ ორ ფეხზე სიარულიც. ტოტებზე ძრომიალით კი ხეებზეც, სადაც ძირითადად იკვებებიან, ეფექტურად გადაადგილდებიან. ჩვეულებისამებრ მათ ხეებზე სძინავთ. ზოგადად არიან ხილისა და მცენარეების მჭამელები, მაგრამ ასევე იკვებებიან მწერებს, კვერცხებს და ხორცს. შიმპანზეები იმ იშვიათი ცხოველების რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც იყენებენ იარაღებს. ისინი ფორმას აძლევენ და იყენებენ ჯოხებს, რათა მწერები მათი ბუდეებიდან გამოიყვანონ ან მათლები ამოთხარონ. შიმპანზეებს ასევე ადამიანებისათვის დამახასიათებელი რამოდენიმე ნიშანი აქვთ. მდედრებს შეუძლიათ შვილების გაჩენა წლის ნებისმიერ დროს. მდედრების რეპროდუქციული ასაკი 13 წელია, ხოლო მამრები ზრდასრულებად 16 წლის ასაკში მიიჩნევიან. მიუხედავად, უდიდესი მსგავსებისა, შიმპანზეებს ადამიანები ძალიან აზარალებენ. ისინი კვლავაც საფრთხეში არიან მონადირეების მიერ და საცხოვრებლის განადგურების გამო.
 
===ანატომია და ფიზიოლოგია===
 
შიმპანზის ხელები მის ფეხებზე გრძელია. საშუალოდ, მამრი შიმპანზე სიმაღლეში 1.2 მეტრი-ია (3.9 ფუტი) და იწონის 91 კილოგრამს. თუმცა, მდედრი შედარებით მცირე ზომისაა. გაშლილი ხელის ზომა მისი სიმაღლის 1 ½ -ია. გამონაკლისია ბონობო, რომელიც შედარებით მოკლე და გამხდარია ვიდრე ჩვეულებრივი შიმპანზე, მაგრამ მას უფრო გრძელი ხელები აქვს. ხეებზე ორივე მათგანი დაცოცავს გრძელი და ძლიერი მკლავებით და მიწაზე ისინი ძირითადად მუშტის სახსარს ეყრდნობიან ან ოთხზე დადიან. შიმპანზეები უფრო კარგად ახერხებენ სიარულს ვიდრე, მაგალითად, ორანგუტანგები იმიტომ, რომ მათ ფეხებს უფრო ფართო გული და მოკლე თითები აქვს. რაც შეეხება ბონობოს, პროპორციულად მას უფრო დიდი კიდურები აქვს და წელში გამართული უფრო ხშირად დადის, ვიდრე ჩვეულებრივი შიმპანზე, თუმცა, ორივე მათგანს შეუძლია იაროს ორზე, როცა ხელში რაღაც ობიექტი უჭირავს.
ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, შიმპანზე მდედრი ველურ პირობებში ცხოვრობს 37 წელი, მამრი კი 33, მაგრამ ტყვეობაში ყოფნისას ზოგ მათგანს 60 წლამდეც მიუღწევია.
 
==== კუნთის სიძლიერე ====
==საცხოვრებელი==
შიმპანზე ცნობილია, როგორც საკმაოდ ძლიერი კუნთების მქონე ცხოველი. ეს განსაკუთრებით ეხება მათ მკლავებს. თუმცა, ხანდახან ადამიანების სიძლიერესთან შედარებისას მედია და პოპულარული მეცნიერება ძალიან აჭარბებს სიმართლეს და ამბობს, რომ შიმპანზის კუნთები ადამიანზე 4-8-ჯერ ძლიერია. ეს დასვკნა გამოტანილია 1923 და 1926 წლის კვლევებიდან, რომელიც ჩაატარა ბიოლოგმა, სახელად ჯონ ბაუმენი. მოგვიანებით, 1943 წელს ცდა გაიმეორეს და აღმოჩნდა, რომ ზრდასრულ მამრ შიმპანზეს შეუძლია იმდენი ტვირთის აწევა, რამდენიც ზრდასრულ მამაკაცს. თუმცა, როდესაც მიღებული შედეგები შეასწორეს ზომების პროპორციულად, შიმპანზე მართლაც აღმოჩნდა ადამიანზე ძლიერი, ოღონდ, 4-8-ჯერ ნამდვილად არა. 1960-იანებში ეს კვლევა თავიდან ჩატარდა და ამჯერად მიიღეს დასკვნა, რომ შიმპანზეს კუნთები ორჯერ ძლიერია ადამიანისაზე, როცა საქმე ტვირთის აწევას ეხება.
 
