სიონის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 29:
 
== ისტორია ==
სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის ადგილას მდგარი პირველი ეკლესია აქ ვახტანგ გორგასლის დროს უნდა ყოფილიყო აგებული, როგორც საეპისკოპოსო კათედრალური ტაძარი, ამას ადასტურებსის, რომ დვინის საეკლესიო კრების ერთ-ერთი მონაწილე ყოფილა თბილისის ეპისკოპოსი ისაკი (სააკი). VI საუკუნის 70-იანწლებში “...შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად გუარამ და მერმე-კურაპალატადცა... და ტფილისი სამკვიდრთა დიდსა ეკლესიასა დაიწყეს: ნახევარსა იქმოდა ყოველი ერი და ნახევარსა ერისთავნი; და კათალიკოზი იყო ბართლომე”. პლატონ იოსელიანის ცნობით, სიონის ტაძარი წლის განმავლობაში, 575–639 წლებშიშენდებოდა. 1837 წლით დათარიღებულ [[ეგნატე იოსელიანი]]ს მიერ შედგენილ კატალოგში „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში” სიონის ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ:
 
{{ციტირება|უპირველესი ტფილისსა შინაარის დიდი ეკკლესია გუმბათიანი სიონად წოდებული ყვითლის ქვითკირით და ყვითლის თლილის ქვით ნაშენი, სახელსა ზედა ყ˜დ წ˜ისა ღ˜ის მშობლის მიცვალებისასა, აგვისტოს იე-სა დღესა ზედა, რომლისაცა საფუძუჱლი დაზდუა მეფემან გურამ ბაგრატოვანმან წელსა ქ˜ესით 589-სა და მერმე შეასრულა ქურივმან ვინმე; და უკანასკნელ 41 მთავარმან საქართველო[ჲ]სამან ადარნასე სრულიად განაშვენა წელსა 631-სა, და მრავალგზის შემუსვრილ ესე მრავალგზის განაახლეს მეფეთა და უკანასკნელ შემუსვრილი განაახლა 94 მეფემან ვახტანგ მეექუსემან წელსა 1710-სა, სადაც აწ ზის ჩლენი უწმინდესისა და უმმართებელესისა სინოდისა, არხიეპისკოპოსი ექსარხი სრულიად საქართველოჲსა ევღენი. და ეკკლესია ესე არის საბოროდ და კათედრად საექსახორსოდ დადებული. აქა დაფლულ არს სხეული წმინდისა ყ˜დ სამღუდელოჲსა იოანე მანგლელისა, გუაროვნებით სააკაძისა. აგვისტოს იე-სა დღესა ამას შინა მოვლენ სრულიად ტფილისში მცხოვრებნი ქართველნი და სომეხნიცა დღესასწაულობად... აქაცა მასავე ეკკლესიასა შინა სამჴრეთით მხარესა აქვს მიდგმული ქვით-კირით მიშენებული ადრით დროიდგან პატარა კამარაშეკრული ეგურერი, რომელიცა სახელსა ზედა წმინდისა მთავარანგელოზისა მიხაილისსა და ყოველთა ზეცათა უხორცოთა ძალთა... დღესა ზედა თვისასა აკურთხა ეკკლესიად 1824-სა წელსა მაღალ ყ˜დუსამღუდელოესმან მიტროპოლიტმან იონამ.}}
 
სიონის ტაძარი თავის გეგმით შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურაში გავრცელებულიტიპის ნიმუშია. იგი ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა,
აღმოსავლეთით შვერილი წახნაგოვანი აფსიდებით. გუმბათი დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ჯვარისებური კვეთის სვეტსა და საკურთხევლის
კედლებს ეყრდნობა. სამხრეთით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის, ხოლო ჩრდილოეთით წმინდა ვახტანგ გორგასლის ეგვტერია. სიონის საკათედრო
ტაძრის ჩრდილოეთით, ეზოში იდგა 1425 წელს აშენებული ორ იარუსიანი სამრეკლო, რომელიც დაინგრა 1795 წლის შემოსევის შედეგად. აღდგენილია
1950-იანწლებში. 1812 წელს აგურით ნაგები სამიარუსიანი სამრეკლო დგას ქუჩის მეორე მხარეს, ტაძრის დასავლეთით. იგი აშენდა პეტერბურგიდან
გამოგზავნილი პროექტის მიხედვით და თბილისში რუსული კლასიციზმის პირველნიმუშს წარმოადგენს. სამრეკლოს ზარებისათვის დავით სარაჯიშვილმა მოსკოვიდან გამოიწერა 57 ფუთი ლითონი, ხოლო 102 ფუთი 1824 წელს მიტროპოლიტმა იონამ ეკლესიის ფულით შეიძინა. 1848 წელს მეფისნაც
ვალმა მიხეილ ვორონცოვმა უფლება მისცა ძველი ზარბაზნები გადაედნოთ ზარებად.
 
