ავგუსტუსის მავზოლეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} right|thumb Image:Mausoleum-of-Augustus-entry-arch.jpg|right|thumb|The entryway to the mausoleum...
 
ხაზი 7:
 
== აღწერილობა ==
მავზოლეუმი ერთ-ერთი იმ პირველ პროექტთაგანი იყო, რომლების განხორციელებაც [[ავგუსტუსი|ავგუსტუსმა]] [[რომი|რომში]] [[ძვ. წ. 31]] წელს [[აქციუმის ბრძოლაშიბრძოლა]]ში გამარჯვების შემდეგ დაიწყო. გეგმაში ნაგებობას წრის ფორმა აქვს და შედგება მიწისა და აგურის რამდენიმე კონცენტრული რგოლისაგან. შენობა გადახურული იყო კონუსური სახურავით, რომელზეც კვიპაროსები იყო დარგული და გვირგვინდებოდა ავგუსტუსის ქანდაკებით. ჭერი კამარებს ეკავათ, მათ ქვეშ კი დასაკრძალავი სივრცე იშლებოდა. თაღოვანი შესასვლელის ორივე მხარეს ვარდისფერი გრანიტის ორი ობელისკი იყო აღმართული. ამჟამად, ერთი მათგანი ესკვილინის მოედანზე, მეორე კი კვირინალის შადრევანთანაა აღმართული. დასრულებული მავზოლეუმის დიამეტრი 90 მეტრს, სიმაღლე კი 42 მეტრს შეადგენდა.
 
კორიდორი შესასვლელს მავზოლეუმის გულთან აკავშირებდა, სადაც მდებარეობდა პალატი სამი ნიშით, რომლებშიც განთავსებული იყო ოქროს ურნები საიმპერატორო ოჯახის წევრების ფერფლითურთ.