კულინანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:CullinanI.jpg|thumb||250px|კულინან I]]
[[ფაილი:CullinanII.jpg|thumb||250px|კულინან II]]
'''კულინანი''' ''([[ინგლისური ენა|ინგლ.]] Cullinan Diamond)'' [[1905]] წლის [[25 ივნისი|25 ივნისს]] იპოვა "პრემიერ„პრემიერ დაიმონდ მაინინგ კომპანის"კომპანის“ მთავარმა ინტენდანტმა [[უელსი, ფრედერიკ|ფრედერიკ უელსმა]] კულინანში, გოტენგი, [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა]]. ეს არის აქამდე ნაპოვნ [[ალმასი|ალმასთა]] შორის უდიდესი დაუმუშავებელი ქვა სუფთა ალმასის წონით 621.35 გრ. (3.106,75 კარატი). თუმცა [[კარბონადოს ალმასი]], ნაპოვნი [[ბრაზილია|ბრაზილიაში]], უფრო მეტს იწონიდა - 720 გრ. (3.600 კარატი), მისგან სუფთა ალმასის გამოთლა ვერ მოხერხდა. ძვირფას ქვას სახელი [[კულინანი, თომას|სერ თომას კულინანი]], ალმასების მაღაროს მფლობელის, პატივსაცემად დაერქვა.
 
შემდგომში ეს ქვა შეისყიდა [[ტრანსვაალი|ტრანსვაალის]] მთავრობამ და საჩუქრად მიართვა მეფე [[ედუარდ VII]]-ს. მოგვიანებით ქვა სამ დიდ ნაწილად გაიყო ძმები აშერების მიერ ამსტერდამში, ხოლო საბოლოოდ კი თერთმეტ დიდი ზომის ალმასის ქვებად და რამდენიმე მცირე ფრაგმენტად. ამ ქვის უდიდეს დამუშავებულ [[ბრილიანტი|ბრილიანტს]] შეარქვეს '''კულინან I''' ანუ '''აფრიკის დიდი ვარსკვლავი''' ''([[ინგლისური ენა|ინგლ.]] Great Star of Africa)'' და 530.2 კარატი (106.04 გრ.) ზომით უდიდესი დამუშავებული ალმასი იყო მსოფლიოში [[1985]] წლამდე, როდესაც იგივე მაღაროელი კომპანიის მიერ ალმასი '''ოქროს იუბილე''' ''([[ინგლისური ენა|ინგლ.]] Golden Jubilee)'' (545.67 კარატი) იქნა აღმოჩენილი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კულინანი“-დან