ტეხური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 50:
მდინარის აუზში 503 შენაკადია, საერთო სიგრძით 1047 კმ. ძირითადი შენაკადები, რომელთა სიგრძე 10 კმ-ზე მეტია არის ხუთი: მარცხენა მდინარე ჩხოროწყუ (11 კმ), მარცხენა მდინარე [[წაჩხურა]] (12 კმ), მარჯვენა მდინარე [[გურძენი]] (20კმ), მარჯვენა მდინარე ნახური (11 კმ), მარცხენა მდინარე [[აბაშა (მდინარე)|აბაშა]] (66 კმ). მდინარე აბაშის აუზის შეერთების შემდეგ მდინარე ტეხურის აუზი ღებულობს ასიმეტრიულ ფორმას. მდინარის სიმჭიდროვის კოეფიციენტი ტოლია 1.01 კმ/კმ².
 
მდინარის [[კალაპოტი]] ზომიერად კლაკნილია და ძირითადად დაუტოტავი. სოფელ დობერაზინის მიდამოებში იყოფა 2-3 ტოტად, რის გამოც წარმოიქმნება დაბალი, არამდგრადი კუნძულები კენჭნარ-ქვიშოვანი ზედაპირით. მდინარის კალაპოტისთვის დამახასიათებელია, საშუალოდ ყოველ 30-50 მეტრში, მუხლები და ჩქერები. მდინარის კალაპოტის სიგანე იცვლება 2 მ-დან (სათავიდან 2.5 კმ-ს ქვემოთ) 20 მ-მდე (სოფ. დობერაზინში). ძირითადად ჭარბობს 5 მ. სიღრმეები მუხლებთან შეადგენს 0.3-1.6 მ-ს, ხოლო [[ჩქერი|ჩქერებთან]] 0.4-.5 მ-ს.
 
მისი კალაპოტი ულამაზესი კლდოვანი [[კანიონი|კანიონებითა]] და [[ქვაბული|ქვაბულების]] სიუხვით გამოირჩევა, რაც იდეალურ პირობებს უქმნის ჯომარდობის[[რაფტინგი]]ს მოყვარულთ. ტეხურის შუა და ზედა წელის ფაუნა საინტერესოა თავისი მრავალფეროვნებით. აქ მრავლადაა სხვადასხვა სახეობის სარეწაო მნიშვნელობის თევზი: [[თეთრულა]], [[ტობი]], [[წვერა (სახეობა)|წვერა]], [[ქაშაპი]], [[მურწა]]. მდინარეში ბინადრობს [[კალმახი]]ც, მაგრამ მასზე თევზაობა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.
 
ტეხური თავისი ეკო-პირობებისა და მასში გავრცელებული [[ფლორა|ფლორისა]] და [[ფაუნა|ფაუნის]] მიხედვით, მთელ სიგრძეზე იყოფა პირობითად 3 უბნად ან მონაკვეთად: საკალმახე უბანი, შუა უბანი: და შერეული უბანი. მდინარე ტეხურასტეხურის შუა და ზემო წელის ორივე სანაპირო მდიდარია ტყის რესურსებით, .
 
{{ციტატა|იწოდა ჩქარად დინებისგან, რამეთუ შემუსრავს და მტეხარე ჰყოფს ხიდსა თუ სხვასა რაის. გამოსდის მასვე კავკასსა, მიერთვის ისულეთს ჩრდილოდამ რიონს|[[ვახუშტი ბატონიშვილი]]<ref>''ვახუშტი ბატონიშვილი'' „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 166 — თბილისი, 1941</ref>}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტეხური“-დან