1226 წელს ჯალალედინმა თბილისი აიღო. მისი ბრძანებით სიონის გუმბათს თავი მოხადეს და იქ მისი ტახტი დადგეს. ამ ტახტზე მჯდარი ადევნებდა
იგი თვალს იმ მოწამეებს, რომელთაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი და მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის
ხატები.
 
1386 წელს თემურლენგმა დაარბია სიონის ტაძრის შენობა, რომელიც განაახლა ალექსანდრე I-მა. 1522 წელს შაჰ-ისმაილმა სიონის ღვთისმშობლის ძვირფასი თვლებით შემკული ხატი გაძარცვა და შემდეგ მტკვარს მისცა. XVII საუკუნის დასაწყისში ირანელთა არაერთი შემოსევის შედეგად დანგრეული ტაძარი და XIII საუკუნის ნაწილების შემცველი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის სამხრეთი ეგვტერი 1657 წელს აღადგინა მთავარეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა, რომელიც აქვეა დასაფლავებული. მის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ მოგვითხრობს საყდრის სამხრეთ კედელზ ეარსებული წარწერა: ”... მე, თბილელმან ელისე საგინაშვილმან, აღუაშენე გუმბათი ესე სიონისა, ორჯერ სამხრეები და კარის ბჭე და დავხატე დაშევამკე ყოველთა სამკაულითა... ”. დღევანდელი ნაგებობა, ძირითადად, მისი შექმნილია.
 
1668 წელს მიწისძვრამ ისევ დააზიანა ტაძარი. 1710 წელს ვახტანგ VI–მ ტაძრის გარეთა კედლები და გუმბათის ყელი ბოლნისის ტუფისქვით
მოაპირკეთა. ამ მოვლენას გვაუწყებს ჩრდილოეთის ფასადის წარწერა. 1723 წელს კონსტანტინე II-მ კახთა მეფემ ლეკთა ჯარის დახმარებით დაამარცხა
ვახტანგ VI და აიღო თბილისი, ლეკთა ლაშქარს ნება მისცა დახმარების სანაცვლოდ ერბიათ და ეთარეშათ თბილისში, რის შედეგადაც სიონის საყდარიც
გატიალდა. იესე ტლაშაძეს ეს ამბავი ასე აქვს გალექსილი: ”...სიონის ხატი წაიღეს, არავინ იცის სადარი, დატყვევდა დეკანოზიცა, კაცი წმინდათა
სადარი”. დღეს ”სიონის ღვთისმშობლად” წოდებული ხატი ძველის ასლია, დამზადებულია 1764 წელს მოსკოვში ვახტანგ VI–ის ძის გიორგის დაკვეთით. ხატის პერანგი XX საუკუნეში დაიკარგა.
 
1724 წელს თბილისს ოსმალები დაეპატრონნენ, ტაძარი კიდევ ერთხელ ააოხრეს. 1727 წელს თურქეთის სულთანმა ქართლის ვეზირს ისაყ–ფაშას სიონის ტაძრის მეჩეთად გადაკეთება უბრძანა. სასულიერო პირთა თხოვნით თავადმა გივი ამილახვარმა თავისი გავლენა გამოიყენა და ფაშასგან ტაძრის ხელუხლებლობის პირობა მიიღო. 1740 წელს ათანასე თბილელის თაოსნობით მოეწყო სიონის ქონების აღწერა. 1795 წელს აღა–მაჰმადხანის შემოსევის დროს სიონის საყდარში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა XVII საუკუნის კედლის მხატვრობა და კანკელი. 1804 წელს საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მმართველმა თავადმა ციციანოვმა სიონის ტაძარი ხელახლა მოახატვინა.
 
