კლოდია პულქრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''კლოდია პულქრა''' ({{lang-la|Clodia Pulchra}}; დ. დაახლ. [[ძვ. წ. 54]]) — [[ძველი რომი|რომაელი]] წარჩინებული ქალბატონი, მომავალი [[რომის იმპერატორი|იმპერატორის]], [[ოქტავიანე ავგუსტუსი|ავგუსტუსის]] პირველი ცოლი. სახალხო ტრიბუნის, პუბლიუს კლოდიუს პულქერისა და ფულვიას ქალიშვილი.<ref>[[გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი|სვეტონიუსი]], ''[[თორმეტი კეისრის ცხოვრება]]'', ''ღვთაებრივი ავგუსტუსი'', 62</ref> ეს უკანასკნელი, მოგვიანებით, ცოლად გაჰყვა [[მარკუს ანტონიუსი|მარკუს ანტონიუსს]] და კლოდიაც მისი გერი გახდა. კლოდიას ჰყავდა ორი ნახევარძმა: მარკუს ანტონიუს ანტილუსი და იულუს ანტონიუსი.
 
მარკუს ანტონიუსი ფულვიას მესამე ქმარი იყო. იგი, კლოდიუს პულქერის მსგავსად, მოხარული იყო მიეღო ფულვიას ფული, რაც მას კარიერულ წინსვლაში დაეხმარებოდა. [[ძვ. წ. 44]] წლის 15 მარტს [[იულიუს კეისარი|კეისრის]] მკვლელობის შემდეგ, ანტონიუსმა [[ოქტავიანე ავგუსტუსი|ოქტავიანესა]] და [[მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირი)|ლეპიდუსთან]] ერთად [[მეორე ტრიუმვირატი]] ჩამოაყალიბა და პროსკრიფციები გამოსცა. პოლიტიკური ალიანსის განსამტკიცებლად, ფულვიამ ახალგაზრდა ოქტავიანეს ცოლად შესთავაზა კლოდია, ლეპიდუსმა კი თავისი ცოლის დისშვილი სერვილია. საბოლოოდ, ოქტავიანემ კლოდია აირჩია.
 
მათი ქორწინების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი და კლოდიას შესახებაც მხოლოდ მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი. როდესაც ოქტავიანემ კლოდიასთან განქორწინება ითხოვა, ფულვიამ მოქმედებაზე გადასვლა გადაწყვიტა. მან თავის მაზლთან, [[ლუციუს ანტონიუსი|ლუციუს ანტონიუსთან]] ერთად, მან იტალიაში რვა ლეგიონი შეკრიბა ანტონიუსის უფლებებისათვის ოქტავიანესთან საბრძოლველად, რაც, მოგვიანებით, პერუზიის ომის სახელით გახდა ცნობილი. ფულვიასა და ანტონიუსის არმიამ მცირე დროით რომის დაკავებაც კი მოახერხა, მაგრამ, საბოლოოდ, პერუზიისაკენ (თანამედროვე პერუჯა) დაიხია. ოქტავიანემ ისინი ძვ. წ. 41-40 წლების ზამთარში ალყაში მოაქცია და შიმშილობის შედეგად, აიძულა დანებებოდნენ. ფულვია სიკიონში გადაასახლეს, სადაც იგი უეცარი დაავადებით გარდაიცვალა. ოქტავიანე გაეყარა კლოდიას, რათა დაქორწინებულიყო სკრიბონიაზე, რომელმაც მას ერთადერთი შვილი, იულია გაუჩინა.<ref>სვეტონიუსი, ''თორმეტი კეისრის ცხოვრება'', ''ღვთაებრივი ავგუსტუსი'' 63</ref> მისი ქორწინება კლოდიასთან ძალაში შესული არც არასდროს ყოფილა. ოქტავიანემ იგი დედამისთან დააბრუნა წერილითურთ, სადაც ფულვიას აუწყებდა, რომ მისი ქალიშვილი „ხელუხლებელი“ იყო.<ref>სვეტონიუსი, ''თორმეტი კეისრის ცხოვრება'', ''ღვთაებრივი ავგუსტუსი'' 62; [[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსი]], ''რომის ისტორია'' 48. 5. 3.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კლოდია_პულქრა“-დან