სისხლი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==შემადგენლობა==
სისხლი შედგება უფერო გამჭვირვალე სითხისგან – სისხლის [[პლაზმა|პლაზმისგან]] და სისხლის უჯრედებისგან, რომლებსაც სისხლის ფორმიან ელემენტებს უწოდებენ. ესენია: სისხლის წითელი უჯრედები ანუ [[ერითროციტები]], თეთრი უჯრედები, ანუ [[ლეიკოციტები]] და სისხლის ფირფიტები, ანუ [[თრომბოციტები]]. პლაზმა სისხლის 60%ს შეადგენს, 40% კი ფორმიან ელემენტებზე მოდის. პლაზმა შეიცავს 90%–ზე მეტ წყალს, 7% ცილებს, 0.9% მინერალურ მარილებს, 0.8%-ს ცხიმებს, 0.12%–ს ნახშირწყალს–[[ნახშირწყლები|ნახშირწყალს]] გლუკოზას– [[გლუკოზა]]ს. პლაზმა ასეთ შემადგენლობას ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს. სისხლის მცირე რაოდენობით დაკარგვისას ადამიანს ფიზიოლოგიურ ხსნარს უსხამენ ხოლმე (ფიზიოლოგიურ ხსნარში დაცულია მარილის კონცენტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება დარღვევები).
 
 
[[ფაილი:სისხლის უჯრედები.JPG|350px|thumb|left|]]
ჰემოგლობინი რკინას შეიცავს. მას ადვილად შეუძლია მიიერთოს ჟანგბადი და ასევე ადვილად გასცეს. ამით ის უზრუნველყოფს ჟანგბადის გადატანას ფილტვებიდან ქსოვილებში. ჟანგბადის გადატანა ერითროციტების იმდენად მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომ მათ ბირთვი „გაწირეს“. ჰემოგლობინი მცირე რაოდენობით ნახშირორჟანგსაც იკავშირებს, მიაქვს ფილტვებში და იქ გასცემს. ერითროციტები სატვირთო მანქანას ჰგავს, რომელსაც აირები გადააქვს.<br />
 
 
==სისხლის ჯგუფები==