საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 21:
[[1811]] წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. [[1917]] წლის მარტში საქართველოს სამღვდელოებამ აღადგინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ეპისკოპოსი [[კირიონ II (კათოლიკოს-პატრიარქი)|კირიონი]]. [[1989]] წელს V საუკუნიდან არსებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ოდითგანვე არსებული საპატრიარქო პატივი საქართველოს კათოლიკოსისა დაადასტურა მსოფლიო საპატრიარქომ. [[1977]] წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია უწმიდესი და უნეტარესი [[ილია II]].
== ისტორია ==
===საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია VI საუკუნიდან===
საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში გარდატეხები ვახტანგ გორგასალის დროს დაიწყო, რომლის დროსაც ქართლის მთავარეპისოპოსების ერა დასრულდა და დაიწყო ახალი — კათალიკოსობის ერა. პირველი ეპარქიალური დაყოფა მაშინდელი საქართველოს ტერიტორიისა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
# [[მცხეთის საეპისკოპოსო]] — საკათედრო ტაძარით სვეტიცხოველი, ეპისკოპოსად სამოელი