იულია უფროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 61:
}}
'''იულია უფროსი''' (დ. [[30 ოქტომბერი]], [[ძვ. წ. 39]] — გ. [[14|ახ. წ. 14]]), ასევე, ცნობილია, როგორც '''იულია კესარის ფილია''' ან '''იულია ავგუსტა ფილია''' ({{lang-la|<small>IVLIA•CAESARIS•FILIA</small> ან <small>IVLIA•AVGVSTI•FILIA</small>}})<ref>{{Aut|E. Groag, A. Stein, L. Petersen - e.a.}} (edd.), ''Prosopographia Imperii Romani saeculi I, II et III'' ('''PIR'''), Berlin, 1933, I 634</ref> — რომის პირველი იმპერატორის, ავგუსტუსის ქალიშვილი და ერთადერთი ბიოლოგიური შვილი. შემდგომში, ავგუსტუსმა თავისი ახლობელი ოჯახებიდან რამდენიმე მამაკაციც იშვილა. იულია იმპერატორს თავისი მეორე ქორწინებიდან, სკრიბონიასაგან ეყოლა. იგი იმავე დღეს დაიბადა, როდესაც მამამისი დედამისს გაეყარა, რადგანაც [[ლივია დრუზილა|ლივიაზე]] დაქორწინება სურდა.
 
== ცხოვრება ==
=== ცხოვრების ადრეული წლები ===
ძვ. წ. 39 წლისთვის, იულიას დაბადებისას, ავგუსტუსს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული ტიტული „ავგუსტუსი“ და მისი სახელი იყო „გაიუს იულიუს კეისარი დივი ფილიუსი“, თუმცა ისტორიკოსები ძვ. წ. 27 წლამდე მას მაინც ოქტავიანეს უწოდებენ. ამ დროისათვის იულია 11 წლის იყო. ოქტავიანე იმავე დღეს გაეყარა იულიას დედას, სკრიბონიას, როდესაც ის დაიბადა და მალევე წამოიყვანა მისგან.<ref>[[Dio Cassius]], 48.34.3.</ref> ოქტავიანე, რომაული ჩვეულების თანახმად, იულიაზე სრულ მშობლიურ კონტროლს ამტკიცებდა. როდესაც იულია უკვე საკმარისად გაიზარდა, რომ ესწავლა როგორ გამხდარიყო არისტოკრატი, იგი დედინაცვალთან, ლივიასთან გაიგზავნა საცხოვრებლად. როგორც ჩანს, მისი განათლების პროცესი მკაცრი და გარკვეულწილად, ძველმოდურიც იყო. სვეტონიუსი გვაწვდის ცნობას, რომ იულიას, დამატებით, დართვასა და ქსოვასაც ასწავლიდნენ.<ref>[[Suetonius]], ''Vita Augusti'' 64</ref> [[მაკრობიუსი]] აღნიშნავს „მის სიყვარულს ლიტერატურისა და დიდი კულტურისადმი, რაც მარტივად მოდის საოჯახო საქმეებში“.<ref>[[Macrobius]], ''Saturnalia: Julia's Wit'', 2.5.1-10</ref>
 
იულიას საზოგადოებრივი ცხოვრება უმკაცრესადმკონტროლდებოდა. მას მხოლოდ იმ ადამიანებთან ჰქონდა ლაპარაკის უფლება, რომლებსაც მამამისი შეამოწმებდა.<ref>Suetonius ''Vita Augusti'' 64</ref> თუმცა, აღსანიშნავია, რომ ოქტავიანე ქალიშვილისადმი დიდი სიყვარულითა და სინაზით იყო განმსჭვალული და იზრუნა, რომ მას საუკეთესო მასწავლებლები ჰყოლოდა. მაკრობიუსს შემონახული აქვს ავგუსტუსის ფრაზა: „არსებობს ორი ჭირვეული ქალიშვილი, რომლებსაც უნდა შევეგუო: რომის თანამეგობრობა და იულია“.<ref>''Inter amicos [Augustus] dixit duas habere se filias delicatas, quas necesse haberet ferre, rem publicam et Iuliam.'' Macrobius, ''Saturnalia'' 2.5</ref>
 
ძვ. წ. 37 წელს, როდესაც იულია ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, ოქტავიანეს მეგობრებმა, გაიუს მეცენატმა და [[მარკუს ვიფსანიუს აგრიპა]]მ ხელშეკრულება გააფორმეს მის დიდ მეტოქესთან, მარკუს ანტონიუსთან. იგი დაიბეჭდა ჩანართითურთ, რომლის მიხედვითაც, ანტონიუსის 10 წლის ვაჟი, მარკუს ანტონიუს ანტილუსი იულიაზე უნდა დაქორწინებულიყო, რომელიც მაშინ სულ ორი წლის იყო.
 
შეთანხმებით გათვალისწინებული ქორწინება არასდროს შემდგარა, რადგანაც სამოქალაქო ომი დაიწყო. ძვ. წ. 31 წელს აქციუმის ბრძოლაში ოქტავიანემ და აგრიპამ დაამარცხეს ანტონიუსი და მისი ცოლი კლეოპატრა. ორივე მათგანმა ალექსანდრიაში თავი მოკლა. ოქტავიანე რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა.
 
== წინაპრები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულია_უფროსი“-დან