აწყურის საეპისკოპოსო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 12:
XV საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში ილაშქრა [[იაყუბ-ყაენის ლაშქრობანი საქართველოში|იაყუბ-ყაენმა]]. მას აუღია [[ახალციხე]] და [[აწყურის ციხე|აწყური]], საიდანაც მრავალი ტყვე წამოუყვანია და [[აწყურის ღვთისმშობლის ხატი]]ც წაუღია. მანუჩარ ათაბაგმა დიდძალი ვერცხლის ფასად დაიხსნა იგი და ისევ [[აწყურის ტაძარი|აწყურის ტაძარში]] დაასვენა.
 
==საეპისკოპოსოს საზღვრები==
აწყურის ეპისკოპოსის ეპარქია თავიდან მთელი [[სამცხე]] იქნებოდა, შემდეგ აქ წარმოიშვა [[წურწყაბის საეპისკოპოსო]]. [[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის, ცნობით, მაწყვერელი გვირგვინ-ბისონიანი ეპისკოპოსია; მისი სამწყსო ყოფილა ხეობის ტერიტორია [[ყვიბისი|ყვიბის]]-[[კორტანეთი|კორტანეთს]] შორის მდებარე წყაროს ზევით, სადგერის ხევი, აწყური მიმდებარე ტერიტორიით, დიასამიძის სახლი და ახალციხისწყლის დასავლეთი ნაწილი [[გურიის მხარე|გურიის]] საზღვრამდე. ამ საბუთში ჩამოთვლილ 13 ეპისკოპოსში მაწყვერელი პირველ ადგილზეა დასახელებული, როგორც უმთავრესი მღვდელმთავარი სამცხე-საათაბაგოს სამთავროში.
{{ციტატა|Ⴀ. Ⴋაწყვერელი გჳრგჳნ-ბისონიანი არს: Ⴀმისი სამწყსო ყვიბისი (''აქ დ. ბაქრაძის ვარიანტი უმატებს: კორტანეთის შუა რომ წყარო ჰსდის, ამას ზეით ხეობა და სადგერი'') და სადგერი არს, სულ აწყვერი, დიასამიძის სახლი, ახალციხე და ახალციხის წყლის გურიის აღმართი გურიის წასადგომამდი.|ანდრძი წმინდისა მეფისა დავით აღმაშენებლისა<ref>ჟორდანია თ. „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, თბ. 1897</ref>}}
 
[[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] დასაწყისში, [[მზეჭაბუკ ათაბაგი|მზეჭაბუკის]] ათაბაგობის დროს, ისევ განახლდა ბრძოლა აწყურის საეპისკოპოსოს გამოყოფისათვის. მაშინ ამას ხელს უწყობდა მზეჭაბუკის წარმატებები პოლიტიკურ ასპარეზზე და ისიც, რომ [[ანტიოქიის პატრიარქები|ანტიოქიის პატრიარქი]] [[დოროთეოს III]] ([[1511]]-[[1524]] წწ.) ამ დროს სწვევია სამცხეს. მას სპეციალურად დაწერილისაბუთით უფლება მიუნიჭებია მაწყვერელისათვის საათაბაგოს ეპისკოპოსთა უმცხეთოდ კურთხევისა; მზეჭაბუკის საბრძანბელი მის წესსა და განკარგულებას უნდა დამორჩილებოდა, მთლიანად მისი სამწყსო უნდა გამხდარიყო. ამავე ხანებში მზეჭაბუკს აწყურის საყდრისათვის შეუწირავს [[ზარზმის მონასტერი]] მთელი თავისი ყმა-მამულით, აგრეთვე აჭარისა და გურიის მამულები, რომლებიც მაშინ ათაბაგს ჰქონდა დაპყრობილი.