რას უნდა უმადლოდეს შიმპანზე იმას, რომ ადამიანითან შედარებით, წონისა და კუნთის მოცულობის გათვალისწინებით, ორჯერ ძლიერია? შიმპანზის კუნთს უკეთესი კუმშვის ხარისხი აქვს? ან იქნებ უკეთესი ნერვული სტიმულატორები აქვთ კუნთის ბოჭკოებში? შესაძლოა ორივეს ერთად ჰქონდეს ადგილი? ეს კითხვები დიდი ხანია აწუხებთ მეცნიერებს. საინტერესოა ისიც, თუ როდის და როგორ ჩამოუყალიბდათ მათ მსგავსი ანატომია. შესაძლოა ბუნებრივი გადარჩევის შედეგად შეინარჩუნდათ სიძლიერის ასეთი დონე. იქნებ ჩვენს წინაპრებსაც მსგავსი ტიპის აგებულება ჰქონდათ ადრე? მაშინ რატომ და როგორ დაეცა კუნთების სიძლიერის დონე ადამიანებში? ამ კითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ არ გვაქვს. სიძლიერის მიზეზი კი, როგორც აღმოჩნდა, უფრო გრძელი ძვლოვანი ბოჭკოებია, რომლებსაც შეუძლიათ ორჯერ ძლიერად იმუშაონ სხვადასხვა ტიპის მოძრაობის დროს, ვიდრე ეს ადამიანშია შესაძლებელი.
 
კევინ ჰანტი, ადამიანის წარმომავლობისა და პრიმატების ევოლუციის ლაბორატორიის დირექტორი ინდიანას უნივერსტეტში ამბობს, რომ თუ შიმპანზეს გაპარსავთ და მის ტანს ფოტოს გადაუღებთ კისრიდან წელამდე „პირველ შეხედვაზე ვერც მიხვდები, რომ ის ადამიანი არაა“. ამ ორი სახეობის კუნთების აგებულება საკმაოდ მსგავსია, მაგრამ, როგორც უკვე ვახსენე, მათ შორის ძალების თანაფარდობა განსხვავდება. „12 საათიც რომ გვემუშავა დღეში, როგორც ისინი, მაინც ვერ ვიქნებოდით მათსავით ძლიერები,“ ამბობს ჰანტი. ერთხელ, აფრიკის ტყეში, ჰანტმა დაინახა 85 ფუნტიანმა მდედრმა შიმპანზემ როგორ გადატეხა არიონვუდის ხე ერთი ხელის მოსმით. ჰანტს კი ორი ხელი და მთელი ძალღონე დასჭირდა ამისთვის.   
 
===საცხოვრებელი===
 
ველური შიმპანზეები მხოლოდ აფრიკაში ბინადრობენ. ისინი აფრიკის 22 ქვეყანაში, კონტინენტის დასავლეთ სანაპიროდან ტანზანიამდე ცხოვრობენ. თუმცა, დღეს არა უმეტეს 5 ქვეყანას - გაბონი, ცენტრალური აფრიქის რესპუბლიკა, კონგოს რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და კამერუნი - ჰყავს შიმპანზეების მნიშვნელოვანი რაოდენობა. არსებობს შიმპანზეების ორი სახეობა - ჩვეულებრივი შიმპანზე და ბონობო. ჩვეულებრივ შიმპანზეს ოთხი ქვესახეობა ჰყავს: Pan troglodytes verus (დასავლეთ აფრიკა), Pan troglodytes vellerosus (კამერუნი და ნიგერია), Pan troglodytes troglodytes (ცენტრალური აფრიკა), Pan troglodytes schweinfurthii (კონგოს აუზი). ბონობო კი მხოლოდ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბინადრობს.
მიუხედავად იმისა, რომ შიმპანზეებს შეუძლიათ არსებობა, როგორც ხეებზე ასევე ხმელეთზე, ისინი იშვიათად შორდებიან ტყეებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი მნიშვნელოვან დროს ატარებენ ხეებზე, სადაც მათ სძინავთ, იკვებებიან და სოციალიზაციას ახდენენ. 
 
===კვება===
 
შიმპანზე არის ყველაფრისმჭამელი ცხოველი, რომელიც ასობით სხვადასხვა სახის საკვებს ჭამს. მათ საკვებს ძირითადად შეადგენს სეზონური ხილი, თესლი და ყვავილები, რომლებსაც ხეებიდან გლეჯენ სხვადასხვა მწერებთან ერთად, როგორებიც არიან ჭიანჭველები და ტერმიტები. თუმცა, ცნობილია, რომ ისინი უფრო დიდ ნადავლსაც ჭამენ და როდესაც ერთად მუშაობენ, ქვეჯგუფებად, შეუძლიათ მაიმუნების და ჩიტების მონადირებაც. შიმპანზეები (ორანგუტანგისა და ადამიანის გარდა) ერთადერთი ცხოველები არიან, რომლებსაც იარაღის გამოყენების გარდა, მათი დამზადებაც შეუძლიათ. ცნობილია, რომ ისინი ფოთლებს აცლიან ტოტებს და შემდეგ მათ ათავსებენ ტერმიტების ბუდეში და როდესაც ტერმიტები გადაადგილდებიან ტოტზე, შიმპანზეები ლოკავენ მათ და ჭამენ. ასევე, ისინი იყებებენ ქვებს ჩაქუჩის მაგივრად კაკლის გასატეხად და დაღეჭილ ფოთლებს კოვზის მაგივრად წყლის შესაწოვად, საიდანაც შემდეგ სვამენ მას.   
 
