იულია უფროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 99:
 
ხუთი წლის შემდეგ იულიას ნება დართეს მატერიკზე დაბრუნებულიყო, თუმცა ავგუსტუსს მისთვის არასდროს უპატიებია და შვილს [[რეჯო-დი-კალაბრია|რეგიუმში]] დარჩენა უბრძანა. იმპერატორმა თავის ანდერძში მკაფიოდ განაცხადა, რომ იულია მის [[ავგუსტუსის მავზოლეუმი|მავზოლეუმში]] არ უნდა დაკრძალულიყო.
 
== გარდაცვალება ==
იულია კვების უკმარისობის გამო გარდაიცვალა 14 წელს, ავგუსტუსის სიკვდილის შემდეგ, თუმცა 15 წლამდე.<ref>Tacitus, ''Annals'' 1.53, "That same year Julia ended her days..."; cf. ''Ann''.1.55, which commences the narration of events of 15</ref> რადგანაც მამამისი მკვდარი იყო და მას ვაჟი არ დარჩენია, რომელიც ტახტს დაიკავებდა, იულია მთლიანად ახალი იმპერატორის, ტიბერიუსის გულმოწყალების ანაბარა იყო დარჩენილი, რომელსაც ხელს არაფერი უშლიდა მასზე შური ეძია. მისი სიკვდილის გარემოებები ბუნდოვანია. ერთი ვერსიით, ტიბერიუსმა, რომელსაც იულია მათი ქორწინების შებღალვისათვის ეზიზღებოდა, იგი შიმშილით მოკლა. სხვა ვერსიის თანახმად, როდესაც შეიტყო, რომ მისი უკანასკნელი ცოცხალი ვაჟი, აგრიპა პოსტუმუსი, მოკლეს, იულია სასოწარკვეთამ იმსხვერპლა. ამავდროულად, მისი სავარაუდო საყვარელი, სემპრონიუს გრაკქუსი, რომელმაც აფრიკის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ კერკინაზე თოთხმეტწლიანი გადასახლება გადაიტანა, ტიბერიუსის წაქეზებით მოკლეს,<ref name="Tacitus, Annals 1.53"/> თუმცა, შესაძლოა, მისი მკვლელობა აფრიკის პროკონსულის, ნონიუს ასპრენასის დამოუკიდებელი აზრი იყო. იულიას ქალიშვილი იულია უმცროსი ახ. წ. 8 წელს მრუშობის ბრალდებით იმავე კუნძულზე გადაასახლეს, რომელზეც დედამისი, თუმცა რეალური მიზეზი ამ შემთხვევაში ქმრის, ლუციუს ემილიუს პაულუსის მიერ ავგუსტუსის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა იყო. იულია უმცროსი 29 წელს, ოცწლიანი გადასახლების შემდეგ გარდაიცვალა. ავგუსტუსის ანდერძის თანახმად, მის მავზოლეუმში დაკრძალვის უფლება არც ამ უკანასკნელს ჰქონდა.
 
=== სიკვდილის შემდეგ===
სვეტონიუსი ამტკიცებს, რომ კალიგულამ, იულიას ქალიშვილის, აგრიპინა უფროსისა და ტიბერიუსის ძმისწულის, გერმანიკუსის ვაჟმა, რომელსაც ეზიზღებოდა აზრი, რომ არაელიტარული წარმოშობის აგრიპას შვილიშვილი იყო, გამოიგონა, რომ თითქოს თავისი დედა, აგრიპინა, იულიასა და ავგუსტუსის ინცესტური ურთიერთობის ნაყოფი იყო.<ref>[[Suetonius]], ''Vita Caligulae'' 23</ref>
 
== ქორწინებები და შვილები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულია_უფროსი“-დან