იულია უფროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 92:
რადგანაც [[ავგუსტუსი]] იულიას კანონიერი მამა იყო, დედამისზე სამართლებრივად დაქორწინებული, შვილზე ოჯახის თავის ძალაუფლება (''Patria Potestas'') გააჩნდა. ''Patria Potestas'' არსებობდა მანამ, სანამ ავგუსტუსი, ოჯახის თავი, ან არ მოკვდებოდა ან შვილს არ გაათავისუფლებდა. ''Patria Potestas''-ზე ქორწინება არ მოქმედებდა, თუ ეს უკანასკნელი წერილობითი არ იყო, რაც იმ დროში იშვიათობას წარმოადგენდა.
 
იულიას, როგორც ავგუსტუსის ქალიშვილის, მისი ორი მემკვიდრის, გაიუსისა და ლუციუსის, დედის (სამართლებრივად, უკვე დის) და კიდევ ერთის, [[ტიბერიუსი]]ს, ცოლის მომავალი უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო, თუმცა [[ძვ. წ. 2]] წელს იგი მაინც დააპატიმრეს მრუშობისა და ღალატისათვის. ავგუსტუსმა მას ტიბერიუსის სახელით წერილი გაუგზავნა და მათი ქორწინება გაუქმებულად გამოაცხადა (ამ დროისათვის ტიბერიუსი კუნძულ [[როდოსი|როდოსზე]] იყო და პასუხის სწრაფად გაცემა არ შეეძლო). იგი, აგრეთვე, საჯაროდ ამტკიცებდა, რომ იულია საკუთარი მამის სიცოცხლის წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავდა.<ref>Plinyპლინიუსი ''NH'' 7.149 ''adulterium filiae et consilia parricidae''</ref> მიუხედავად იმისა, რომ ავგუსტუსს ამ დროისათვის უკვე მიღებული ჰქონდა კანონები ოჯახური ფასეულობების დასაცავად, როგორც ჩანს, მან იცოდა ქალიშვილის ინტრიგების შესახებ სხვა კაცებთან, თუმცა მის დადანაშაულებამდე გარკვეული პერიოდი მაინც ყოყმანობდა. იულიას რამდენიმე სავარაუდო საყვარელი გადაასახლეს. მათგან ყველაზე აღსანიშნავია სემპრონიუს გრაკქუსი, ხოლო იულიუს ანტონიუსს ([[მარკუს ანტონიუსი]]სა და ფულვიას ვაჟი) თავის მოკვლა აიძულეს. სხვები ვარაუდობდნენ, რომ იულიას სავარაუდო საყვარლები ქალაქის ხროვის წევრები იყვნენ, რომლებსაც ავგუტუსის მფარველობისა და მწყალობლობისაგან ტიბერიუსის ჩამოშორება და მისი ანტონიუსით შეცვლა სურდათ. ეს უნდა ხსნიდეს გრაკქუსის მიერ დაწერილ წერილს, რომელშიც იგი ავგუსტუსს სთხოვდა იულიასათვის ტიბერიუსთან განქორწინების ნება მიეცა.<ref>Levick, Barbara, ''Tiberius the Politician'', გვ. 26-29. ISBN 0-415-21753-9</ref>
 
=== გადასახლებაში ===
ხაზი 104:
=== სიკვდილის შემდეგ===
[[გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი|სვეტონიუსი]] ამტკიცებს, რომ [[კალიგულა]]მ, იულიას ქალიშვილის, [[აგრიპინა უფროსი]]სა და ტიბერიუსის ძმისწულის, [[გერმანიკუსი]]ს ვაჟმა, რომელსაც ეზიზღებოდა აზრი, რომ არაელიტარული წარმოშობის [[მარკუს ვიფსანიუს აგრიპა|აგრიპას]] შვილიშვილი იყო, გამოიგონა, რომ თითქოს თავისი დედა, აგრიპინა, იულიასა და ავგუსტუსის ინცესტური ურთიერთობის ნაყოფი იყო.<ref>სვეტონიუსი, ''კალიგულა'', 23</ref>
 
