რუსთაველის თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Irina Kiasashvili-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 41:
ფასადის ხასიათს განსაზღვრავს ფართო ვიტრინები, გიგანტური [[პილასტრი|პილასტრებითა]] და [[ფრონტონი|ფრონტონებით]] შემკული ორი განაპირა და შუა ფართო [[რიზალიტი]]; დიდი თაღოვანი სარკმლების რიგი, მაღალი [[მანსარდა]] მრგვალი სამერცხულებით და [[ტროტუარი]]ს მთელი სიგანის მომცველი [[პორტიკი]], რომლის ქვის მძიმე [[ბალუსტრადა|ბალუსტრადიანი]] გადახურვა ოთხკუთხა ბურჯებსა და შეწყვილებულ სვეტებს ეყრდნობა. ფასადისა და ინტერიერის გაფორმებაში [[როკოკო]]ს სტილის მრავალი ელემენტია გამოყენებული: ღიობთა დამაგვირგვინებელი ნაძერწი გირლანდები და ნიჟარები, პილასტრთა ნაძერწი [[კაპიტელი|კაპიტელები]], [[ანტაბლემენტი]] ნაძერწი ნიჟარებისგან შემდგარი [[ფრიზი]]თ და სხვ.
 
შენობის სარდაფში მოწყობილი რესტორანი "[[ქიმერიონი]]" პოეტთა, მწერალთა და მხატვართა თავშეყრის ადგილი იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა XX ს-ის დასაწყისის თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში. იგი 1919 წელს მოხატეს მხატვრებმა: [[გუდიაშვილი, ლადო|ლ. გუდიაშვილმა]], [[კაკაბაძე, დავით|დ. კაკაბაძემ]], [[ზდანევიჩი, კირილ|კ. ზდანევიჩმა]] და ს. სუდეიკინმა.
 
1949 წლის 9 ივნისს ხანძარმა თეატრის შენობა გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ [[რუსთაველის გამზირი (თბილისი)|რუსთაველის პროსპექტზე]] გამომავალი მთავარი ფასადი. ფოტოების მიხედვით შენობა ერთ წელიწადში აღადგინეს. დროთა განმავლობაში გადაუდებელი გახდა შენობის კომპლექსური რეკონსტრუქციაც (1982-87 წლები). სარესტავრაციო საქმეს სათავეში ჩაუდგა არქიტექტორი [[ოთარ ნახუცრიშვილი]]. თეატრის ფასადმა პირვანდელი სახე დაიბრუნა. მხატვარ-რესტავრატორ [[ამირან გოგლიძე|ამირან გოგლიძის]] ხელმძღვანელობით აღდგა „ქიმერიონის“ ფრესკები.