სკრიბონია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[File:Scribonia.jpg|thumb|200px|სკრიბონია „Promptuarii Iconum Insigniorum“-დან]]
'''სკრიბონია''' (დ. [[ძვ. წ. 68]] — გ. [[16]]) — [[რომის იმპერატორი]]ს, [[ავგუსტუსი]]ს მეორე ცოლი და ამ უკანასკნელის ერთადერთი ბიოლოგიური შვილის, [[იულია უფროსი]]ს დედა. [[ტიბერიუსის სიდედრიტიბერიუსი]]ს სიდედრი, [[კალიგულასკალიგულა]] დიდი ბებია (დედის მხრიდან) და [[ნერონი]]ს ბებიის ბებია (დედის მხრიდან).
 
== ბიოგრაფია ==
სკრიბონია იყო ლუციუს სკრიბონიუს ლიბოს ქალიშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, [[ძვ. წ. 80]] წელს [[პრეტორი]]ს თანამდებობას იკავებდა. მამამისის სეხნია იყო სკრიბონიას ძმაც, რომელიც [[ძვ. წ. 34]] წელს [[კონსული იყო]].<ref>Scheid, J. ''Scribonia Caesaris et les Julio-Claudiens: Problèmes de vocabulaire de parenté''. Mémoires de l'École francaise de Rome et Athènes. 87: 349-71.</ref> დედამისს კი სენტია ერქვა.<ref>CIL 6.31276: ''Sentia Lib[onis] mater Scr[iboniae] Caes[aris]''.</ref> [[სვეტონიუსი]]ს მიხედვით, სკრიბონია ავგუსტუსამდე ორჯერ იყო დაქორწინებული ყოფილ კონსულებზე. მისი პირველი ქმრის ვინაობა უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ის გნეუს კორნელიუს ლენტულუს მარცელინუსი იყო, რამდენადაც არსებობს წარწერა, რომელიც ეხება სკრიბონიასა და მისი ვაჟის, კორნელიუს მარცელინუსის აზატებს,<ref>CIL 6.26033: ''Libertorum et familiae Scribonae Caes. et Corneli Marcell. f. eius''</ref><ref>Scheid, J, ''Scribonia Caesaris et les Cornelii Lentuli'', Bulletin de Correspondence Helléenigue 100: 185-201.</ref> რაც ადასტურებს, რომ მას წინა ქორწინებიდან ჰყავდა ვაჟი, რომელიც მასთან ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც სკრიბონია მესამე ქმარს გაეყარა. იგი, შესაძლოა, ახალგაზრდა გარდაიცვალა და ამიტომაც, ისტორიკოსებს ყურადღება არ მიუქცევიათ. სკრიბონიას მეორე ქმარი იყო პუბლიუს კორნელიუს სციპიონი, პომპეუსის მხარდამჭერი.<ref>Billows, R. American Journal of Ancient History.</ref> მათ ჰყავდათ ქალიშვილი, კორნელია სციპიონი, რომელიც ცენზორ ლუციუს ემილიუს პაულუსს გაჰყვა ცოლად. სკრიბონია, აგრეთვე, შესაძლოა, ყოფილიყო [[ძვ. წ. 16]] წლის კონსულის, პუბლიუს კორნელიუს სციპიონის დედაც.
 
[[ძვ. წ. 40]] წელს სკრიბონია აიძულეს გაყროდა ქმარს და დაქორწინებულიყო [[ოქტავიანე ავგუსტუსი|ოქტავიანეზე]], რომელიც მასზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო. ოქტავიანე, თავის მხრივ, გაშორდა [[კლოდია პულქრა]]ს და დაქორწინდა სკრიბონიაზე, რათა პოლიტიკური კავშირი დაემყარებინა ამ უკანასკნელის ძმისწულის (რომელსაც, ასევე, სკრიბონია ერქვა) ქმართან, სექსტუს პომპეუსთან. წყვილს [[ძვ. წ. 39]] წელს შეეძინა ქალიშვილი, [[იულია უფროსი]], რომელიც ზუსტად იმ დღეს დაიბადა, როდესაც მამამისი დედამისს გაშორდა.<ref>[[დიონ კასიუსი]] 48.34.3</ref> ეს ქორწინება ბედნიერი ნამდვილად არ ყოფილა. ოქტავიანეს ისეთი განცდა ჰქონდა, რომ სკრიბონია ზედმეტად შარიანი და უხასიათო იყო. ეს უკანასკნელი მეტად აღარ დაქორწინებულა. დიონ კასიუსი და ველეიუს პატერკულუსი გადმოგვცემენ, რომ როდესაც მისი უმცროსი შვილი, იულია, გადაასახლეს მრუშობისა და ღალატისთვის, სკრიბონიამ ითხოვა მისთვისაც მიეცათ უფლება ქალიშვილს გადასახლებაში გაჰყოლოდა.<ref>Fantham, Elaine. (2006) ''Julia Augusti''. "Routledge". ISBN 0-415-33146-3.</ref>
 
როდესაც იმპერატორი [[ტიბერიუსი]] გახდა, მან სკრიბონია და იულია ერთმანეთს დააშორა, ეს უკანასკნელი კი შიმშილით მოკლა. სკრიბონიას გარდაცვალების თარიღი უცნობია. ირითადად, მიჩნეულია, რომ იგი ავგუსტუსისა და იულიას გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ მოკვდა. სენეკას მიხედვით, იგი 16 წლის ბოლოსთვის ისევ ცოცხალი იყო და საღ გონებაზე იმყოფებოდა, როდესაც ცდილობდა დაერწმუნებინა ძმისშვილი, მარკუს სკრიბონიუს ლიბო, თავი არ მოეკლა და ღირსეულად მიეღო სასჯელი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სკრიბონია“-დან