თეიმურაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 108:
თეიმურაზი არ ეახლა შაჰ-აბასს. განრისხებული შაჰი კახეთისკენ დაიძრა. თეიმურაზი და ლუარსაბი გაერთიანდნენ და სცადეს გამკლავებოდნენ მტერს. კახელებში არეულობა შეიქნა. მტრის აგენტები თეიმურაზს დამორჩილებას ურჩევდნენ. ყიზილბაშები კახეთს შემოვიდნენ, მეფე ქართლისკენ გაემართა, მაგრამ შაჰის მდევარმა რაზმმა გზა გადაუჭრა. ჟალეთს, მდინარე იორზე თეიმურაზი შეება ყიზილბაშთა ჯარს და გაიმარჯვა. აქედან მუხრანს გადავიდა და ლუარსაბს შეხვდა. ლუარსაბი და თეიმურაზი დარწმუნდნენ, რომ წინააღმდეგობას ვერ შეძლებდნენ. ქართველ ფეოდალთა ნაწილი უკვე შაჰს ხლებოდა და მორჩილება გამოეცხადებინა. „განიპარნენ ნუგზარ და იესე ერისთავნი, ამილახორი ანდუყაფარ, ფეშანგი ფალავანდიშვილი, აღთანგი ხერხეულიძე და მოვიდნენ განჯას წინაშე ყეენისა“, წერს ვახუშტი. პარიზის ქრონიკის ცნობით, შაჰი „კახეთს მივიდა თვესა იანვარსა ა“. ე. ი. იანვრის პიირველ რიცხვებში, ხოლო ბერი ეგნატაშვილის მიხედვით 5 იანვარს აიღო თორღას ციხე.
 
შაჰ-აბასის პირველი ლაშქრობა საქართველოში 1613 წლის შემოდგომაზე მოხდა. წლის ბოლოს კი სტამბოლში ჩავიდნენ საქართველოს ელჩები, მათ შორის არქიეპისკოპოსი თეოდოსი და სამეგრელოს წარმომადგენელი. სულთანს სპარსელების შემოსევის ამბავი აცნობეს და დახმარება სთხოვეს. ოსმალეთი დახმარებას ჰპირდებოდა თუ დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები მასთან ზავს დადებდნენ და მათზე დაკისრებულ ხარკს გადაიხდიდნენ. 1614 წელს გურიელსა და 1615 წელს დადიანსა და ოსმალეტს შორის მოხდა საზავო მოლაპარაკება. დადიანმა და გურიელმა ხარკის გადახდა იკისრეს<ref>მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1971, გვ. 258-261</ref>. საქართველოს მეფე-მთავრები ირანის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, ოსმალეთი მათ დახმარებას დაპირდა. ჩანს ამ საქმეში თეიმურაზიც იღებდა მონაწილეობას. მაგრამ სანამ ოსმალეთის დახმარების დაპირებას მიიღებდნენ, შაჰ-აბასმა კახეთი დაიკავა. „გამოიღო ყოველივე საგანძური კახეთისა და შემუსრა ხელიტა თვისითა წმინდა გიორგი ალავერდისა და შემუსრნა პატიოსანნი ხატნი და ჯვარნი და შემოსძარცვნა პატიოსანნი თვალნი და მარგალიტი, მისცა მეძავთა, ცოლსა და ხარჭთა მისთა, და ყო სამკაულად მათდა და შეაგინნა წმინდანი ეკლესიანი კახეთისანი და წამოემართა ქართლსა ზედა“<ref>ბერი ეგნატაშვილი, გვ. 393</ref>. კახეთის მოსახლეობის ორი მესამედი გაწყდა. ნანგრევებად იქცა ქალაქები და სოფლები, ქვეყანა გავერანდა. [[1614]] წელს, [[ირანი]]ს [[აბას I|შაჰის აბას I-ის]] ქართლსა და კახეთში ლაშქრობის დროს თეიმურაზ I იძულებული გახდა ლუარსაბ II-თან ერთად იმერეთში გახიზნულიყო. საწერეთლოში — საჩხერეში შეეგებათ იმერეთის მეფე გიორგი და ქუთაისს მიიპატიჟა. გამძვინვარებული შაჰ-აბასი გორს მოვიდა და იმერეთის მეფისაგან ქართლ-კახეთის მეფეები მოითხოვა. მეფე გიორგიმ სტუმრების გაცემაზე უარი განაცხადა. იმერეთის ელჩები: აფხაზეთის კათალიკოსი და ლევან აბაშიძე ეახლნენ შაჰ-აბასს და სთხოვეს ლუარსაბსა და თეიმურაზს შერიგებოდა. შაჰმა ხელი აიღო თეიმურაზზე, მას არას ვერჩიო, და ლუარსაბის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა. მართლაც, ლუარსაბი გამოიტყუა იმერეთიდან, ყარაიაში თითქოს სანადიროდ გაიყოლა, დაატყვევა და შემდეგ მშვილდის საბლით მოაშთობინა. თეიმურაზის დედა ქეთევანი და შვილები შირაზს გაგზავნა. უამრავი ტყვე წაიყვანეს. ქვეყანა დახარკეს, მეფისა და ეკლესიის განძეულობა მოიტაცეს. კახეთში თეიმურაზის გამაჰმადიანებული ბიძაშვილი ისა-ხანი დანიშნა, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ირანში იმყოფებოდა. მოადგილეებად დავით ჯანდიერი (ასლანიშვილი) და ნოდარ ჯორჯაძე დაუნიშნა. კახეთში დღის წესრიგში აჯანყება დადგა. მალე (1615 წლის 22 მაისი) ირან-ოსმალეთის ომი განახლდა, რამაც კახეთის აჯანყება დააჩქარა. ისა-ხანი ირანში გაემგზავრა და კახეთი ჯორჯაძეს და ჯანდიერს დაუტოვა, რომლებიც აჯანყებას სათავეში ჩაუდგნენ და თეიმურაზი იმერეთიდან გადმოიყვანეს. ამ დამსახურებისათვის 1637 წელს მეფე თეიმურაზი დავით ჯანდიერის შვილებიც მამულბს უბოძებს<ref>საქართველოს სიძველენი, III, გვ. 188-189</ref>. კახეთის შირვანიც აჰყვა და ციხე-ქალაქი შაჰის ჯარებისაგან გაათავისუფლეს. შაჰმა აჯანყებაში აშკარად შეამჩნია ოსმალეთის ხელი და 15 ათასიანი არმიით ალი-ყული-ხანი გამოგზავნა. თეიმურაზმა დაამარცხა და გააქცია ალი-ყული-ხანი. ამ გამარჯვებამ თავისი ძალებისადმი რწმენა შესძინა უცხოური აგრესიის წინააღმდეგ დაუცხრომელ მებრძოლს თეიმურაზსა და მის თანამებრძოლთ, ხოლო ძალზე შეაშფოთა ირანის ლომი, რომელიც 1616 წლის გაზაფხულზე უზარმაზარი არმიით გამოემართა საქართველოსაკენ. ამ დროისათვის ირან-რუსეთის ურთიერთობა განახლდა. თეიმურაზიც რუსეთიდან ჩანს რომ, რუს ხელმწიფეს სთხოვს შაჰ-აბას არ გაანადგუროს საქართველო, რადგანაც იგი იმთავითვე ქრისტიანული სარწმუნოების მატარებელიაო<ref>Т. Тивадзе, Материалы..., გვ. 136</ref>. [[ისკანდერ მუნში]] თავხედობად უთვლის თეიმურაზს ალი-ყული-ხანზე გამარჯვებას და წერს: „იმას ვერ მიხვდა, რომ რაც უნდა მაღლა აფრინდეს წერო ბასკრნისკარტიანი, ის მაინც ვერ გაჩუმდება ცის უმაღლეს სფეროში მფრინავი შევარდნის კლანჭებს. იმ გაბედულების და თავხედობის გამო, რომელიც მან გამოიჩინა, ბოლოს ის დასჯილ იქნება ძლევამოსილი ხელმწიფისაგან და მისი წინაპრების ამდენი წლის ადგილი და სადგომი გავერანდა და მათი ქვეყანა ქარს მიეცა“.
