ტიბერიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 81:
გაიუსის სიკვდილმა ავგუსტუსის ოჯახის მღელვარე რეაქცია გამოიწვია. ავგუსტუსმა იშვილა ტიბერიუსი და იგი თავის ვაჟად და მემკვიდრედ გამოაცხადა, თუმცა ამ უკანასკნელსაც მოუწია თავისი ძმისშვილის, [[გერმანიკუსი]]ს შვილად აყვანა, რომელიც მისი ძმის, დრუზუსისა და ავგუსტუსის დისწულის, ანტონია უმცროსის შვილი იყო.<ref name="tacitus-annals-i-3" /><ref>დიონ კასიუსი, ''რომის ისტორია'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/55*.html#13 LV.13]</ref> შვილად აყვანასთან ერთად, ტიბერიუსმა მიიღო ტრიბუნის ძალაუფლება და გაიზიარა ავგუსტუსის უზენაესი ძალაუფლება (''maius imperium''), ის რაც თვით მარკუს აგრიპასაც კი არასდროს ჰქონია.<ref>სვეტონიუსი, ''თორმეტი კეისრის ცხოვრება'', ტიბერიუსის ცხოვრება [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Tiberius*.html#21 21]. For the debate over whether Agrippa's ''imperium'' after 13&nbsp;BC was ''maius'' or ''aequum'', see, e.g., {{cite journal |author=E. Badian |date=December 1980 – January 1981 |title=Notes on the ''Laudatio'' of Agrippa |journal=Classical Journal |volume=76 |issue=2 |pages=97–109, გვ. 105–106 }}</ref>
 
ახ. წ. 7 წელს ავგუსტუსმა უარყო [[აგრიპა პოსტუმუსი]], [[გაიუს კეისარი|გაიუსისა]] და [[ლუციუს კეისარი|ლუციუსის]] უმცროსი ძმა. იგი კუნძულ პიანოსაზეპლანასიაზე განდევნეს, სადაც განმარტოვებით უნდა ეცხოვრა პატიმრობაში.<ref name="penelope1" /><ref>დიონ კასიუსი, ''რომის ისტორია'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/55*.html#32 LV.32]</ref> ამდენად, როდესაც ახ. წ. 13 წელს ტიბერიუსისათვის გადაცემული ძალაუფლება ავგუსტუსისას გაუტოლდა და მას აღარაფრით ჩამოუვარდებოდა, იგი, არსებითად, ავგუსტუსის „თანა-პრინცეპსი“ გახდა და ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემთხვევაში, უბრალოდ განაგრძობდა მმართველობას ხელისუფლების არარსებობის პერიოდის ან შესაძლო გადატრიალების გარეშე.<ref>[[#Seager|Seager]] p. xv</ref>
 
თუმცა, სვეტონიუსის მიხედვით, გერმანიაში ორწლიანი სამსახურის (ახ. წ. 10-12 წწ.) შემდეგ,<ref name="ReferenceA">Speidel, Michael Riding for Caesar:The Roman Emperorors’ Horse guards19</ref> „ტიბერიუსი დაბრუნდა და გადადებული ტრიუმფი გადაიხადა იმ ლეგატების თანხლებით, რომლებიც მისი დაჟინებული მოთხოვნით სატრიუმფო აღკაზმულობით დააჯილდოვეს. ვიდრე კაპიტოლიუმისაკენ გადაუხვევდა, ეტლიდან ჩამოვიდა და მუხლი მოიყარა მამის წინაშე, რომელიც ზეიმს ხელმძღვანელობდა.“<ref>სვეტონიუსი, ''თორმეტი კეისრის ცხოვრება'', ტიბერიუსის ცხოვრება [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Tiberius*.html#20 20]</ref> „სულ მალე კონსულებმა შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც მას შეეძლო ავგუსტუსთან ერთად ემართა პროვინციები და ეწარმოებინა აღწერა. მან ხუთწლიანი მსხვერპლშეწირვა აღასრულა და ილირიკუმში გაემგზავრა.“<ref name="penelope.uchicago.edu">სვეტონიუსი, ''თორმეტი კეისრის ცხოვრება'', ტიბერიუსის ცხოვრება [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Tiberius*.html#21 21]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტიბერიუსი“-დან