იულია უფროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 76:
 
==== აგრიპასთან ქორწინება ====
[[File:Julia Augusti filia.jpg|thumb|200px|Juliaიულია fromგიიომ [[Guillaume Rouillé]]'sრუის ''Promptuarii Iconum Insigniorum ''-დან.]]
[[ძვ. წ. 21]] წელს 18-ს ახლად მიღწეული იულია დაქორწინდა [[მარკუს ვიფსანიუს აგრიპა]]ზე, კაცზე, რომელიც მოკრძალებული ოჯახიდან იყო, თუმცა ისე აღზევდა, რომ [[ავგუსტუსი]]ს ყველაზე სანდო გენერალი და ახლო მეგობარი გახდა. როგორც ამბობდნენ, ავგუსტუსმა ეს ნაბიჯი, ნაწილობრივ, მეცენატის რჩევით გადადგა, რომელიც მას ეუბნებოდა, რომ „შენ აგრიპა იმდენად განადიდე, რომ ის ან შენი სიძე უნდა გახდეს, ან უნდა მოკვდეს“.<ref>Dio Cassius, 54.6</ref> რამდენადაც აგრიპა იულიაზე 25 წლით უფროსი იყო, ეს ტიპური მოწყობილი ქორწინება იყო, იულია კი მამამისის დინასტიურ გეგმებში მხოლოდ პაიკის როლს ასრულებდა. არსებობს ცნობა, რომ ამ პერიოდში იულია აგრიპას ვინმე სემპრონიუს გრაკქუსთან ღალატობდა, რომელთანაც მას ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა ([[ტაციტუს]]ი მას „მუდმივ საყვარელს“ უწოდებს).<ref>[[Tacitus]], ''Annals'' 1.53</ref> ეს სავარაუდო მრუშობების პირველი სერია იყო. [[სვეტონიუსი]]ს მიხედვით, იულიას ოჯახურმა მდგომარეობამ ვერ შეაკავა იგი დაორსულებულიყო ტიბერიუსისაგან, ავგუსტუსის გერისგან. ამ თემაზე ჭორები ფართოდ გავრცელდა.<ref>"''vulgo existimabatur"'', Suetonius, ''Vita Tiberii'' 7</ref>
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულია_უფროსი“-დან