 
1616 წელს შაჰ-აბასი ჯერ ქართლში შემოვიდა, ქართლის მმართველად ბაგრატ-ხანი (დაუთ-ხანის შვილი) დანიშნა, კახეთში გადავიდა და იქ დაბანაკდა. თეიმურაზი მარტო აღმოჩნდა გამძვინვარებული შაჰის წინაშე, ოსმალეთის ლაშქარი არ მოეშველა. ქვეყანა გაპარტახდა. ფ. გორგიჯანიძე მოგვითხრობს: „მრავალი კარგად ნაშენი სახლები სასახლენი დაქცეულ დანგრეული ვნახეთ, უკარო და უჭერო, ნადირთ სადგომ მქნილნი“.
[[1615]] წელს, კახეთში ანტიირანული აჯანყების დროს, თეიმურაზ I სამეფო ტახტზე მიიწვიეს. იგი სათავეში ჩაუდგა აჯანყებას.
 
 
სპარსელებმა აჯანყება ჩაახშვეს და თეიმურაზ I კვლავ იმერეთში გადავიდა. [[1625]] წელს, როდესაც ქართლი და კახეთი ისევ აღდგა ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ [[გიორგი სააკაძე|გიორგი სააკაძის]] მეთაურობით, თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს. იგი გიორგი სააკაძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლას. ქართლ-კახეთის მრავალწლიანმა ბრძოლამ აიძულა შაჰ-აბას I დათმობაზე წასულიყო. მან მოლაპარაკება გამართა თეიმურაზ I-თან და ფაქტობრივად იგი ქართლ-კახეთის მეფედ ცნო. თეიმურაზ I-მა თავი ირანის შაჰის ვასალად აღიარა, მაგრამ განაგრძობდა ბრძოლას სრული დამოუკიდებლობისათვის. ამის გამო [[1632]] შაჰმა სეფი I-მა ქართლის ტახტი გამაჰმადიანებულ როსტომს გადასცა. თეიმურაზ I ერთხანს კიდევ განაგრძობდა ბრძოლას, მაგრამ შემდეგ ისევ იმერეთში გაიხიზნა. ის, რომ საგარეო პოლიტიკაში თეიმურაზ I რუსეთის ორიენტაციის მომხრე იყო, როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფია ამას გამუდმებით ამტკიცებდა, გადაჭარბებულია. რუსეთი იყო ქართველი მეფისთვის მცდელობა, რომელსაც მისი მთელი ცხოვრების მანძილზე შედეგი არ გამოუღია. მის მიერ მოსკოვში დახმარების სათხოვნელად არაერთხელ გაგზავნილმა ელჩობამ ([[1615]], [[1618]], [[1624]], [[1635]] და [[1649]]) შედეგი ვერ გამოიღო. [[1620]] წლიდან დაუახლოვდა კათოლიკე მისიონარებს და [[1626]] წელს თეიმურაზ I-მა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური კავშირის დასამყარებლად ელჩად გაგზავნა [[ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი]] (ნიკიფორე ირბახი). 1635 წლამდე იგი მხოლოდ ევროპასთან ალეანსს იმედოვნებდა, მით უფრო რომ მას მიმოწერა [[ურბან VIII|ურბან VIII-თან]] ჰქონდა. ბოლოს თეიმურაზ I დახმარებას სთხოვდა ოსმალეთსაც, მაგრამ უშედეგოდ. [[1658]] თვითონ გაემგზავრა რუსეთის სამხედრო დახმარების სათხოვნელად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. [[1661]] ბერად აღიკვეცა. მალე ირანში გაიწვიეს და აღუთქვეს კახეთის სამეფო ტახტის დაბრუნება, თუ მაჰმადიანობას მიიღებდა. თეიმურაზ I-მა უარი თქვა. ამის გამო შეიპყრეს და ასტრაბადის ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქართველებმა სამშობლოში ჩამოასვენეს და [[ალავერდი]]ს მონასტერში დაკრძალეს.
 
==შემოქმედება==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეიმურაზ_I“-დან