== პიროვნება ==
ანტიკური პერიოდის მწერლებს იულია, უმეტესად, მისი უხეში და უწესო ქცევების გამო ახსოვთ. მარკუს ველეიუს პატერკულუსი მას აღწერს, როგორც „ფუფუნებით ან ვნებით გახრწნილს“ და მის საყვარლებს შორის ასახელებს იულიუს ანტონიუსს, კვინტიუს კრისპინუსს, აპიუს კლავდიუსს, სემპრონიუს გრაკქუსსა და კორნელიუს სციპიონს. [[ლუციუს ანეუს სენეკა]] ახსენებს „საყოველთაოდ აღიარებული მრუშების თავმოყრას“;<ref>სენეკა, ''admissos gregatim adulteros'', ''De Beneficiis'' 6.32</ref> [[პლინიუს უფროსი]] მას „ზნეობრივი გაკვეთილის მაგალითს“ უწოდებს (''NH'' 21.9). [[დიონ კასიუსი]] მოგვითხრობს „ნადიმებისა და ღვინის სმის ღამეულ წვეულებებზე ფორუმსა და როსტრაზეც კი“ (''რომის ისტორია'' 55.10). სენეკა (''De Beneficiis'' 6.32) გვამცნობს, რომ როსტრა იყო ადგილი, სადაც „მამამისი მრუშობის საწინააღმდეგო კანონის ინიცირებით გამოვიდა“, იულიამ კი თავისი „გარყვნილებისათვის“ სწორედ ეს ადგილი შეარჩია. სენეკა საგანგებოდ ეხება პროსტიტუციის ფაქტებსაც და აღნიშნავს, რომ იგი ფორუმზე უცხო ადამიანებსაც კი სთავაზობდა თავის საყვარლობას. თანამედროვე ისტორიკოსები, გარკვეულწილად, ეჭვის თვალით უყურებენ ამ დახასიათებებს, როგორც იულიას ქცევების ზედმეტ გაზვიადებას.<ref>Fantham, Elaine. (2006) ''Julia Augusti''. p. 82/157. "Routledge". ISBN 0-415-33146-3.</ref>
 
[[მაკრობიუსი]]<ref>მაკრობიუსი, ''სატურნალია'' 2.5</ref> იულიას პიროვნების შესახებ ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის. ამის მიხედვით, იულია ცნობილი იყო სხარტი გონებითა და მახვილი ენით. იგი ძლიერ უყვარდა მამამისს, რომელიც აღტაცებული იყო მისი ჭკუით. ერთხელ, როდესაც მას ჰკითხეს ჰქონდა თუ არა ურთიერთობები ქმრისაგან შვილის ტარების დროს, იულიამ განაცხადა, რომ ახალ მგზავრს მხოლოდ მაშინ იყვანდა, როდესაც გემი უკვე სავსე იყო (რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი საყვარლებს მხოლოდ მაშინ იჩენდა, როდესაც იცოდა, რომ უკვე ფეხმძიმედ იყო ქმრისგან).<ref>მაკრობიუსი, ''სატურნალია'', II, 5, 9-10: ''"Numquam enim nisi navi plena tollo vectorem"''</ref> იულია თანაბრად აღსანიშნავი იყო თავისი სილამაზის, გონებისა და გარყვნილებისათვის, თუმცა მაკრობიუსი აღნიშნავს, რომ „ბედის მოწყალება მას მამამისზე ნაკლებად ბოროტად არ გამოუყენებია“.<ref>მაკრობიუსი, ''სატურნალია: იულიას ჭკუა'' 2.5.</ref> მისი რეპუტაციის მიუხედავად, ადამიანები, რომლებიც მას იცნობდნენ, იულიას აღწერენ, როგორც გულთბილ, კეთილ ადამიანს, რომელიც რომაელ ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა სულ ცოტა „მისი სიკეთის, გულჩვილობისა და შურისძიების გრძნობისაგან სრული თავისუფლების გამო“.<ref>[[მაკრობიუსი]], ''სატურნალია'' 2.5: ''Mitis humanitas minimeque saevus animus.''</ref>
 
== ქორწინებები და შვილები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულია_უფროსი“-დან