მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

→‎კვება: სექციის გამოყოფა
შიმპანზე არის ყველაფრისმჭამელი ცხოველი, რომელიც ასობით სხვადასხვა სახის საკვებს ჭამს. მათ საკვებს ძირითადად შეადგენს სეზონური ხილი, თესლი და ყვავილები, რომლებსაც ხეებიდან გლეჯენ სხვადასხვა მწერებთან ერთად, როგორებიც არიან ჭიანჭველები და ტერმიტები. თუმცა, ცნობილია, რომ ისინი უფრო დიდ ნადავლსაც ჭამენ და როდესაც ერთად მუშაობენ, ქვეჯგუფებად, შეუძლიათ მაიმუნების და ჩიტების მონადირებაც. შიმპანზეები (ორანგუტანგისა და ადამიანის გარდა) ერთადერთი ცხოველები არიან, რომლებსაც იარაღის გამოყენების გარდა, მათი დამზადებაც შეუძლიათ. ცნობილია, რომ ისინი ფოთლებს აცლიან ტოტებს და შემდეგ მათ ათავსებენ ტერმიტების ბუდეში და როდესაც ტერმიტები გადაადგილდებიან ტოტზე, შიმპანზეები ლოკავენ მათ და ჭამენ. ასევე, ისინი იყებებენ ქვებს ჩაქუჩის მაგივრად კაკლის გასატეხად და დაღეჭილ ფოთლებს კოვზის მაგივრად წყლის შესაწოვად, საიდანაც შემდეგ სვამენ მას.
 
==კუნთის სიძლიერე== 
 
შიმპანზე ცნობილია, როგორც საკმაოდ ძლიერი კუნთების მქონე ცხოველი. ეს განსაკუთრებით ეხება მათ მკლავებს. თუმცა, ხანდახან ადამიანების სიძლიერესთან შედარებისას მედია და პოპულარული მეცნიერება ძალიან აჭარბებს სიმართლეს და ამბობს, რომ შიმპანზის კუნთები ადამიანზე 4-8-ჯერ ძლიერია. ეს დასვკნა გამოტანილია 1923 და 1926 წლის კვლევებიდან, რომელიც ჩაატარა ბიოლოგმა, სახელად ჯონ ბაუმენი. მოგვიანებით, 1943 წელს ცდა გაიმეორეს და აღმოჩნდა, რომ ზრდასრულ მამრ შიმპანზეს შეუძლია იმდენი ტვირთის აწევა, რამდენიც ზრდასრულ მამაკაცს. თუმცა, როდესაც მიღებული შედეგები შეასწორეს ზომების პროპორციულად, შიმპანზე მართლაც აღმოჩნდა ადამიანზე ძლიერი, ოღონდ, 4-8-ჯერ ნამდვილად არა. 1960-იანებში ეს კვლევა თავიდან ჩატარდა და ამჯერად მიიღეს დასკვნა, რომ შიმპანზეს კუნთები ორჯერ ძლიერია ადამიანისაზე, როცა საქმე ტვირთის აწევას ეხება.