დანდალოს ხიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''დანდალოს ხიდი''' — [[შუა საუკუნეები]]ს თაღოვანი ხიდი [[მდინარე]] [[აჭარისწყალი|აჭარისწყალზე]]. მდებარეობს სოფელ [[დანდალო]]ს მახლობლად, [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროდან [[ახალციხე]]ში მიმავალ ძველ დიდ მაგისტრალზე. [[რუსეთი]]ს ხელისუფლებამ აქ [[ბათუმი]]–ახალციხის მაგისტრალი გაიყვანა და ძველი ხიდის გვერდით ააშენა დიდი რკინის ხიდი (ამჟამად გაუქმებულია და მის ქვემოთ 300 მეტრში აგებულია ახალი ხიდი). დანდალოს ძველი ხიდი ქართული სახიდე-სამშენებლო ხელოვნების უნიკალური ძეგლია.
 
==ხიდის აღწერა==
მდინარეზედანდალოს გადასული მსუბუქი და თხელი მალის სიგრძეა დაახლოებით 20 [[მეტრი]], სიგანე – 3,3 მეტრი, ხიდის სიმაღლე თაღის ზედამდე – 14 მ.ხიდი ნაგებია ადგილობრივი კირქვითა და კირის დუღაბით. ორივე ბურჯი დადგმულია კლდეზე, რაც მას ძირის გამორეცხვისაგან იცავს. ხიდი მოქმედია.
 
ხიდის სიგრძეა 34,5 მ, სიგანე თავბანდთან 2,80 მ (ლავგარდნის გადმოწევიანად). მისასვლელებთან ხიდის სიგანე მარცხენა შესასვლელისა 4,70 მ, სიგრძე — 10 მ, მარჯვენასი 3,50 მ, სიგანე (ძველი ნაგებობის მიხედვით) — 2,40 მ, მალი 21 მ, ისარი — 4 მ. ბურჯის სიმაღლეა 4,6 მ, სიგანე — 4,55 მ. იმავე ბურჯზე ტატანილია ფოსოები ორ რიგად. თითო რიგში სამი ფოსოა. ფოსოს ზომებია 50Х60; 55Х52. ფოსოების ნაპირიდან დაშორება 35 მ, ფოსოებს შორის მანძილი — 38 სმ, ლავგარდნის სისქე — 10-14 სმ.
 
ხიდი გეგმაში ლათინურ ასო S-ს გავს. სამშენებლო ტექნიკის თვალსაზრისით ასეთი ფორმის ხიდის აშენება გაცილებით რთულია, რადგანაც დატვირთვები ნაწილდება არათანაბრად.
 
ფოსოების ორი რიგი გვიჩვენებს, რომ აშენების დროს ხარაჩოები ორ რიგად ყოფილა დალაგებული. მარჯვენა ბურჯი პირდაპირ კლდეზეა დაშენებული, ხოლო მარცხენა წყალში შეჭრილი მალის შემცირების მიზნით.
 
ხიდს [[2006]] წლის, [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს ბრძანებულების თანახმად მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დანდალოს_ხიდი“-დან