სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 21:
ზავმა განამტკიცა [[ჩერნოგორია|ჩერნოგორიის]], [[რუმინეთი]]სა და [[სერბეთი]]ს დამოუკიდებლობა, საგრძნობლად გააფართოა მათი საზღვრები; [[ბოსნია]]მ და [[ჰერცეგოვინა]]მ მიიღეს ავტონომია [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] ფარგლებში, [[ბულგარეთი|ბულგარეთმა]] – დამოუკიდებლობა და მთავრის არჩევის უფლება, თუმცა ოსმალთა ვასალად მაინც რჩებოდა. ოსმალთა ჯარი ტოვებდა ბულგარეთის ტერიტორიას და მის სანაცვლოდ 3 წლის ვადით რუსეთის ჯარი უნდა შესულიყო. ოსმალეთი კისრულობდა ვალდებულებას გაეტარებინა მთელი რიგი ადმინისტრაციული რეფორმები ოსმალეთის სომხეთში და დაეცვა [[სომხები]] [[ქურთები]]სა და [[ჩერქეზები]]ს შემოსევებისაგან. „ბრწყინვალე პორტა“ კისრულობდა 1400 მლნ მანეთის კონტრიბუციას. ვინაიდან ეს თანხა ოსმალეთის ფინანსურ საშუალებას აღემატებოდა, რუსეთი დაკმაყოფილდა ოსმალთა მხრიდან ზოგიერთი დათმობითა და 310 მლნ მანეთის კონტრიბუციით. აზიაში ეს ტერიტორიები იყო [[ბათუმი]], არტაანი, [[ყარსი (ქალაქი)|ყარსი]], [[ბაიაზიდი]] და სხვა.
 
რუსეთმა ზავის პირობებით განიმტკიცა პოზიციები [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთსა]] და [[კავკასია]]ში. რუსეთის ამ წარმატებებმა [[ინგლისი]]სა და [[ავსტრია-უნგრეთი]]ს უკმაყოფილება გამოიწვია. ინგლისელებმა დაითანხმეს რუსეთი დაედო [[ლონდონის საზავო ხელშეკრულება (1878)|ხელშეკრულება ლონდონში]] ([[1878]] წ.), რომელიც ითვალისწინებდა სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების პირობების გადასინჯვას, რაც საბოლოოდ [[ბერლინის კონგრესი|ბერლინის კონგრესზე]] (1878 წ.) მოხდა. [[აზია]]ში [[ალაშკერტის ველი]] და ბაიაზიდი ოსმალეთს დაუბრუნდა. სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება ბულგარელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ თარიღად ითვლება.
 
==მონაწილე მხარეები==