===გენეტიკური ვარიაციები შიმპანზეების პოპულაციებს შორის===
==კუნთის სიძლიერე==
 
შიმპანზე ცნობილია, როგორც საკმაოდ ძლიერი კუნთების მქონე ცხოველი. ეს განსაკუთრებით ეხება მათ მკლავებს. თუმცა, ხანდახან ადამიანების სიძლიერესთან შედარებისას მედია და პოპულარული მეცნიერება ძალიან აჭარბებს სიმართლეს და ამბობს, რომ შიმპანზის კუნთები ადამიანზე 4-8-ჯერ ძლიერია. ეს დასვკნა გამოტანილია 1923 და 1926 წლის კვლევებიდან, რომელიც ჩაატარა ბიოლოგმა, სახელად ჯონ ბაუმენი. მოგვიანებით, 1943 წელს ცდა გაიმეორეს და აღმოჩნდა, რომ ზრდასრულ მამრ შიმპანზეს შეუძლია იმდენი ტვირთის აწევა, რამდენიც ზრდასრულ მამაკაცს. თუმცა, როდესაც მიღებული შედეგები შეასწორეს ზომების პროპორციულად, შიმპანზე მართლაც აღმოჩნდა ადამიანზე ძლიერი, ოღონდ, 4-8-ჯერ ნამდვილად არა. 1960-იანებში ეს კვლევა თავიდან ჩატარდა და ამჯერად მიიღეს დასკვნა, რომ შიმპანზეს კუნთები ორჯერ ძლიერია ადამიანისაზე, როცა საქმე ტვირთის აწევას ეხება.
 
რას უნდა უმადლოდეს შიმპანზე იმას, რომ ადამიანითან შედარებით, წონისა და კუნთის მოცულობის გათვალისწინებით, ორჯერ ძლიერია? შიმპანზის კუნთს უკეთესი კუმშვის ხარისხი აქვს? ან იქნებ უკეთესი ნერვული სტიმულატორები აქვთ კუნთის ბოჭკოებში? შესაძლოა ორივეს ერთად ჰქონდეს ადგილი? ეს კითხვები დიდი ხანია აწუხებთ მეცნიერებს. საინტერესოა ისიც, თუ როდის და როგორ ჩამოუყალიბდათ მათ მსგავსი ანატომია. შესაძლოა ბუნებრივი გადარჩევის შედეგად შეინარჩუნდათ სიძლიერის ასეთი დონე. იქნებ ჩვენს წინაპრებსაც მსგავსი ტიპის აგებულება ჰქონდათ ადრე? მაშინ რატომ და როგორ დაეცა კუნთების სიძლიერის დონე ადამიანებში? ამ კითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ არ გვაქვს. სიძლიერის მიზეზი კი, როგორც აღმოჩნდა, უფრო გრძელი ძვლოვანი ბოჭკოებია, რომლებსაც შეუძლიათ ორჯერ ძლიერად იმუშაონ სხვადასხვა ტიპის მოძრაობის დროს, ვიდრე ეს ადამიანშია შესაძლებელი.
 
კევინ ჰანტი, ადამიანის წარმომავლობისა და პრიმატების ევოლუციის ლაბორატორიის დირექტორი ინდიანას უნივერსტეტში ამბობს, რომ თუ შიმპანზეს გაპარსავთ და მის ტანს ფოტოს გადაუღებთ კისრიდან წელამდე „პირველ შეხედვაზე ვერც მიხვდები, რომ ის ადამიანი არაა“. ამ ორი სახეობის კუნთების აგებულება საკმაოდ მსგავსია, მაგრამ, როგორც უკვე ვახსენე, მათ შორის ძალების თანაფარდობა განსხვავდება. „12 საათიც რომ გვემუშავა დღეში, როგორც ისინი, მაინც ვერ ვიქნებოდით მათსავით ძლიერები,“ ამბობს ჰანტი. ერთხელ, აფრიკის ტყეში, ჰანტმა დაინახა 85 ფუნტიანმა მდედრმა შიმპანზემ როგორ გადატეხა არიონვუდის ხე ერთი ხელის მოსმით. ჰანტს კი ორი ხელი და მთელი ძალღონე დასჭირდა ამისთვის.   
 
==გენეტიკური ვარიაციები შიმპანზეების პოპულაციებს შორის==
 
ჩიკაგოს სამედიცინო ცენტრის უნივერსტეტმა ჩაატარა დღემდე ჩატარებულთ შორის ყველაზე დიდი კვლევა, რომლის საშუალებითაც იპოვა განსხვავება შიმპანზეების სხვადასხვა პოპულაციებს შორის.
თუმცა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შიმპანზის სამ პოპულაციაზე დაკვირვებაზე საუბრისად პრზევორსკი აღნიშნავს: „ჩვენ ვიპოვეთ სერიოზული გენეტიკური ვარიაციები, თუმცა ძალიან ცოტა იყო განსხვავება პოპულაციებს შორის ქცევის წესის თვალსაზრისით“.
 
===ქცევა===
 
შიმპანზეს სახეობის მაიმუნები სიციალურად აქტიური არსებები არიან. ეს განპირობებულია მათი ცხოვრების სტილით. შიმპანზეები ძირითადად ჯგუფებსა და თემებში ერთიანდებიან რაც თავისთავად მსგავსია ადამიანების ცხოვრების მანერისა. შიმპანზეს ტიპის მაიმუნებს ძალიან ბევრი აქვთ ადამიანებთან საერთო. მათ ადამიანების მსგავსად ახასიათებთ სწავლისა და ათვისების კარგი უნარი.
თემში შიმპანზეთა ქცევის საინტერესო ელემენტს წარმოადგენს დავების გადაწყვეტის მეთოდი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძირითადად ისინი აგრესიულობით და დაუნდობელი ქმედებებით გამოირჩევიან, თუმცა შესაძლებელია თემში რაიმე გაუგებრობა შიმპანზეებმა მოაგვარონ უშუალოდ ძალადობის გარეშე მუქარით. მუქარის მეთოდს აქტიურად იყენებენ შიმპანზეები იმისათვის, რომ დავა და გაუგებრობა ან შუღლი დააშოშმინონ თემის წევრებს შორის.
 
