ორბელიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 3 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q1985835
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ორბელიანი}}
[[ფაილი:Орбелиани1.jpg|250px|thumb|ორბელიანების გერბი]]
'''ორბელიანები''' (იგივე ''ორბელიშვილები'', ''ყაფლანიშვილები'', XIX საუკუნის პირველ ნახევარში ''ჯამბაკურ-ორბელიანებადაც'' იხსენიებოდნენ), ფეოდალური საგვარეულო XVII-XIX საუკუნეების [[საქართველო]]ში. [[ქაჩიბაიძეები|ქაჩიბაიძე]]-[[ბარათაშვილები]]ს ერთ-ერთი შტო. გვარის ფუძემდებელი იყო ორბელ ბარათაშვილი, რომელიც 1536 წელს გაეყარა თავის სახლიკაცს იოთამ ბარათაშვილს. ორბელს ერგო 59 სოფელი, 617 კომლი გლეხითურთ ლოქის მთის ნახევარი, [[ფიტარეთი]]ს და [[დმანისი]]ს ეკლესიების ნახევარი (ეს ეკლესიები შემდეგ მთლიანად ორბელიანების საკუთრება გახდა). 1610-იან წლებში ორბელიანების შთამომავლებს შორის ამტყდარი საადგილმამულო შუღლის ნიადაგზე ბარათა ორბელიანმა გაწყვიტა თავისი სახლიკაცები და მათ მამულებს დაეპატრონა. გადარჩა მხოლოდ ყაფლან ორბელიანი, რომელმაც თავი [[ირანი|ირანს]] შეაფარა და 1625 წ. [[მარაბდის ბრძოლა]]ში ქართველთა წინააღმდეგ იბრძოდა. ამ ბრძოლაში დაიღუპა ბარათა და მის მამულებს ყაფლანი დაეუფლა. ყაფლანს აუშენებია „მკვიდრი მამული... სოფელი სამოცდაერთი“, განუახლებია ფიტარეთის მონასტერი, აუგია [[ხულუტის ციხე]] და სხვ. მან 80-მდე სოფელი დაუტოვა თავის შთამომავლობას. ორბელიანთა სამფლობელო (საორბელო ან საყაფლანიშვილო) მე-18 საუკუნეში მოიცავდა [[ქცია|ქციისა]] და დმანისის ხეობათა დიდ ნაწილს, აგრეთვე [[ტაშირი|ტაშირს]]. ორბელიანებს ჰყავდათ 100-მდე [[ვასალი]] [[აზნაური]] და 2000-მდე ყმა გლეხი, რომლებიც ცხოვრობდნენ 160-მდე სოფელში; სასახლეები და კარის ეკლესია ჰქონდათ სოფელ [[ტანძია]]ს, ციხე-კოშკები - დმანისს, [[ქვეში|ქვეშსა]] და ხულუტს, მონასტრები - ფიტარეთსა და დმანისს. მე-18 საუკუნის ბოლოს [[ქვემო ქართლი]]ს აოხრებასთან დაკავშირებით ორბელიანები გადმოსახლდნენ [[თბილისი|თბილისში]].
Line 17 ⟶ 18:
[[კატეგორია:საქართველოს ფეოდალური საგვარეულოები]]
[[კატეგორია:ქართული გვარები]]
[[კატეგორია:ორბელიანები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორბელიანები“-დან