იულია უფროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 77:
==== აგრიპასთან ქორწინება ====
[[File:Julia Augusti filia.jpg|thumb|200px|Julia from [[Guillaume Rouillé]]'s ''Promptuarii Iconum Insigniorum '']]
[[ძვ. წ. 21]] წელს 18-ს ახლად მიღწეული იულია დაქორწინდა [[მარკუს ვიფსანიუს აგრიპა]]ზე, კაცზე, რომელიც მოკრძალებული ოჯახიდან იყო, თუმცა ისე აღზევდა, რომ ავგუსტუსის ყველაზე სანდო გენერალი და ახლო მეგობარი გახდა. როგორც ამბობდნენ, ავგუსტუსმა ეს ნაბიჯი, ნაწილობრივ, მეცენატის რჩევით გადადგა, რომელიც მას ეუბნებოდა, რომ „შენ აგრიპა იმდენად განადიდე, რომ ის ან შენი სიძე უნდა გახდეს, ან უნდა მოკვდეს“.<ref>Dio Cassius, 54.6</ref> რამდენადაც აგრიპა იულიაზე 25 წლით უფროსი იყო, ეს ტიპური მოწყობილი ქორწინება იყო, იულია კი მამამისის დინასტიურ გეგმებში მხოლოდ პაიკის როლს ასრულებდა. არსებობს ცნობა, რომ ამ პერიოდში იულია აგრიპას ვინმე სემპრონიუს გრაკქუსთან ღალატობდა, რომელთანაც მას ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა (ტაციტუსი მას „მუდმივ საყვარელს“ უწოდებს).<ref>[[Tacitus]], ''Annals'' 1.53</ref> ეს სავარაუდო მრუშობების პირველი სერია იყო. სვეტონიუსის მიხედვით, იულიას ოჯახურმა მდგომარეობამ ვერ შეაკავა იგი დაორსულებულიყო ტიბერიუსისაგან, ავგუსტუსის გერისგან. ამ თემაზე ჭორები ფართოდ გავრცელდა.<ref>"''vulgo existimabatur"'', Suetonius, ''Vita Tiberii'' 7</ref>
 
ახალდაქორწინებულები რომში მდებარე ვილაში ცხოვრობდნენ. აგრიპასა და იულიას ქორწინებიდან ხუთი შვილი ეყოლათ: [[გაიუს კეისარი]], ვიფსანია იულია (აგრეთვე, იცნობენ [[იულია უმცროსი]]ს სახელითაც), [[ლუციუს კეისარი]], ვიფსანია აგრიპინა (აგრეთვე, იცნობენ [[აგრიპინა უფროსი]]ს სახელითაც; იმპერატორ [[კალიგულა]]ს დედა) და [[აგრიპა პოსტუმუსი]] (იგი აგრიპას სიკვდილის შემდეგ დაიბადა). ძვ. წ. 20 წლის ივნისიდან ძვ. წ. 18 წლის გაზაფხულამდე აგრიპა გალიის გუბერნატორი იყო და სავარაუდოდ, მას იულიაც გაჰყვა ამ ალპებსიქითა ქვეყანაში. მათი ჩასვლიდან მცირე ხნის შემდეგ, დაიბადა გაიუსი, ძვ. წ. 19 წელს კი — ვიფსანია იულია. იტალიაში დაბრუნების შემდეგ, წყვილს ეყოლა მესამე შვილი — ლუციუსი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულია_უფროსი“-დან