===საინტერესო ფაქტები და მახასიათებლები===
 
შიმპანზეები ძალიან კომუნიკაბელურები არიან და დღის უმეტეს ნაწილს ერთმანეთის გასუფთავებაში ატარებენ. ეს არა მხოლოდ ასუფთავებს მათ და პარაზიტებისგან იცავს, არამედ დამამშვიდებელია მათთვის და ხელს უწყობს ჯგუფის შიგნით სოციალური ურთიერთობების გაძლიერებას. ცნობილია, რომ შიმპანზეები 30 მკაფიო ხმას გამოსცემენ, რითიც ჯგუფის სხვა წევრებს უკავშირდებიან. ღრიალი და ღმუილი ზრდასრულ შიმპანზეებში ყველაზე გავრცელებული ხმებია და 2 კმ-ის მანძილზეც ისმის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მრავალფეროვან ხმებს გამოსცმენ, კომუნიკაცია ძირითადად მაინც სახის გამომეტყველებით ხორციელდება. მათ ძალიან მოქნილი ტუჩები აქვთ, რომლებსაც „სიცილის“ წარმოება შეუძლიათ, რაც რეალურად შიშის გამომხატველია, როდესაც ისინი გაბრაზებულები ან შეშინებულები არიან. შიმპანზეები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ცხოველთა სახეობებს მიეკუთვნებიან და რაღაცეების დამახსოვრების გარდა, სარკეში საკუთარი თავის ცნობაც შეუძლიათ.
 
====სიკვდილის აღქმა შიმპანზეებში====
 
შიმპანზეების სიკვდილთან დამოკიდებულების დასადგენად ჩატარებული ორი კვლევის შედეგები წარმოადგენენ ერთ-ერთ პირველ მკაფიო არგუმენტს ადამიანების გარდა სხვა ცხოველებში გლოვის არსებობის შესახებ და ამყარებენ იმ აზრს, რომ ევოლუციურად ადამიანთან ყველაზე ახლოს მდგარი შიმპანზე იზიარებს მრავალ ადამიანისათვის დამახასიათებელ დამოკიდებულებას სიკვდილის მიმართ.
მეორე კვლევა, რომელიც ასევე შიმპანზეების სიკვდილთან დამოკიდებულებას ასახავს გაერთიანებულ სამეფოში ჩატარდა. 2008 წლის ნოემბერში 50 წელს Blair Drummond Safari and Adventure Park-ის ბინადარი გადაცილებული შიმპანზე პენსი ლეტარგიით დაავადდა.  3 ზრდასრული შიმპანზე, რომელთა შორისაც იყო პენსის 20 წლის ქალიშვილი როუზი, მას გამუდმებით უვლიდა და ღამით საკუთარი „საძინებლების“ ნაცვლად მის გვერდითაც კი იძინებდა. პენსის სიკვდილამდე 10 წუთით ადრეც სხვები განუწყვეტლივ განაგრძნობდნენ მასზე ზრუნვას, ხოლო როუზი მთელი ღამის განმავლობაში დედასთან დარჩა. ერთ-ერთმა შიმპანზემ ჩიპიმ კი პენსის სიკვდილის შემდეგ მისი პირის ახლოდან დათვალიერებითა და კიდურების გამოძრავებით მისი სიცოცხლის ნიშნები შეამოწმა. მას შემდეგ, რაც მომვლელებმა მეორე დღეს პენსის სხეული წაიღეს, დანარჩენი შიმპანზეები თითქმის მთელი კვირის განმავლობაში დასუსტებულები იყვნენ და ცოტას ჭამდნენ. პენსის სიკვდილით შიმპანზეებში გამოწვეულმა რეაქციებმა, რომლებსაც უამრავი მკვლევარი ამ შემთხვევამდე მხოლოდ ადამიანებისათვის დამახასიათებლად მიიჩნევდა, კვლევით ჯგუფს უჩვენა შიმპანზეებში სიკვდილისადმი ადამიანების მსგავსი მიდგომა.
 
