შავშეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''შავშეთი''' — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ამჟამად თანამედროვე [[თურქეთი|თურქეთის]] ტერიტორიაზე, წარმოადგენდა ისტორიული [[მესხეთი|მესხეთის]] ნაწილს.
 
შავშეთი აჭარის სამხრეთით და სამცხის გასწვრივ მდებარეობდა. ამიტომ აჭარის სამხრეთი საზღვარი, შავშეთის ქედი, მისთვის ჩრდილოეთის საზღვარი იყო, ხოლო აღმოსავლეთით იგივე მთა არსიანი საზღვრავდა; სამხრეთის საზღვარს იმერხევისა და შავშეთის წყლის შესართავთან ამოზიდული მთები წარმოდაგენენ. [[გრიგოლ ხანძთელი]]ც ამბობს, რომ კლარჯეთს, უეჭველია ჩრდილოეთით, შავშეთის საზღვარზე «ერთ კერძო შავშეთისა დიდთა წყალთა შეკრებისა გარემოსლვაჲ გარემოადგს ზღუდის სახედ»-ო<ref>(ც˜ჲგრიგოლ გგ˜ლხანცთელის ხნძ˜თლსჲცხოვრება, კდ)</ref>.
 
სოფ. ნორგიალი, რომელიც შავშეთის წყლის სამხრეთით მდებარეობს შავშეთად იყო ცნობილი; აი რას ამბობს [[გიორგი მერჩულე]]: «იყო ნეტარი მიქელ ქუეყანისა შავშეთისაჲ სოფლისა ნორგიალისაჲ»-ო<ref>გრიგოლ (ც˜ახანცთელის გგ˜ლ ხნძ˜თლსცხოვრება, ლჱ)</ref>, ოპიზა-კი, რომელიც შავშეთის წყლის ჩრდილოეთ-დასავლეთით იყო, კლარჯეთს ეკუთვნოდა; ბასილი ზარზმელი მაგ. ამბობს: «მოიწივნეს... უდაბნოსა კლარჯეთისასა ოპიზას»-ო<ref>სერაპიონ (ც˜ჲ სპ˜პნზარამელის ზრზ˜მლსჲ)ცხოვრება</ref>.
დასავლეთით საზღვრავდა აჭარა.
 
მერვე-მეცხრე საუკუნეში შავშეთი სრულებით აოხრებულ-მივიწყებული კუთხე იყო: ”ჴევი შავშეთისა უშენებელ იყო მაშინ გარეშე მცირედთა სოფელთასა, რამეთუ ჟამთა სპარსთა უფლებისასა აოხრდა... და კუალად... სლვამან სატლობისამან მოაოჴრა შავშეთი... და მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ”-ო<ref>სუმბატის ც˜აცხოვრება და უწ˜ყბაუწყება, 52</ref>. მეცხრე საუკუნითგან მოყოლებული აქ ჩნდება აღმოსავლეთითგან გადმოსულ ქართველთა ახალშენები, თან-და-თან ქვეყანა აშენდა და აყვავდა.
 
სახელწოდება მოდის ამავე დასახელების დაბიდან, რომელიც მისი ადრინდელი ცენტრი იყო. [[IX საუკუნე]]ში, შავშეთში, ისევე, როგორც მთლიანად სამხრეთ [[საქართველო|საქართველოში]], დიდი აღმშენებლობა მიმდინარეობდა — განსაკუთრებით ეკლესია-მონასტრებისა. [[1547]] წელს შავშეთი [[ოსმალეთი|ოსმალებმა]] დაიპყრეს, [[1877]]-[[1778|78]] წლებში [[რუსეთის იმპერია|რუსეთმა]] გაათავისუფლა, შემდგომ კვლავ ოსმალეთმა მიიტაცა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შავშეთი“-დან