ავგუსტუსის მავზოლეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Roma-mausoleo di augusto.jpg|right|thumb|მავზოლეუმის შესასვლელი]]
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/ILIA|ILIA]]|2=2016 წლის 16 ივნისი}}
[[ფაილი:Roma-mausoleo di augusto.jpg|right|thumb]]
[[Image:Mausoleum-of-Augustus-entry-arch.jpg|right|thumb|The entryway to the mausoleum of Augustus.]]
[[File:Mausoleo Augusto 1851.jpg|right|thumb|რეკონსტრუქცია]]
[[Image:Campitelli - Campidoglio, lapide di Agrippina al Tabularium 2285.JPG|thumb|Cinerary urn of Agrippina which now rests in the Palazzo dei Conservatori of the [[Capitoline Museums]] near the [[Tabularium]].]]
'''ავგუსტუსის მავზოლეუმი''' ({{lang-it|Mausoleo di Augusto}}) — [[რომის იმპერია|რომის]] [[რომის იმპერატორი|იმპერატორ]] [[ავგუსტუსი]]ს მიერ [[ძვ. წ. 28]] წელს მარსის ველზე აგებული გრანდიოზული სამარხი [[რომი|რომში]], [[იტალია]]. მავზოლეუმი მდებარეობს აუგუსტო იმპერატორეს მოედანზე, ვია დი რიპეტას კუთხესთან, რომელიც ტიბრს მიუყვება. იგი ქალაქის რამდენიმე ბლოკის ტოლ ფართობს მოიცავს და სან-კარლო-ალ-კორსოს ეკლესიასა და მშვიდობის საკურთხევლის მუზეუმს შორის მდებარეობს. მავზოლეუმის ინტერიერი ტურისტებისათვის დახურულია.
 
== აღწერილობა ==
[[File:Mausoleo Augusto 1851.jpg|right|thumb|რეკონსტრუქცია]]
მავზოლეუმი ერთ-ერთი იმ პირველ პროექტთაგანი იყო, რომლების განხორციელებაც [[ავგუსტუსი|ავგუსტუსმა]] [[რომი|რომში]] [[ძვ. წ. 31]] წელს [[აქციუმის ბრძოლა]]ში გამარჯვების შემდეგ დაიწყო. გეგმაში ნაგებობას წრის ფორმა აქვს და შედგება მიწისა და აგურის რამდენიმე კონცენტრული რგოლისაგან. შენობა გადახურული იყო კონუსური სახურავით, რომელზეც [[კვიპაროზი|კვიპაროზები]] იყო დარგული და გვირგვინდებოდა ავგუსტუსის ქანდაკებით. ჭერი კამარებს ეკავათ, მათ ქვეშ კი დასაკრძალავი სივრცე იშლებოდა. თაღოვანი შესასვლელის ორივე მხარეს ვარდისფერი გრანიტის ორი ობელისკი იყო აღმართული. ამჟამად, ერთი მათგანი ესკვილინის მოედანზე, მეორე კი კვირინალის შადრევანთანაა აღმართული. დასრულებული მავზოლეუმის დიამეტრი 90 მეტრს, სიმაღლე კი 42 მეტრს შეადგენდა.