ჰაბსბურგთა მონარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ჰაბსბურგთა მონარქია''' ({{lang-de|Habsburgermonarchie}}) ან '''იმპერია''', ზოგჯერ ასევე ცნობილი როგორც '''დუნაის მონარქია''' (Donaumonarchie) — არაოფიციალური სახელწოდება, სამეფოებისა და პროვინციების, რომლებიც 1780 წლამდე, ავსტრიის [[ჰაბსბურგები|ჰაბსბურგთა დინასტიის]] უმცროსი შტოს მიერ იმართებოდა, რომელიც მოგვიანებით 1918 წელს, სამართალმემკვიდრე <nowiki/>[[ლოთერანგიის დინასტია|ჰაბსბურგ-ლოთარანგიის]] შტომ ჩაანაცვლა. მონარქია [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიის]] შემადგნელობაში მყოფი და მის გარეთ არსებული ტერიტორიებისაგან შედგებოდა. დინასტიის დედაქალაქი [[ვენა|ვენაში]], ხოლო 1583-1611 წლებში, დროებით [[პრაღა|პრაღაში]] მდებარეობდა. 1804-1867 წლებში ჰაბსბურგთა მონარქია ოფიციალურად მოიხსენიებოდა [[ავსტრიის იმპერია|ავსტრიის იმპერიის]] სახელით, 1867-1918 წლებში კი ცნობილი იყო, როგორც [[ავსტრია-უნგრეთის იმპერია]].<ref>Vienna website; http://www.wien-vienna.com/austrohungary.php</ref><ref name="Britannica AH">Encyclopedia Britannica online article Austria-Hungary; http://www.britannica.com/EBchecked/topic/44386/Austria-Hungary</ref>
 
1806 წლის, საღვთო რომის იმპერიის გაუქმებამდე, ჰაბსბურგთა დინასტიის, ავსტრიის შტოს წარმომადგენლბეს, ხშირად [[საღვთო რომის იმპერატორთა სია|საღვთო რომის იმპერატორად]] ირჩევდნენ; 1415 წლიდან 1806 წლამდე, მხოლოდ [[კარლ VII ალბრეხტი|კარლ VII]] იყო ავსტრიის ერთადერთი არაჰაბსბურგი მმართველი.<ref>Metropolitan Museum of Art; http://www.metmuseum.org/toah/hd/habs/hd_habs.htm</ref><ref>University of Wisconsin; http://faculty.history.wisc.edu/sommerville/351/holy%20roman%20empire.htm</ref> ჰაბსბურგთა მონარქია, საღვთო რომის იმპერიის გარდა, სხვა ქვეყნებსაც მოიცავდა, იმპერიის დიდი ნაწილი კი უცხო დინასტიების მიერ იმართებოდა. ჰაბსბურგთა მონარქია ხშირად არ მოიცავდა ყველა იმ ტერიტორიას, რომლებსაც ჰაბსბურგები აკონტროლებდნენ. ჰაბსბურგთა უფროსი შტო 1700 წლამდე, [[ჰაბსბურგთა ესპანეთი|ესპანეთის მართველები]] იყვნენ, მაგრამ როგორც წესი, ის არ შედის  "ჰაბსბურგთა„ჰაბსბურგთა მონარქიის"მონარქიის“ განმარტებაში. 1556 წლის [[კარლ V]]-ის გადადგომის შემდგომ, დინასტია ავსტრიისა და ესპანეთის ჰაბსბურგთა შტოებს შორის გაიყო.
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:ევროპის ისტორიული სახელმწიფოები]]
[[კატეგორია:ევროპის ყოფილი იმპერიები]]