====სიცილი====
 
შიმპანზეებს, რომლებიც ადამიანების ახლო ნათესავები არიან ასევე შეუძლიათ სიცილი, თუმცა მათი ვოკალური აპარატი განსხვავებულია, რაც იწვევს იმას, რომ მათ მიერ გამოცემული ხმა მეტად ემსგავსება ქოშინს. ამასთან, ისინი იცინიან, როგორც ჩასუნთქვებით, ისე ამოსუნთქვებით ადამიანები კი - მხოლოდ ამოსუნთქვებით.
ადამიანების ანალოგიურ სახის კონფიგურაციებთან შედარების შედეგად დადგინდა, რომ შიმპანზეები ადამიანების მსგავსად პოზიტიური განწყობის გამოსახატადაც იღიმიან და ამისათვის იყენებენ ზედა ტუჩს, რითაც უარყოფილ-იქნა წინამორბედი მოსაზრება, რომ შიმპანზეს „ღიმილი“ შიშის შედეგად გამოწვეულ ღრენას გამოხატავდა. ამასთან შიმპანზეებს შეუძლიათ სახის 14 სხვადასხვაგვარი გამომეტყველების მიღება ორივენაირად: ხმის გამოცემის თანხლებით და ხმის გარეშე. აგრეთვე, აქტიური თამაშისას, როდესაც სხვა შიმპანზეებთან ფიზიკური კონტაქტი აქვთ მეტად იყენებენ უხმო სიცილს, ხოლო როდესაც ფიზიკური კონტაქტი არ აქვთ-ხმოვანს, რაც წარმოადგენს ემპირიულ მტკიცებულებას საიმისოდ, რომ, შესაძლოა, სიცილის მრავალმხრივი მოდელები შიმპანზეების კომუნიკაციისათვის სხვადასხვაგვარი შინაარსის მიცემას ემსახურება და კომუნიკაციის უფრო მრავალფეროვან და შინაარსობრივად ზუსტ ხასიათს სძენს. 
 
===შიმპანზეთა ინტელექტი===
 
წლების განმავლობაში, შიმპანზეთა ინტელექტუალური მონაცემების შესწავლა მსოფლიოს წამყვანი ანთროპოლოგების ძირითადი კვლევის ობიექტს წარმოადგენდა.    დღესდღეობითაც ისინი იკვლევენ ადამიანის გენებთან მიმართებაში თუ რამდენად ინტელექტუალურად განვითარებულს პრიმატებს წარმოადგენენ შიმპანზეს სახეობის მაიმუნები. 
შიმპანზეებს როგორც უკვე აღვნიშნეთ საკმაოდ განვითარებული ინტელექტუალური მონაცემები გააჩნიათ. ისინი გონებრივ მომწიფებულობას სხვადასხვა ასაკში აღწევენ. ზოგი უფრო სწრაფად ზოგიც კი უფრო ნელა. გარდა თვითშემეცნების და ათვისების უნარისა, მათ გააჩნიათ უნარი ასწავლოს სხვას და მათი გადმოცემის უნარი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი უნარია შიმპანზეთა სახეობის მაიმუნებში.   
 
====მეხსიერება====
 
შიმპანზეების მახსოვრობასთან დაკავშირებით ჩატარებული მრავალი კვლევის შედეგი ადამიანებთან შედარებით მათ ჩამორჩენილობაზე მეტყველებდა.
კვლევის ზოგადი შედეგის მიხედვით, ახალგაზრდა შიმპანზეები იყვნენ უფრო სწრაფები ვიდრე მათი მშობლები და აგრეთვე ადამიანები, რაც მიუთითებს განვითარებული ფოტოგრაფიული მახსოვრობის, ეიდეტიზმის შესახებ შიმპანზეებში, რაც გულისხმობს დეტალურად ზუსტი სურათის დამახსოვრებას საკმაოდ კომპლექსური სცენებისა.
 
====ენა შიმპანზეებში====
 
პირველი სერიოზული ექსპერიმენტი შიმპანზესათვის ენის შესასწავლად 1950-იან წლებში ჩატარდა. კეით და კატერინ ჰეიესებმა შიმპანზე ვიკი აღზარდეს სახლში ისე, როგორც ადამიანის ნაშიერი. ისინი მაიმუნის ტუჩებს ამოძრავებდნენ, რათა ესწავლებინათ სხვადასხვა სიტყვების წარმოთქმა, თუმცა 6 წლის განმავლობაში ვიკიმ მხოლოდ 4 სიტყვის - „mama”,  “papa”, “cup”, “up” ინგლისურთან მიმსგავსებულად გამოთქმა ისწავლა და 7 წლის ასაკში ვირუსული მენინგიტით გარდაიცვალა. 
ვაშუს წარმატების შემდეგ ფსიქოლოგმა ჰერბერტ ტერასმა კოლუმბიას უნივერსიტეტიდან პროექტის განმეორება გადაწყვიტა. საექსპერიმენტოდ შეირჩა შიმპანზე ნიმ ჩიმპსკი, რომელსაც სახელი ირონიულად ლინგვისტ ნოამ ჩომსკის გამო დაარქვეს, რომელიც დეკარტეს მოსაზრების დამცველი იყო, რომლის მიხედვითაც ენა მხოლოდ ადამიანებისთვის იყო დამახასიათებელი. ნიმი თავდაპირველად ადამიანების ოჯახში იზრდებოდა და შესაბამისად ვაშუს მსგავსად მას როგორც ადამიანს ისე ექცეოდნენ. მოგვიანებით ნიმი წაიყვანეს ოჯახიდან და მისი ენის გაკვეთილები გაგრძელდა კოლუმბიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში. ნიმი თითქმის იმეორებდა ვაშუს წარმატებებს. აგრეთვე წინადადებებს  გრამატიკულად სწორი თანმიმდევრობით ალაგებდა, მაგალითად, შემასმენელს ქვემდებარეზე წინ აყენებდა. ექსპერიმენტის მიმდინარეობის ვიდეოჩანაწერების კადრებად გაშიფვრის შემდეგ მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ის წარმატებები, რომლებსაც ექსპერიმენტის მიმდინარეობისას აღწევდნენ იყო ხშირად უბრალოდ მკვლევარების სიჩქარის ან მონაცემთა უზუსტობის შედეგი და  ნიმს ენა კი არ უსწავლია, არამედ მან უბრალოდ ისწავლა მასწავლებლების იმიტირება სხვადასხვა წამახალისებელი პრიზების მისაღებად. ასევე ნიმს არ შეეძლო კომუნიკაციის ინიცირება, მის მიერ აწყობილი წინადადებები ვერ იზრდებოდა სიგრძეში, განსხვავებით ბავშვებისაგან, რომელთა შემთხვევაშიც მათ მიერ ნასწავლ სიტყვების რაოდენობასა და წინადადებების სიგრძეებს შორის მტკიცე კორელაცია არსებობს.  ტერასმა აღიარა, რომ შიმპანზეების ქცევები იყო მხოლოდ ტრენირების შედეგი და ენა კვლავაც რჩებოდა ადამიანის განმსაზღრელ ელემენტად.
 
