სიონის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 33:
{{ციტირება|...შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად გუარამ და მერმე-კურაპალატადცა... და ტფილისი სამკვიდრთა დიდსა ეკლესიასა დაიწყეს: ნახევარსა იქმოდა ყოველი ერი და ნახევარსა ერისთავნი; და კათალიკოზი იყო ბართლომე.}}
 
პლატონ იოსელიანის ცნობით, სიონის ტაძარი წლის განმავლობაში, 575–639 წლებშიშენდებოდა. 1837 წლით დათარიღებულ [[ეგნატე იოსელიანი]]ს მიერ შედგენილ კატალოგში „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში” სიონის ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ:
 
{{ციტირება|უპირველესი ტფილისსა შინაარის დიდი ეკკლესია გუმბათიანი სიონად წოდებული ყვითლის ქვითკირით და ყვითლის თლილის ქვით ნაშენი, სახელსა ზედა ყ˜დ წ˜ისა ღ˜ის მშობლის მიცვალებისასა, აგვისტოს იე-სა დღესა ზედა, რომლისაცა საფუძუჱლი დაზდუა მეფემან გურამ ბაგრატოვანმან წელსა ქ˜ესით 589-სა და მერმე შეასრულა ქურივმან ვინმე; და უკანასკნელ 41 მთავარმან საქართველო[ჲ]სამან ადარნასე სრულიად განაშვენა წელსა 631-სა, და მრავალგზის შემუსვრილ ესე მრავალგზის განაახლეს მეფეთა და უკანასკნელ შემუსვრილი განაახლა 94 მეფემან ვახტანგ მეექუსემან წელსა 1710-სა, სადაც აწ ზის ჩლენი უწმინდესისა და უმმართებელესისა სინოდისა, არხიეპისკოპოსი ექსარხი სრულიად საქართველოჲსა ევღენი. და ეკკლესია ესე არის საბოროდ და კათედრად საექსახორსოდ დადებული. აქა დაფლულ არს სხეული წმინდისა ყ˜დ სამღუდელოჲსა იოანე მანგლელისა, გუაროვნებით სააკაძისა. აგვისტოს იე-სა დღესა ამას შინა მოვლენ სრულიად ტფილისში მცხოვრებნი ქართველნი და სომეხნიცა დღესასწაულობად... აქაცა მასავე ეკკლესიასა შინა სამჴრეთით მხარესა აქვს მიდგმული ქვით-კირით მიშენებული ადრით დროიდგან პატარა კამარაშეკრული ეგურერი, რომელიცა სახელსა ზედა წმინდისა მთავარანგელოზისა მიხაილისსა და ყოველთა ზეცათა უხორცოთა ძალთა... დღესა ზედა თვისასა აკურთხა ეკკლესიად 1824-სა წელსა მაღალ ყ˜დუსამღუდელოესმან მიტროპოლიტმან იონამ.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიონის_ტაძარი“-დან