ტრიპოლის საგრაფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 41:
== ომები სელჩუკთა იმპერიის წინააღმდეგ ==
როგორც, იერუსალიმის სამეფოს ვასალი, ტრიპოლის გრაფები ჩართული იყვნენ [[სელჩუკთა სახელმწიფო|თურქ-სელჩუკების]] წინააღმდეგ ბრძოლაში. 1111 წელს, სელჩუკები [[ანტიოქია|ანტიოქიასა]] და ედესისკენ გამოემართნენ. ბერტნარდი და ბალდუინი ჯარით ჩრდილოეთისაკენ დაიძრნენ, შაიზარის ბრძოლაში ედესისა და ტანკრიდს ჯარებს შეუერთდნენ და ერთობლივი ძალებით სელჩუკების დამარცხება შეძლეს. 1119 წელს, სელჩუკები თავს დაესხნენ ანტიოქიას და „სისხლიანი ველის ბრძოლაში“ წარმატებას მიაღწიეს. თუმცა ბალდუინმა შეძლო ჰაბის ბრძოლის გამარჯვება და ქრისტიანული ფლანგი წარმატებით დაიცვა. 1125 წელს, გრაფი პონსი თურქების წინააღმდეგ  დაიძრა, რომლებმაც ედესის ქალაქი აზაზი ალყაში მოაქციეს. პონსმა და ბალდუინ II-მ, თურქები დაბლობებში შემოიტყუეს, საიდანაც ჩასაფრებულმა ჯვაროსნების ერთობლივმა ძალებმა, [[აზაზის ბრძოლა (1125)|აზაზის ბრძოლაში]] თურ-სელჩუკების დამარცხება შეძლეს.
 
 
 
გრაფ უილიამ იორდანელს, რაიმუნდ IV-ის ნათესავს და მეგობარს, მემკვიდრეობის მისაღებად თავადი [[ტანკრიდი (გალილეი)|ტანკრიდი]] უჭერდა მხარს, მაგრამ მემკვიდრეობის მიღების სურვილი რაიმუნდის ლეგიტიმურ შვილს [[ბერტრან ტულუზელი|ბერტრან ტულუზელსაც]] ჰქონდა. ბერტრანს, რომელსაც მხარს ბალდუინ I უჭერდა,  ახლო აღმოსავლეთში სოლიდური ლაშქრით და გენუის ფლოტით ჩამოვიდა. იმისათვის, რომ მემკვიდრეობის პრობლემა მოგვარებულიყო, ბალდუინმა ტრიპოლის გაყოფის შეთანხმება შეადგინა. მან უილიამს ტანკრიდის საპატივცემულოდ, ჩრდილოეთ ტრიპოლი, ხოლო ბერტნარს, როგორც მის ვასალს სამხრეთ ტრიპოლი უბოძა. ერთობლივი ქრისტიანული თავსადხმების შედეგად, ტრიპოლი 1109 წლის, 12 ივლის [[იერუსალიმის სამეფო|იერუსალიმის სამეფოს]] შემადგენლობაში შევიდა. უილიამის გარდაიცვალების შემდეგ, ბერტნარი ტრიპოლის პირველი გრაფი გახდა.