იულია უფროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 74:
==== პირველი ქორწინება ====
რამდენადაც იგი პერიოდის ყველაზე არისტოკრატიული ქალი იყო, იულიას მოლოდინები ფოკუსირებული იყო ქორწინებაზე და შედეგად, ოჯახისათვის მოკავშირეთა შეძენაზე. ოჯახმა იგი, ბევრი რომაელი გოგონას მსგავსად, ადრეულ სიყმაწვილეში გაათხოვა. ძვ. წ. 25 წელს 14 წლის ასაკში, იულია თავის მამიდაშვილზე, მარკუს კლავდიუს მარცელუსზე დააქორწინეს, რომელიც მასზე სამი წლით უფროსი იყო. მარცელუსი ძვ. წ. 23 წლის სექტემბერში გარდაიცვალა, როდესაც იულია 16 წლის იყო. წყვილს შვილები არ შესძენია.
 
==== აგრიპასთან ქორწინება ====
[[File:Julia Augusti filia.jpg|thumb|200px|Julia from [[Guillaume Rouillé]]'s ''Promptuarii Iconum Insigniorum '']]
ძვ. წ. 21 წელს 18-ს ახლად მიღწეული იულია დაქორწინდა [[მარკუს ვიფსანიუს აგრიპა]]ზე, კაცზე, რომელიც მოკრძალებული ოჯახიდან იყო, თუმცა ისე აღზევდა, რომ ავგუსტუსის ყველაზე სანდო გენერალი და ახლო მეგობარი გახდა. როგორც ამბობდნენ, ავგუსტუსმა ეს ნაბიჯი, ნაწილობრივ, მეცენატის რჩევით გადადგა, რომელიც მას ეუბნებოდა, რომ „შენ აგრიპა იმდენად განადიდე, რომ ის ან შენი სიძე უნდა გახდეს, ან უნდა მოკვდეს“.<ref>Dio Cassius, 54.6</ref> რამდენადაც აგრიპა იულიაზე 25 წლით უფროსი იყო, ეს ტიპური მოწყობილი ქორწინება იყო, იულია კი მამამისის დინასტიურ გეგმებში მხოლოდ პაიკის როლს ასრულებდა. არსებობს ცნობა, რომ ამ პერიოდში იულია აგრიპას ვინმე სემპრონიუს გრაკქუსთან ღალატობდა, რომელთანაც მას ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა (ტაციტუსი მას „მუდმივ საყვარელს“ უწოდებს).<ref>[[Tacitus]], ''Annals'' 1.53</ref> ეს სავარაუდო მრუშობების პირველი სერია იყო. სვეტონიუსის მიხედვით, იულიას ოჯახურმა მდგომარეობამ ვერ შეაკავა იგი დაორსულებულიყო ტიბერიუსისაგან, ავგუსტუსის გერისგან. ამ თემაზე ჭორები ფართოდ გავრცელდა.<ref>"''vulgo existimabatur"'', Suetonius, ''Vita Tiberii'' 7</ref>
 
ახალდაქორწინებულები რომში მდებარე ვილაში ცხოვრობდნენ. აგრიპასა და იულიას ქორწინებიდან ხუთი შვილი ეყოლათ: [[გაიუს კეისარი]], ვიფსანია იულია (აგრეთვე, იცნობენ [[იულია უმცროსი]]ს სახელითაც), [[ლუციუს კეისარი]], ვიფსანია აგრიპინა (აგრეთვე, იცნობენ [[აგრიპინა უფროსი]]ს სახელითაც; იმპერატორ [[კალიგულა]]ს დედა) და [[აგრიპა პოსტუმუსი]] (იგი აგრიპას სიკვდილის შემდეგ დაიბადა). ძვ. წ. 20 წლის ივნისიდან ძვ. წ. 18 წლის გაზაფხულამდე აგრიპა გალიის გუბერნატორი იყო და სავარაუდოდ, მას იულიაც გაჰყვა ამ ალპებსიქითა ქვეყანაში. მათი ჩასვლიდან მცირე ხნის შემდეგ, დაიბადა გაიუსი, ძვ. წ. 19 წელს კი — ვიფსანია იულია. იტალიაში დაბრუნების შემდეგ, წყვილს ეყოლა მესამე შვილი — ლუციუსი.
 
ძვ. წ. 17 წელს ავგუსტუსმა იშვილა ახალდაბადებული ლუციუსი და სამი წლის გაიუსი.<ref>Dio 54.18; Suet. ''Div. Aug''. 64</ref> იგი პირადად ზრუნავდა მათ განათლებაზე და მიუხედავად იმისა, რომ ძვ. წ. 12 წელს აგრიპა გარდაიცვალა, 4 წლამდე, იმპერატორმა მაინც არ იშვილა თავისი შვილიშვილი, ბიჭების უმცროსი ძმა — [[აგრიპა პოსტუმუსი]], სანამ იულია არ გადაასახლეს და სანამ გაიუსიც და ლუციუსიც არ დაიხოცნენ.
 
[[ნიკოლოზ დამასკელი]] და [[იოსებ ფლავიუსი]] გადმოგვცემენ, რომ აგრიპას ცოლობისას, იულია მასთან შესახვედრად მიემართებოდა, როდესაც იგი ტროაში წყალდიდობაში მოყვა და კინაღამ დაიხრჩო.<ref>Nicolaus of Damascus|Nicolaus, ([''Fragmenta der Griechischein Historiker''] 2 A: 421-2; [[Josephus]], ''Antiquities'' 16.2.2</ref> აგრიპა გაშმაგდა და ადგილობრივებს 100 000 დრაქმიანი ჯარიმა დააკისრა. ეს ჯარიმა მძიმე დარტყმა იყო, თუმცა აგრიპასთან გასასაჩივრებლად მიმართვა ვერავინ გაბედა. მხოლოდ მოგვიანებით, იუდეის მეფე [[ჰეროდე დიდი|ჰეროდე]] მივიდა აგრიპასთან მოსაბოდიშებლად, რის შემდეგაც მან ჯარიმა გააუქმა. ძვ. წ. 16 წლის გაზაფხულზე აგრიპამ და იულიამ აღმოსავლეთ პროვინციებში მოგზაურობა დაიწყეს, სადაც ისინი ჰეროდესაც ეწვივნენ. ძვ. წ. 14 წლის ოქტომბერში წყვილი ათენში ჩავიდა, სადაც მათ მეოთხე შვილი, აგრიპინა ეყოლათ.
 
ზამთრის შემდეგ, ოჯახი იტალიაში დაბრუნდა. იულია მალევე დაორსულდა, თუმცა მისი ქმარი ძვ. წ. 12 წლის მარტში მოულოდნელად გარდაიცვალა კამპანიაში, 51 წლის ასაკში. იგი ავგუსტუსის მავზოლეუმში დაკრძალეს. იულიამ ქმრის პატივსაცემად, მეხუთე შვილს, მარკუსს, პოსტუმუსი დაარქვა. იგი აგრიპა პოსტუმუსის სახელითაა ცნობილი. ბავშვის დაბადებიდან დაუყოვნებლივ, სანამ იულია ჯერ ისევ გლოვობდა, ავგუსტუსმა მას საქმრო შეურჩია<ref>Dio Cassius 54.31</ref> და თავის გერზე, ტიბერიუსზე დააქორწინა.
 
== წინაპრები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულია_უფროსი“-დან