იულია უფროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 83:
ძვ. წ. 17 წელს ავგუსტუსმა იშვილა ახალდაბადებული ლუციუსი და სამი წლის გაიუსი.<ref>Dio 54.18; Suet. ''Div. Aug''. 64</ref> იგი პირადად ზრუნავდა მათ განათლებაზე და მიუხედავად იმისა, რომ ძვ. წ. 12 წელს აგრიპა გარდაიცვალა, 4 წლამდე, იმპერატორმა მაინც არ იშვილა თავისი შვილიშვილი, ბიჭების უმცროსი ძმა — [[აგრიპა პოსტუმუსი]], სანამ იულია არ გადაასახლეს და სანამ გაიუსიც და ლუციუსიც არ დაიხოცნენ.
 
[[ნიკოლოზ დამასკელი]] და [[იოსებ ფლავიუსი]] გადმოგვცემენ, რომ აგრიპას ცოლობისას, იულია მასთან შესახვედრად მიემართებოდა, როდესაც იგი ტროაში წყალდიდობაში მოყვა და კინაღამ დაიხრჩო.<ref>Nicolaus of Damascus|Nicolaus, ([''Fragmenta der Griechischein Historiker''] 2 A: 421-2; [[Josephus]], ''Antiquities'' 16.2.2</ref> აგრიპა გაშმაგდა და ადგილობრივებს 100 000 დრაქმიანი ჯარიმა დააკისრა. ეს ჯარიმა მძიმე დარტყმა იყო, თუმცა აგრიპასთან გასასაჩივრებლად მიმართვა ვერავინ გაბედა. მხოლოდ მოგვიანებით, იუდეის მეფე [[ჰეროდე I დიდი|ჰეროდე]] მივიდა აგრიპასთან მოსაბოდიშებლად, რის შემდეგაც მან ჯარიმა გააუქმა. [[ძვ. წ. 16]] წლის გაზაფხულზე აგრიპამ და იულიამ აღმოსავლეთ პროვინციებში მოგზაურობა დაიწყეს, სადაც ისინი ჰეროდესაც ეწვივნენ. [[ძვ. წ. 14]] წლის ოქტომბერში წყვილი [[ათენი|ათენში]] ჩავიდა, სადაც მათ მეოთხე შვილი, აგრიპინა ეყოლათ.
 
ზამთრის შემდეგ, ოჯახი იტალიაში დაბრუნდა. იულია მალევე დაორსულდა, თუმცა მისი ქმარი ძვ. წ. 12 წლის მარტში მოულოდნელად გარდაიცვალა კამპანიაში, 51 წლის ასაკში. იგი ავგუსტუსის მავზოლეუმში დაკრძალეს. იულიამ ქმრის პატივსაცემად, მეხუთე შვილს, მარკუსს, პოსტუმუსი დაარქვა. იგი აგრიპა პოსტუმუსის სახელითაა ცნობილი. ბავშვის დაბადებიდან დაუყოვნებლივ, სანამ იულია ჯერ ისევ გლოვობდა, ავგუსტუსმა მას საქმრო შეურჩია<ref>Dio Cassius 54.31</ref> და თავის გერზე, ტიბერიუსზე დააქორწინა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულია_უფროსი“-დან