ალაზნის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: პირველ რიგში → უპირველეს ყოვლისა using AWB
No edit summary
ხაზი 20:
[[კახეთი]] და მასთან მოსაზღვრე შირვანი კავკასიონის სამხრეთი ფერდობის მთისწინა ზოლის ერთადერთი ისეთი ნაწილია, რომელიც აგებულია არა მესამეული, არამდე [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოური]] ფორმაციებით, და სადაც ბორცვნალი ზოლი ძლიერ შევიწროებული და ალაგ-ალაგ მთლიანად მოგლეჯილია. ამიტომ ბორცვნალი ზონა, რომელიც ალაზნის ვაკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კიდეს გაუყვება, განირჩევა [[ოროგრაფია|ოროგრაფიული]] წყობის სიმარტივით.
 
კავკასიონის ამ მთისწინა ზოლში აბსოლუტური სიმაღლეები 500-800 მ აღწევს. ზოლი გაკვეთილია კავკასიონიდან და მისი ტოტებიდან ჩამომავალი [[მდინარე]]ების, მათ შორის [[სტორი]]ს, [[ლოპოტა|ლოპოტის]], [[დიდხევი (მდინარე)|დიდხევის]], [[ჩელთი]]ს, [[დურუჯი (მდინარე)|დურუჯის]], [[ავანისხევი]]ს, [[ლაგოდეხისწყალი|ლაგოდეხისწყლის]] ხეობებით. ამ ხეობათა გვერდები მთისწინეთის ფარგლებში ჩვეულებრივ მკაფიოდ არის [[ტერასები (გეოლოგია)|ტერასირებული]]. ალაგ-ალაგ გვხვდება [[ოროგრაფია|ოროგრაფიული]] ელემენტები, რომლებიც ართულებენ მთისწინეთის საერთო მარტივ [[სტრუქტურა]]ს.<ref name="Mar" />
 
ალაზნის ვაკე ბრტყელი [[ვაკე (გეოგრაფია)|ვაკის]] შთაბეჭდილებას სტოვებს, მაგრამ სინამდვილეში იგი გართულებულია [[მდინარე]] [[ალაზანი|ალაზნის]] მარცხენა და მარჯვენა შენაკადების მძლავრი [[გამოზიდვის კონუსი|გამოზიდვის კონუსებით]]. აღსანიშნავია [[მდინარე]] [[დურუჯი (მდინარე)|დურუჯის]] [[გამოზიდვის კონუსი]], რომლის სიგრძეა 10 [[კმ]], ხოლო სიგანე 6,5 [[კმ]]. შეფარდებითი სიმაღლე 180 მ. მნიშვნელოვანია აგრეთვე [[მდინარე]] [[თურდო]]ს [[გამოზიდვის კონუსი]] (ზომები 7,5X3,2 კმ).<ref name="Mar" />
 
ვაკის აკუმულაციური [[რელიეფი]] გართულებულია მორფოლოგიური დეტალებით — მცირე სიღრმის მქონე და იშვიათი [[ეროზია (გეოლოგია)|ეროზიული ფორმებით]], რომლებიც ჩაჭრილია გამონაზიდებში და არ ქმნიან ერთობლივ ქსელს. [[სიღნაღი]]ს [[მერიდიანი]]ს [[აღმოსავლეთი]]თ [[მდინარე]] [[ალაზანი]] იკლაკნება და [[მეანდრი|მეანდრეებს]] ქმნის. იმავე [[მერიდიანი]]ს [[დასავლეთი]]თ მას გაცილებით უფრო სწორი მიმართულება აქვს.<ref name="Mar" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალაზნის_ვაკე“-დან