===შიმპანზეების ურთიერთობა ადამიანებთან===
 
მიჩნეულია, რომ ადამიანებს და შიმპანზეებს საერთო წინაპარი ჰყავდათ, რომელიც დაახლოებით 8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, თუმცა შიმპანზეები სერიოზულად ზარალდებიან მათი უახლოესი ნათესავებით. ადამიანები ნადირობდნენ და კლავდნენ შიმპანზეებს მათი ხორცისთვის (bushmeat), რაც აკრძალვის მიუხედავად, დღემდე გრძელდება. თუმცა, ბუნებრივი საცხოვრისის დაკარგვა არის ყველაზე დიდი დანაკლისი შიმპანზეებისთვის, ვინაიდან გადარჩენისთვის სჭირდებათ ხეები მათ გარშემო. შიმპანზეები დიდი ხანია ხიბლავენ ადამიანებს, როგორც ზოოპარკებში, ასევე მეცნიერებაში. უდიდესი ნაწილი იმისა, რაც დღეს ჩვენთვის ცნობილია მათზე ჯეინ გუდოლის (Jane Goodall) დამსახურებაა, რომელიც 30 წლის განმავლობაში სწავლობდა შიმპანზეებს ტანზანიაში, გომბეს (Gombe) ეროვნულ პარკში.
 
===დნმ===
 
შიმპანზე და მეორე მაიმუნი, ბონობო, არიან ადამიანების უახლოესი თანამედროვე ნათესავები. ეს სამი სახეობა მრავალი გზით ჰგავს ერთმანეთს, აგებულებითა და ქცევით. მაგრამ მათი სიახლოვის უკეთ გასაგებად მეცნიერები მათ დნმ-ს ადარებენ. ადამიანები და შიმპანზეები დნმ-ს 98.8 %-ს იზიარებენ.
მსგავსი გენები ადამიანების, შიმპანზეებისა და გორილების ტვინის მსგავს რეგიონებშია გამოხატული, თუმცა განსხვავებული რაოდენობით. ათასობით ასეთი განსხვავება ახდენს გავლენას ტვინის განვითარებაზე და ფუნქციონირებაზე, და ხსნის თუ რატომ არის ადამიანების ტვინი უფრო დიდი და ჭკვიანი. 
 
===ასაკთან დაკავშირებული საკითხები===
 
შიმპანზეებს შეუძლიათ იცხოვრონ 40-ზე მეტი წელი ტყვეობაში. ახალშობილობის პერიოდი არის კრიტიკული დრო და მასზეა დამოკიდებული ნორმალური გაიზრდება ცხოველი თუ ექნება სიცოცხლი განმავლობაში ქცევითი პრობლემები. აუცილებელია ახალშობილები დედასთან დარჩნენ რაც შეიძლება დიდხანს. ველურ ბუნებაში ახალგაზრდა შიმპანზეებს სჭირდებათ დედის მზრუნველობა დაახლოებით 5 წლამდე. დედისაგან დაშორებამ, ერთ ან ორ წლამდე, შესაძლოა მოზრდილ ასაკში, შიმპანზეს სხვა შიმპანზეებთან ურთიერთობის პრობლემა შეუქმნას, ბევრი პათოლოგიური ქცევა გამოიწვიოს და ცვლილებებთან შეგუება გაურთულოს.
რასაკვირველია, ასაკის მატებასთან ერთად მათი საჭიროებებიც იცვლება. ასაკოვან შიმპანზეებს დაახლოებით იგივე პრობლემები აქვთ, რაც მოხუც ადამიანებს, მათ შორის ოსტეოპოროზი (ძვლის გაუხშოება), სახსრების პრობლემები და წონის არასასურველი  ცვლილებები. ასაკოვანი შიმპანზეები შესაძლოა ნაკლებად აქტიურები იყვნენ, მაგრამ მათი საჭიროება სოციალური ურთიერთობებისა და მასტიმულირებელი გარემოსი არ მცირდება.
 
=== კვლევები და ექსპერიმენტები შიმპანზეებზე === 
 
მეცნიერებმა დაადგინეს რომ ადამიანის დნმ-ს 96% შიმპანზის გენომის ანალოგიურია, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის განსხვავება 10-ჯერ უფრო მცირეა ვიდრე თაგვისა და ვირთხის სახეობებს შორის, შესაბამისად ადამიანსა და შიმპანზეს შორის არსებული მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო განსხვავებების მიუხედავად ისინი ყველაზე ახლო ნათესავები არიან, რაც იმ აზრს დაედო საფუძვლად, რომლის მიხედვითაც შიმპანზის გენომი ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი გასაღებია ადამიანის ანატომიის, ევოლუციისა და რაც მთავარია გენომის შესასწავლად.
 