სიონის ტაძარს უძველეს დროში, როგორც ამას წერს პლატონ იოსელიანი, სადიაკვნეში ჰქონია წმიდათა პეტრე–პავლეს ეკლესია, რომელიც პეტრე
ციციანოვის თხოვნით წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობაზე აკურთხეს. თუმცა, 1818 წელს მასში შეწყდა ღვთისმსახურება და ეს ფართი სეკლესიო
ნივთების შესანახად გამოიყენეს. კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის გადაწყვეტილებით 1851-1855 წლებში თავადმა გრიგოლ გაგარინმა
მისივე პროექტით აღადგინა კანკელი და სიონის ტაძარი ახლიდან მოხატა. 1867 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ განახლებული
სიონის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია აღასრულა. 1801 წლიდან სიონის ტაძარში ასვენია საქართველოში რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I–ს მიერ დაბრუნებული წმიდა ნინოს ჯვარი, ტაძარში ასევე არის მადლის ქვა და წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა.
 
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ თბილისის ეკლესიებს მათი კუთვნილი ქონება ჩამოერთვათ, მათ შორის იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის
ზარები, რომლებიც უკანასკნელად დაირეკა 1931 წლის 27 იანვარს, ნინოობას. ამავე წლის 5 თებერვალს ზარები სამრეკლოდან ჩამოაგდეს.
1978-1979 წლებში ტაძრის დასავლეთი ნაწილი ხელახლა მოიხატა ლ. ცუცქირიძის მიერ. უკანასკნელად ტაძარი 1983 წელს განახლდა. ძველი
ქართული ნიმუშების მიხედვით გაკეთდა კანკელი. ახლად შემოსეს XIII საუკუნის ნაწილების შემცველი დაXVII საუკუნეში ელისე თბილელის მიერ აღდგენილი სამხრეთი ეგვტერი, აშენდა ჩრდილოეთი ეგვტერი. 2001-2003 წლებში სიონის ტაძარს დასავლეთიდან მიუშენდა კარიბჭე.
სიონის ტაძარში არაერთი ღირშესანიშნავი საფლავია. გადმოცემით, ტაძარში დაკრძალულნი არიან მისი მაშენებლები ერისმთავრები გუარამი და
ადარნასე. ტრაპეზის ქვეშ დაფლულია წმინდა ევსტათი მცხეთელის ნაწილები. სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთ კედელთან თეთრი ქვის აკლდამაში
ასვენია ეპისკოპოსი იოანე-მანგლელი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: წმინდა კირიონ II–ის, ლეონიდეს, ღირსი ამბროსი აღმსარებლის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, მელქისედეკ III-ის, ეფრემII-ის, დავითV-ის საფლავებია. გადმოცემით, აქვე განისვენებენ XII საუკუნის ჰიმნოგრაფი ეპისკოპოსი საბა სვინგელოზი, იერუსალიმის წმინდა ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვარი, მწიგნობარი და დიპლომატი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, პოეტი მიტროპოლიტი იოსებ თბილელი. წმინდა მიქაელმთავარანგელოზის ეგვტერში დაკრძალულია მისი განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი. დასავლეთ მკლავში-პოეტ ვახტანგ ორბელიანის საფლავია. ტაძარში ასევე დაკრძალულია რუსი ეგზარქოსი მოსე.
სიონის საკათედრო ტაძარი მდებარეობს სიონის ქუჩის №4–ში.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გადმოცემით სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასალმა]] ააგო თბილისში V ს-ის II ნახევარში. ტაძარს საფუძვლად დაედო ღვთისმშობლის მიძინების ადგილზე გეთსამანიის ბაღში აღმართული ტაძრის გეგმა. მშენებლობა გრძელდებოდა ტახტის მემკვიდრის [[დაჩი]]სა (499-514) და ქართლის ერისმთავარ [[გუარამ კურაპალატი]]ს (514-599) დროსაც. მშენებლობა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ერისთავები ისე ქალაქის მოსახლეობა, დასრულდა ერისმთავარ [[ადარნასე]]ს (619-639) დროს, 620-იან წლებში. ტაძრის აღშენებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ვინმე მდიდარმა ქვრივმა, რომლის ვინაობაც უცნობი დარჩა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიონის_ტაძარი“-დან