დევონური სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''დევონური სისტემა (პერიოდი)''' — [[პალეოზოური ჯგუფი]]ს რიგით მეოთხე სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის პალეოზოური ერის მეოთხე პერიოდი). მოსდევს [[სილურული სისტემა|სილურულ სისტემას]] და წინ უსწრებს [[კარბონული სისტემა|კარბონულ სისტემას]]. იზოტოპური მეთოდით განსაზღვრული დევონური სისტემის ქანების წარმოქმნის დროის მონაკვეთი თავსდება 410-იდან 350-მდე მლნ. წლებს შორის.
 
დევონური სისტემა იყოფა სამ [[სექცია (გეოლოგია)|სექციად (ეპოქად)]] და შვიდ [[სართული (გეოლოგია)|სართულად (საუკუნედ)]]. ქვედა სამი სართულის არსებობა და დევონური სისტემის ქვედა სექციების საზღვრები დღესაც საკამათოა. დევონური პერიოდის დასაწყისისთვის დედამიწის ზედაპირზე მნიშვნელოვანი პალეოგრაფიული ცვლილებები მოხდა. გეოსინკლების ადგილზე ჩამოყალიბდა მთათა სისტემები ([[კალედონური დანაოჭება]]), ამიტომ ადრინდელი დევონურს [[გეოკრიტიული პერიოდი|გეოკრიტიულ პერიოდად]] მიიჩნევენ. შუა და გვიანდელ დევონურში მიმდინარეობდა დაძირვა, დაიწყო ზღვის ტრანსგრესიები ([[თალასოკრატიული პერიოდები]]). დევონური პერიოდის განმავლობაში აღინიშნებოდა ძლიერი მაგმური (განსაკუთრებით ეფუზიური) აქტივობა. ზღვისა და ხმელეთის პალეოგეოგრაფიული შეცვლის შედეგად შეიცვალა ჰავა და ორგანული სამყარო: დაიწყო გრაფტოლითებისა და ცისტოიდების გადაშენება, მომრავლდა ბრაქიოპოდები, [[ჯავშნიანი თევზები]] და გიგანტური [[კიბოსნაირები]]; გაჩნდნენ და განვითარედნენ გონიატიტები და კლიმენიები. გახშირდა მცენარეული სამყარო, გაჩნდა პირველი [[გვიმრები]] და [[შიშველთესლიანებიშიშველთესლოვნები]]. დევონური პერიოდში გამოიყოფა ორი მკვეთრად გამოხატული პალეოზოოგეოგრაფიული ოლქი - ატლანტიკური და წყნაროკეანური.
 
== ლიტერატურა ==