აგრიპინა უფროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 76:
 
[[გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი|სვეტონიუსის]] მიხედვით, როგორც საიმპერატორო ოჯახის წევრისგან, აგრიპინასგან მოელოდნენ, რომ ეჩვენებინა ზომიერება, უმანკოება და ოჯახური მყუდროება, რომაელი ქალის ყველა ტრადიციული ღირსება. აგრიპინასა და ავგუსტუსს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.
 
== ცხოვრება გერმანიკუსთან ერთად ==
ძვ. წ. 5-1 წლებს შორის, აგრიპინა დაქორწინდა გერმანიკუსზე,<ref name="Salisbury2001"/> [[ანტონია უმცროსი]]სა და [[ნერონ კლავდიუს დრუზუსი]]ს უფროს ვაჟზე. დედამისი, ანტონია, [[ოქტავია უმცროსი]]სა და ტრიუმვირ [[მარკუს ანტონიუსი]]ს ასული იყო და ამდენად, ავგუსტუსის დისწულიც. გერმანიკუსი პოპულარული მხედართმთავარი და პოლიტიკოსი იყო. ავგუსტუსმა ტიბერიუსს იმის განკარგულებაც კი მისცა, რომ იგი თავის შვილად და მემკვიდრედ გამოეცხადებინა.<ref name="Salisbury2001"/> რომის პირველი იმპერატორი ყოველთვის მფარველობდა თავისი დის შვილიშვილს და იმედოვნებდა, რომ იგი შეცვლიდა ტიბერიუსს, რომელიც ავგუსტუსმა იშვილა და თავის მემკვიდრედ და შემცვლელადაც აქცია. გერმანიკუსი და აგრიპინა ერთმანეთისათვის თავდადებული ცოლ-ქმარი იყვნენ. ეს უკანასკნელი ერთგული, მოსიყვარულე ცოლი იყო, რომელიც მხარს უჭერდა ქმარს. რომაელი ისტორიკოსი [[ტაციტუსი]] აცხადებს, რომ აგრიპინა შეფასებული იყო, როგორც შესანიშნავი ცოლი და დედა.
 
აგრიპინასა და გერმანიკუსს ცხრა შვილი ეყოლათ, რომელთაგან სამი მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ზრდასრულობის ასაკს მიაღწია მათმა სამმმა ვაჟმა (ნერონ იულიუს კეისარი, დრუზუს კეისარი და კალიგულა [გაიუს იულიუს კეისარი გერმანიკუსი]) და სამმა ქალიშვილმა (აგრიპინა უმცროსი (იულია აგრიპინა), იულია დრუზილა და იულია ლივილა). კალიგულა, შემდგომში, იმპერატორიც გახდა. აგრიპინა უმცროსი კი კიდევ ერთი იმპერატორის, ნერონის დედა იყო. აგრიპინასა და გერმანიკუსის შვილები მთელი იმპერიის მასშტაბით მრავალ სხვადასხვა ადგილას დაიბადნენ. აღსანიშნავია, რომ აგრიპინამ წარმატებული მშობიარობებისათვის სამართლიანად გაითქვა სახელი. იგი ამაყობდა თავისი დიდი ოჯახით და ეს რომის მოქალაქეთა შორის მისი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზიც იყო.
 
გერმანიკუსი, სამომავლოდ, იმპერატორობის კანდიდატად განიხილებოდა, ამდენად, მას გერმანიასა და გალიაში წარმატებული სამხედრო კამპანიებით სახელი უნდა მოეხვეჭა. სამხედრო კამპანიების დროს, აგრიპინა შვილებთან ერთად თან ახლდა ქმარს. მისი ქმედებები შეფასებული იყო, როგორც უჩვეულო რომაელი ცოლისათვის, რამდენადაც ამ უკანასკნელს შინ დარჩენა მოეთხოვებოდა. აგრიპინამ მოიპოვა ჰეროიკული ქალისა და ცოლის სახელი. გერმანიაში ყოფნის დროს, მან ეფექტური დიპლომატის ამპლუაშიც გამოიჩინა თავი. ზოგიერთ შემთხვევაში, აგრიპინა გერმანიკუსს მის ავგუსტუსთან კავშირსაც ახსენებდა.
 
14 წელს, ავგუსტუსის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, იმპერატორმა აგრიპინას გაუგზავნა წერილი, რომელშიც იხსენიებს ბავშვს, რომელიც მომავალი იმპერატორი კალიგულა უნდა იყოს, რადგანაც იმ დროისათვის არც ერთ სხვა ბავშვს ეს სახელი არ ჰქონია.
 
წერილში ნათქვამია:
{{ციტირება|გუშინ ტალარიუსსა და ასილიუსთან საქმეები მოვაგვარე, რათა მათ 18 მაისს შენი ვაჟი, გაიუსი, შენთან მოიყვანონ თუ ღმერთები ინებებენ. აგრეთვე, მასთან ერთად გიგზავნი ერთ-ერთ ჩემ მონას, იმ ექიმს, რომლის შესახებაც გერმანიკუსს წერილში ვუთხარი. თუ თქვენთვის რაიმე სარგებლის მომტანი იქნება, მისი უკან დაბრუნება საჭირო არაა. ნახვამდის ჩემო ძვირფასო აგრიპინა. კარგად იყავი შენ გერმანიკუთან ერთად.}}
 
[[Image:Benjamin West 001.jpg|thumb|250px|''Agrippina landing at Brundisium with the ashes of Germanicus'', (1768, [[Benjamin West]], oil on canvas).<br>In art, Agrippina has served as a symbol of marital devotion and fidelity.<ref>{{Cite book|last=Hall |first=James |title=Dictionary of Subjects and Symbols in Art |year=1979 |publisher=Westview Press |location=Boulder, CO |isbn=978-0-06-430100-8 |page=11 |url=https://books.google.com/books?id=fLjd0fyT0_IC&pg=PA11 |accessdate=5 October 2011 }}</ref>]]
19 წელს აგრიპინა და გერმანიკუსი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობდნენ, რითაც ტიბერიუსის უკმაყოფილება გამოიწვიეს. გერმანიკუსს უთანხმოება მოუვიდა სირიის გუბერნატორ გნეუს კალპურნიუს პიზონთან და ანტიოქიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ფართოდ გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ გერმანიკუსი მოწამლეს, შესაძლოა, ტიბერიუსის ბრძანებითაც. ისიც აღსანიშნავია, რომ აგრიპინაც მიიჩნევდა, რომ მისი ქმარი მოკლეს.<ref name="Salisbury2001"/> მისმა სიკვდილმა აგრიპინა ძალიან დაამწუხრა. იგი შვილებსა და გერმანიკუსის ფერფლთან ერთად იტალიაში დაბრუნდა. რომის მოქალაქეები მისი და მისი ოჯახის მიმართ დიდი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი. იგი რომში დაბრუნდა, რათა შური ეძია ქმრის სიკვდილის გამო და გაბედულად დასდო ბრალი პიზონს გერმანიკუსის მკვლელობაში. ტაციტუსის მიხედვით (''ანალები'' 3.14.1), ამ უკანასკნელს, სასამართლომ მოწამვლის ბრალდება ვერ დაუმტკიცა, თუმცა სხვა ბრალდებებმა, რომლებიც ღალატს ეხებოდა, როგორც ჩანს იგი ჩიხში შეიყვანეს და პიზონმა თავი მოიკლა.
 
== წინაპრები ==