ადამიანისა და შიმპანზის გენომის მსგავსებიდან გამომდინარე უამრავი კვლევა ჩატარდა ადამიანისთვის დამახასიათეელი ინფექციური დაავადებების, რეპროდუქციის, ენისა და ქცევის შესახებ. განსაკუთრებით მნიშნელოვანი აღმოჩნდა ისეთი ინფექციური დაავადებების შესწავლა და ვაქცინებზე მუშაობა, როგორებიცაა ჰეპატიტის ვირუსები, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, და უამრავი სხვა. 
 
====შიმპანზეების როლი ჰეპატიტის კვლევაში====
 
შიმპანზეების მონაწილეობა გადამწყვეტი იყო ჰეპატიტის ვირუსის შესწავლის პროცესში არა მხოლოდ მსგავსების, არამედ იმ ფაქტის გამო, რომ ადამიანის გარდა, შიმპანზე ერთადერთი ცხოველია, რომლის A, B, C, D, და E ჰეპატიტით დაინფიცირებაც შესაძლებელია. შიმპანზეების კვლვის შედეგად განვითარდა და დაიხვეწა ადამიანებში ფართოდ გავრცელებული A და B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა, რამაც მკვეთრად შეამცირა სისხლის გადასხმით მათი გავრცელების ტემპი და რაც მთავარია მიიღეს ვაქცინა, რითაც 92%-ით შემცირდა A და 82%-ით B ჰეპატიტით ინფიცირებულთა რიცხვი.
რაც შეეხება C ჰეპატიტს, იგი ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დაავადებაა, რომლისგანაც 200 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ამ ვირუსით უდრო მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე აივ ინფექციით. რეალურად 33-დან 1 ადამიანი 45-64 ასაკობრივ ზღვარში ისეა ინფიცირებული C ჰეპატიტით, რომ არც კი იცის ამის შესახებ. ასეთი საშიში და გავრცელებული დაავადების შესწავლაში კი ძალიან დიდი როლი შეასრულა შიმპანზეებზე კვლევების ჩატარებამ, რომელიც სამ ათეულ წელიწადზე დიდხანს მიმდინარეობდა. 1998 წლიდან 2007 წლამდე-მდე დაახლოებით 500 შიმპანზე იყო ჩართული მათთვის საზინო და მტკივნეულ კვლევებში, რასაც შედეგად ვირუსის შესწავლა და ანტივირუსული თერაპიის განვითარება მოჰყვა.  
 
====მონოკლონალური ანტისხეულები====
 
შიმპანზეების როლი ასევე მნიშვნელოვანია აუტოიმუნური დაავადებებისა და სიმსიმვნის სამკურნალოდ გამოყენებადი მონოკლონარული ანტისხეულების თერაპიის შესწავლასა და ამ მხრივ განვითარებისათვის, რადგან მათი უჯრედული ზედაპირის რეცეპტორები და ციტოკინების თავისებურებები თითქმის ადამიანის იდენტურია. შიმპანზეებზე დატესტილი მონოკლონალური ანტისხეულებით იკურნება ისეთი დაავადებები როგორებიცაა B-უჯრედული არა-ხოჯკინის ლიმფომა, რამდენიმე ანთებითი და ართრიტული დაავადებები, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ფსორიაზი და უამრავი სხვა.
ამ და სხვა რამდენიმე წარმატებული გამოკვლევის და მნიშვნელოვანი სამედიცინო წინსვლის გამო შიმპანზეების გამოყენება ექსპერიმენტებში ძალიან ხშირი გახდა და დაიბადა იდეა, რომ მათი შესწავლით ადამიანისთვის დამახასიათებელ ისეთ რთულ დარღვევებსაც კი მოეძებნებოდა მკურნალობის გზა როგორებიცაა სიმსივნე, იმუნოდეფიციტი, ალცჰაიმერი და სხვა დაავადებები. თუმცა ეს იმედები მცდარი აღმოჩნდა, რადგან შიმპანზეებთან საერთო გენების დიდი პროცენტული რაოდენობის მიუხედავად კვლავ რჩება ათობით მილიონი დნმ-ს განსხვავებული თანმიმდევრობები და ამაზე ბევრად უფრო მეტი, მრავალფეროვანი გენების ექსპრესია, რაც შიმპანზეებისგან განასხვავებს ადამიანს და გაურდაუვალს ხდის იმ მარცხებს, რომლებიც მსგავს ესპერიმენტებს მოჰყვება.
 
====შიმპანზეებზე ექსპერიმენტების ჩატარების შეზღუდვა====
 
შიმპანზეების გამოყენებით ადამიანის ქცევების, ანატომიის და დაავადებების გამოკვლევებით მედიცინისა და ბიოლოგიის განვითარებასთან ერთად ხშირი აღმოჩნდა უშედეგო პროცედურებიც, რომლებიც დიდ ზიანს აყენებდა ამ ცხოველებს, რაც სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად გახდა საფუძველი იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა შიმპანზე უკვე გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თანდათან შემცირდა ისეთი შიმპანზეების რაოდენობა, რომლებიც ექსპერიმენტებს გაუძლებენ, რის გამოც უამრავმა მეცნიერმა უარყოფითად შეაფასა მათზე მსგავსი კვლევების ჩატარება.
4. ცხოველებზე ჩატარებული პროცედურები უნდა იყოს მინიმალურად საზიანო, მტკივნეული და სტრესული. 
 
