აგრიპინა უფროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 61:
}}
'''ვიფსანია აგრიპინა''', უმეტესად ცნობილია, როგორც '''აგრიპინა უფროსი''' (ლათ.: <small>AGRIPPINA•GERMANICI</small>,<ref>E. Groag, A. Stein, L. Petersen - e.a. (edd.), ''Prosopographia Imperii Romani saeculi I, II et III'' ('''PIR'''), Berlin, 1933 - V 463</ref> დ. [[ძვ. წ. 14]] – გ. 17/18 ოქტომბერი, [[33]]) — წარჩინებული რომაელი ქალბატონი, იმპერატორ ავგუსტუსის შვილიშვილი, რომაელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის, [[გერმანიკუსი]]ს ცოლი, კალიგულას დედა და ნერონის ბებია დედის მხრიდან.
 
== ოჯახი და ცხოვრების ადრეული წლები ==
აგრიპინა იყო რომაელი სახელმწიფო მოღვაწისა და იმპერატორ ავგუსტუსის მეგობრის, მარკუს ვიფსანიუს აგრიპასა და იულია უფროსის მეორე ქალიშვილი და მეოთხე შვილი. დედამისი, იულია, ავგუსტუსის ერთადერთი ბუნებრივი შვილი იყო თავისი მეორე ქორწინებიდან სკრიბონიასთან.
 
იულია აგრიპას მესამე ცოლი იყო. მამამისის წინა ორი ქორწინებიდან აგრიპინას სულ ცოტა ორი ნახევარდა მაინც ჰყავდა: ვიფსანია აგრიპინა და ვიფსანია მარცელა (თუმცა სვეტონიუსი თავის ''ღვთაებრივ ავგუსტუსში'' (63) მეტს გულისხმობს). ვიფსანია აგრიპინა აგრიპას მეორე შვილი იყო მისი პირველი ქორწინებიდან პომპონია ცეცილია ატიკასგან. იგი ტიბერიუსის პირველი ცოლი და ამ უკანასკნელის ბუნებრივი შვილის, დრუზუს იულიუს კეისრის დედა გახდა.
 
ვიფსანია აგრიპინა მეორედ სენატორსა და კონსულზე, გაიუს ასინიუს გალუს სალონინუსზე დაქორწინდა, მას შემდეგ, რაც ტიბერიუსი იძულებული გახდა გაყროდა მას და დაქორწინებულიყო იულია უფროსზე. უფრო ნაკლებადაა ცნობილი აგრიპას უფროსი ქალიშვილი — ვიფსანია მარცელა. იგი პუბლიუს კვინტილიუს ვარუსის პირველი ცოლი იყო. სავარაუდოდ, აგრიპას სხვა შვილებიც ჰყავდა თავისი მეორე ქორწინებიდან ავგუსტუსის დისშვილის, კლავდია მარცელა უფროსისაგან, რომელთაგან ზოგიერთი ვერ გადარჩა.
 
აგრიპინას დედისთვის აგრიპა მეორე ქმარი იყო. იულიას პირველი ქმარი მისივე მამიდაშვილი, მარკუს კლავდიუს მარცელუსი იყო. მათი ქორწინებიდან მალევე მარცელუსი გარდაიცვალა. წყვილს შვილები არ ჰყოლია. თავისი მშობლების ქორწინებიდან, აგრიპინას ოთხი დედმამიშვილი ჰყავდა: და — იულია უფროსი და სამი ძმა — გაიუს კეისარი, ლუციუს კეისარი და აგრიპა პოსტუმუსი. თავად აგრიპინა ათენში დაიბადა, რადგანაც ამ წელს აგრიპა ქალაქში, ავგუსტუსის სახელით, ოფიციალურ მოვალეობებს ასრულებდა. დედამისი და და-ძმები აგრიპასთან ერთად მოგზაურობდნენ. მოგვიანებით, აგრიპინას ოჯახი რომში დაბრუნდა.
 
ძვ. წ. 12 წელს გარდაიცვალა აგრიპინას მამა. ავგუსტუსმა აიძულა თავისი გერი, ტიბერიუსი, წერტილი დაესვა თავისი ბედნიერი პირველი ქორწინებისათვის ვიფსანია აგრიპინასთან და დაქორწინებულიყო იულია უფროსზე. ტიბერიუსისა და იულიას ქორწინება ბედნიერი ნამდვილად არ ყოფილა. ძვ. წ. 2 წელს ავგუსტუსმა აგრიპინას დედა მრუშობის მოტივით გადაასახლა, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია. იულია თავისი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში გაძევებულად რჩებოდა და აგრიპინას დედა აღარასოდეს უნახავს. ძვ. წ. 6 წლისათვის ტიბერიუსმა რომი დატოვა და ბერძნულ კუნძულ როდოსზე გადასახლდა. მის არყოფნაში ავგუსტუსმა იულიასა და ტიბერიუსის ქორწინება გააუქმა და ამის შესახებ როდოსში გაგზავნა ცნობა.
 
და-ძმებთან ერთად, აგრიპინა რომში აღზარდა პაპამ, ავგუსტუსმა და მისმა ცოლმა ლივია დრუზილამ. ამ უკანასკნელს თავისი პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავდა: მომავალი იმპერატორი ტიბერიუსი და მხედართმთავარი ნერონ კლავდიუს დრუზუსი.
 
სვეტონიუსის მიხედვით, როგორც საიმპერატორო ოჯახის წევრისგან, აგრიპინასგან მოელოდნენ, რომ ეჩვენებინა ზომიერება, უმანკოება და ოჯახური მყუდროება, რომაელი ქალის ყველა ტრადიციული ღირსება. აგრიპინასა და ავგუსტუსს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.
 
== წინაპრები ==