ტეხური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 46:
|Commons =
}}
'''ტეხური''' — [[მდინარე]] საქართველოში. გაედინება [[დასავლეთ საქართველო]]ში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. სათავე აქვს [[ეგრისის ქედი|ეგრისის ქედის]] სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ [[ტეხურიშდუდი|ტეხურიშდუდთან]], ზღვის დონიდან 2400 მ სიმაღლეზე. მდინარე [[რიონი|რიონს]] ერთვის მარჯვნიდან. სიგრძე 108 კმ, აუზის ფართობი 1040 კმ². მთავარი შენაკადია მდინარე [[აბაშა (მდინარე)|აბაშა]]. საზრდოობს [[წვიმა|წვიმის]], მიწისქვეშა და თოვლის წყლით. [[წყალდიდობა]] იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები — მთელი წლის მანძილზე. საშუალო წლიური ხარჯი [[ნოქალაქევი|ნოქალაქევთან]] 30,2 კმ². იყენებენ [[ხე-ტყის დაცურება|ხე-ტყის დასაცურებლად]] და სოფლის წისქვილებისათვის. ხეობის ზემო ნაწილში მდებარეობს კურორტი [[ლებარდე (კურორტი)|ლებარდე]].<ref>{{ქსე|9|709|გიგინეიშვილი გ.|არა}}</ref>
 
მდინარის აუზში 503 შენაკადია, საერთო სიგრძით 1047 კმ. ძირითადი შენაკადები, რომელთა სიგრძე 10 კმ-ზე მეტია არის ხუთი: მარცხენა მდინარე ჩხოროწყუ (11 კმ), მარცხენა მდინარე [[წაჩხურა]] (12 კმ), მარჯვენა მდინარე [[გურძენი]] (20კმ), მარჯვენა მდინარე ნახური (11 კმ), მარცხენა მდინარე [[აბაშა (მდინარე)|აბაშა]] (66 კმ). მდინარე აბაშის აუზის შეერთების შემდეგ მდინარე ტეხურის აუზი ღებულობს ასიმეტრიულ ფორმას. მდინარის სიმჭიდროვის კოეფიციენტი ტოლია 1.01 კმ/კმ².<ref name="moe" />
 
მდინარის [[კალაპოტი]] ზომიერად კლაკნილია და ძირითადად დაუტოტავი. სოფელ დობერაზინის მიდამოებში იყოფა 2-3 ტოტად, რის გამოც წარმოიქმნება დაბალი, არამდგრადი კუნძულები კენჭნარ-ქვიშოვანი ზედაპირით. მდინარის კალაპოტისთვის დამახასიათებელია, საშუალოდ ყოველ 30-50 მეტრში, მუხლები და ჩქერები. მდინარის კალაპოტის სიგანე იცვლება 2 მ-დან (სათავიდან 2.5 კმ-ს ქვემოთ) 20 მ-მდე (სოფ. დობერაზინში). ძირითადად ჭარბობს 5 მ. სიღრმეები მუხლებთან შეადგენს 0.3-1.6 მ-ს, ხოლო [[ჩქერი|ჩქერებთან]] 0.4-5 მ-ს.<ref name="moe">[http://moe.gov.ge/files/PDF%20%20qartuli/kanonmdebloba/gzsh_angarishebis_sajaro_ganxilva/2015/noemberi/martvili_gzsh/_%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94_%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98.pdf მდინარე ტეხურაზე
ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტი]</ref>
 
მისი კალაპოტი ულამაზესი კლდოვანი [[კანიონი|კანიონებითა]] და [[ქვაბული|ქვაბულების]] სიუხვით გამოირჩევა, რაც იდეალურ პირობებს უქმნის [[რაფტინგი]]ს მოყვარულთ. ტეხურის შუა და ზედა წელის ფაუნა საინტერესოა თავისი მრავალფეროვნებით. აქ მრავლადაა სხვადასხვა სახეობის სარეწაო მნიშვნელობის თევზი: [[თეთრულა]], [[ტობი]], [[წვერა (სახეობა)|წვერა]], [[ქაშაპი]], [[მურწა]]. მდინარეში ბინადრობს [[კალმახი]]ც, მაგრამ მასზე თევზაობა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.
 
ტეხური თავისი ეკო-პირობებისა და მასში გავრცელებული [[ფლორა|ფლორისა]] და [[ფაუნა|ფაუნის]] მიხედვით, მთელ სიგრძეზე იყოფა პირობითად 3 უბნად ან მონაკვეთად: საკალმახე უბანი, შუა უბანი და შერეული უბანი. მდინარე ტეხურის შუა და ზემო წელის ორივე სანაპირო მდიდარია ტყის რესურსებით.<ref name="moe" />
 
{{ციტატა|იწოდა ჩქარად დინებისგან, რამეთუ შემუსრავს და მტეხარე ჰყოფს ხიდსა თუ სხვასა რაის. გამოსდის მასვე კავკასსა, მიერთვის ისულეთს ჩრდილოდამ რიონს|[[ვახუშტი ბატონიშვილი]]<ref>''ვახუშტი ბატონიშვილი'' „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 166 — თბილისი, 1941</ref>}}
Line 67 ⟶ 68:
</gallery>
 
== ლიტერატურა ==
{{commonscat|Tekhuri}}
{{ქსე|9|709|გიგინეიშვილი გ.}}
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტეხური“-დან