სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: clean up, replaced: ჩერნოგორიის ისტორია → მონტენეგროს ისტორია using AWB
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Bulgaria-SanStefano -(1878)-byTodorBozhinov.png|300px|მინიატიურა|ბულგარეთის საზღვრები სან-სტეფანოს ზავის მიხედვით.]]
'''სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება''' — საზავო ხელშეკრულება [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთსა]] და [[რუსეთის იმპერია|რუსეთს]] შორის, დაიდო [[1878]] წლის 3 მარტს [[სტამბოლი]]ს მახლობლად, [[სან-სტეფანო]]ში. ეს იყო პრელიმინალური (წინასწარი) ხელშეკრულება, რომლითაც დასრულდა [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთის]] [[1877]]-[[1878]] წლების ომი. რუსეთის მხრიდან ხელი მოწერეს [[ნიკოლაი იგნატიევი|ნიკოლაი იგნატიევმა]] და [[ალექსანდრ ნელიდოვი|ალექსანდრ ნელიდოვმა]], ოსმალეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა სავფეთ-ფაშამ და საადულა-ბეიმ (ოსმალთა ელჩი [[გერმანია]]ში).
 
==ისტორია==
1856 წლის 18 (30) მარტის პარიზის ტრაქტატის პირობებს რუსეთის იმპერია ვერ ეგუებოდა. 1877 წელს რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ რევანშისათვის ხელსაყრელი დრო დადგა და ომი გამოუცხადა ოსმალეთს. საომარი მოქმედებები დაიწყო ორ ფრონტზე — ბალკანეთსა და კავკასიაში. ორივე ფრონტზე რუსეთმა დიდ წარმატებებს მიაღწია. 1877 წლის ნოემბერში რუსებმა ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ აიღეს პლევნა, გადალახეს ბალკანეთის მთები და 1878 წლის 8 იანვარს ანდრიანოპოლი დაიკავეს. კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის არმიამ ასევე ვერ გაუძლო რუსეთის შეტევას. 1878 წლის 18 ნოემბერს რუსებმა ყარსი აიღეს. აჭარაში შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაწყებული შეტევა წარმატებით ვერ განვითარდა, რადგან რუსებმა ციხისძირი ვერ დაიკავეს. ომი ისე დასრულდა, რომ ბათუმში ისევ ოსმალთა გარნიზონი იდგა.
 
1878 წლის 19 თებერვალს (3 მარტს) სტამბოლთან ახლოს დაბა სან-სტეფანოში რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო პრელიმინარული საზავო ხელშეკრულება<ref>«Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917». Москва. 1952</ref>.
 
სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების მეცხრამეტე მუხლი ეხებოდა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიას. მეცხრამეტე მუხლის ძალით ოსმალეთს რუსეთისათვის ომის დროს დაკავებული ტერიტორიების უკან დაბრუნების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა ფული. ამ მიზნით განისაზღვრა თანხის ოდენობაც. სულ ომის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებისა და ტერიტორიების უკან დაბრუნების სანაცვლოდ ოსმალეთს რუსეთისათვის უნდა გადაეხადა 1.410 ათას ოთხას ათი) მლნ მანეთი. იმ ტერიტორიათა შორის, რომელიც რუსეთს დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ ოსმალეთისათვის უნდა დაებრუნებინა იყო: არტაანი, ყარსი, ბათუმი, ბაიაზეთი და ტერიტორია სოღანლუღამდე. საზავო ხელშეკრულების იგივე მეცხრამეტე მუხლში დაწვრილებით იყო აღწერილი ზემოთ ხსენებული ტერიტორიის საზღვრები. თუ ოსმალეთის რუსეთს დადგენილ თანხას არ გადაუხდიდა, საზღვარი რუსეთსა და ოსმალეთს შორის შემდეგნაირად განისაზღვრებოდა: არტაანი, ყარსი, ბათუმი და ბაიაზეთი რჩებოდა რუსეთის შემადგენლობაში. საზაზღვრო ხაზი იწყებოდა შავი ზღვის სანაპიროზე და გასდევდა მდინარეების ხოფასა და ჭოროხის წყალგამყოფს, შემდეგ მიუყვებოდა მთებს, ისე რომ საზაზღვრო ხაზი ართვინის სამხრეთით გადიოდა და ასე გრძელდებოდა მდინარე ჭოროხამდე (სოფლების ალატის და ბუშაგეტის მახლობლად). აქედან სასაზღვრო ხაზი მიუყვებოდა მდინარეების თორთომისა და ჭოროხის წყალგამყოფი მთების თხემს, გადიოდა სივრი-დაღის გადასასვლელზე, საიდანაც უხვევდა სამხრეთით და მიდიოდა ზივინამდე. ზივინის გზიდან სასაზღვრო ხაზი უხვევდა დასავლეთით, გადიოდა სოფელ არდოსტსა და ხორასანზე, საიდანაც დაეშვებოდა სამხრეთით სოღანლუღის მთებამდე, შემდეგ გასდევდა ალი-დაღის მთებს და სამხრეთიდან შემოუვლიდა ბაიაზეთს. მეცხრამეტე მუხლი ცალკე არ ადგენდა არტაანის, ყარსის, ბათუმის, ბაიაზეთის და ზოღანლუღამდე ტერიტორიის ფასს. ბალკანეთში და კავკასიაში ოსმალეთისათვის დასაბრუნებელი ტერიტორიების საერთო ფასი განისაზღვრა 1.100 (ათას ასი) მლნ მანეთით.
 
სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების დადების დროისათვის ციხისძირსა და ბათუმში ისევ ოსმალეთის გარნიზონები იდგა.
 
ზავმა განამტკიცა [[ჩერნოგორია|ჩერნოგორიის]], [[რუმინეთი]]სა და [[სერბეთი]]ს დამოუკიდებლობა, საგრძნობლად გააფართოა მათი საზღვრები; [[ბოსნია]]მ და [[ჰერცეგოვინა]]მ მიიღეს ავტონომია [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] ფარგლებში, [[ბულგარეთი|ბულგარეთმა]] – დამოუკიდებლობა და მთავრის არჩევის უფლება, თუმცა ოსმალთა ვასალად მაინც რჩებოდა. ოსმალთა ჯარი ტოვებდა ბულგარეთის ტერიტორიას და მის სანაცვლოდ 3 წლის ვადით რუსეთის ჯარი უნდა შესულიყო. ოსმალეთი კისრულობდა ვალდებულებას გაეტარებინა მთელი რიგი ადმინისტრაციული რეფორმები ოსმალეთის სომხეთში და დაეცვა [[სომხები]] [[ქურთები]]სა და [[ჩერქეზები]]ს შემოსევებისაგან. „ბრწყინვალე პორტა“ კისრულობდა 1400 მლნ მანეთის კონტრიბუციას. ვინაიდან ეს თანხა ოსმალეთის ფინანსურ საშუალებას აღემატებოდა, რუსეთი დაკმაყოფილდა ოსმალთა მხრიდან ზოგიერთი დათმობითა და 310 მლნ მანეთის კონტრიბუციით. აზიაში ეს ტერიტორიები იყო [[ბათუმი]], არტაანი, [[ყარსი (ქალაქი)|ყარსი]], [[ბაიაზიდი]] და სხვა.
Line 13 ⟶ 22:
{{ქსე|9|86}}
* ''სურგულაძე ა.'', რუსეთი XIX საუკუნის 60-80-იან წლებში, თბ., 1964
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{ოსმალეთის იმპერიის ხელშეკრულებები}}