===შიმპანზეების დღევანდელი სტატუსი===
 
შიმპანზეების რაოდენობის შემცირების პროცესი ამით არ დასრულებულა, შესაბამისად არც შეზღუდვის ღონისძიებები აღმოჩნდა საკმარისი მათ გადასარჩენად, ამიტომ შიმპანზეები სრულად დაცულ სახეობად გამოცხადდა და წითელ წიგნში (IUCN Red List) შევიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპერიმენტების მსხვერპლობისგან დაცული იქნება ყველა ბუნებრივ პირობებში მცხოვრები, ველური და ლაბორატორიებში მყოფი შიმპანზე, რომელთა რიცხვიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებულ ლაბორატორიებში 700-ზე მეტია. ლაბორატორიების შიმპანზეებს თანდათან მათთვის ბუნებრივ პირობებში გადაიყვანენ. აიკრძალა არა მარტო საზიანო პროცედურების ჩატარება და მათზე ნადირობა, არამედ მათი მომრავლება, გაყიდვა, შინაურ ცხოველად ყოლა, იმპორტ-ექსპორტი, შიმპანზეების სისხლით, უჯრედული და ქსოვილური ნიმუშებით ვაჭრობაც კი.
ბუნების მსოფლიო ფონდის (World Wide Fund for Nature; WWF) მონაცემებით დღესდღეობით 150-დან 250 ათასმდე შიმპანზეა მსოფლიოში შემორჩენილი, მათი უმეტესობა აფრიკის ტერიტორიაზე ბინადრობს, თუმცა ბევრად უფრო ფრაგმენტულად, გაფანტულად, მცირე ჯგუფებით ვიდრე აქამდე, რაც მათი გაქრობის წინაპირობაა. არსებობს უამრავი ქვეყანა, მათ შორის ბენინის რესპუბლიკა, გამბია, ბურკინა-ფასო და სხვები, სადაც ეს სახეობა უკვე აღარ გვხვდება, რასაც მათი სამეცნიერო გამოყენების გარდა რამდენიმე სხვა მიზეზიც აქვს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია საცხოვრებელი არის შემცირება, ტყეების ჩეხვა, შიმპანზეების და სხვა ცხოველების იზოლირებაში მოქცევა, მათზე ნადირობა, ცოცხალი შიმპანზეების დაჭერა და შინაურ ცხოველად გაყიდვა. სერიოზული პრობლემაა ეპიდემიური დაავადებებიც, მაგალითად ებოლა, რომელმაც 2002 წელს დიდი რაოდენობით შიმპანზე და გორილა იმსხვერპლა და უამრავი სხვა საფრთხე, რომელთა თავიდან აცილებასაც ბუნების მსოფლიო ფონდი და წამყვანი ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, აქტიურად ცდილობენ აფრიკაში დაცული ტერიტორიების შექმნით და გაძლიერებით, შიმპანზეზე ფოკუსირებული ეკოტურიზმის განვითარებით და შიმპანზეების არაკანონიერი ხოცვის შეჩერებით.
 
===შიმპანზე ოლივერის უცნაური შემთხვევა===
 
ჩვეულებრივი შიმპანზეებისა და ბონობოს პოპულაციების მთლიანი რიცხვი მცირეა ადამიანებთან შედარებით მცირეა, მაგრამ მათი გენეტიკური მრავალფეროვნება გაცილებით ფართოა ვიდრე ჩვენი სახეობის. ფაქტობრივად, 7 მილიარდ ადამიანს გენეტიკური მრავალფეროვნების შეზღუდული დონე გვაქვს. გენეტიკურად ადამიანები შიმპანზის სახეობის თანდაყოლილი დიდი ჯგუფი ვართ.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის გენეტიკოსმა შეისწავლა ოლივერის ქრომოსომები და დაადგინა, რომ მას 47-ის ნაცვლად 48 ქრომოსომა ჰქონდა. ოლივერს ასევე ჰქონდა უჩვეულო მიტოქონდრიული დნმ-ს მიმდევრობა, რაც მიანიშნებდა, რომ იგი წარმოადგენდა შიმპანზეების სრულიად ახალ, უნიკალურ პოპულაციას.
 
===შიმპანზეები ზოოპარკებში===
 
ყველა შიმპანზე არ ცხოვრობს თავიანთ ბუნებრივ აფრიკულ საცხოვრებლში. დაახლოებით 500 შიმპანზე ბინადრობს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ზოოპარკებში. ზოგიერთი ასაკოვანი შიმპანზე ზოოპარკებში დაბადებულები იყვნენ ველურ გარემოში და გასაყიდად შეიპყრეს. ყველაზე უფროსი შიმპანზე ამერიკულ ზოოპარკში არის მდედრი, Little Mama, რომელიც ფლორიდაში ცხოვრობს. ის დაახლოებით 70 წლის არის.
ანონიმური მომხმარებელი