ტეხური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 48:
'''ტეხური''' — [[მდინარე]] საქართველოში. გაედინება [[დასავლეთ საქართველო]]ში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. სათავე აქვს [[ეგრისის ქედი|ეგრისის ქედის]] სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ [[ტეხურიშდუდი|ტეხურიშდუდთან]], ზღვის დონიდან 2400 მ სიმაღლეზე. მდინარე [[რიონი|რიონს]] ერთვის მარჯვნიდან. სიგრძე 108 კმ, აუზის ფართობი 1040 კმ². მთავარი შენაკადია მდინარე [[აბაშა (მდინარე)|აბაშა]]. საზრდოობს [[წვიმა|წვიმის]], მიწისქვეშა და თოვლის წყლით. [[წყალდიდობა]] იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები — მთელი წლის მანძილზე. საშუალო წლიური ხარჯი [[ნოქალაქევი|ნოქალაქევთან]] 30,2 კმ². იყენებენ [[ხე-ტყის დაცურება|ხე-ტყის დასაცურებლად]] და სოფლის წისქვილებისათვის. ხეობის ზემო ნაწილში მდებარეობს კურორტი [[ლებარდე (კურორტი)|ლებარდე]].
 
მდინარის აუზში 503 შენაკადია, საერთო სიგრძით 1047 კმ. ძირითადი შენაკადები, რომელთა სიგრძე 10 კმ-ზე მეტია არის ხუთი: მარცხენა მდინარე ჩხოროწყუ (11 კმ), მარცხენა მდინარე [[წაჩხურა]] (12 კმ), მარჯვენა მდინარე [[გურძენი]] (20კმ), მარჯვენა მდინარე [[ნახური]] (11 კმ), მარცხენა მდინარე [[აბაშა (მდინარე)|აბაშა]] (66 კმ). მდინარე აბაშის აუზის შეერთების შემდეგ მდინარე ტეხურის აუზი ღებულობს ასიმეტრიულ ფორმას. მდინარის სიმჭიდროვის კოეფიციენტი ტოლია 1.01 კმ/კმ².
 
მდინარის [[კალაპოტი]] ზომიერად კლაკნილია და ძირითადად დაუტოტავი. სოფელ დობერაზინის მიდამოებში იყოფა 2-3 ტოტად, რის გამოც წარმოიქმნება დაბალი, არამდგრადი კუნძულები კენჭნარ-ქვიშოვანი ზედაპირით. მდინარის კალაპოტისთვის დამახასიათებელია, საშუალოდ ყოველ 30-50 მეტრში, მუხლები და ჩქერები. მდინარის კალაპოტის სიგანე იცვლება 2 მ-დან (სათავიდან 2.5 კმ-ს ქვემოთ) 20 მ-მდე (სოფ. დობერაზინში). ძირითადად ჭარბობს 5 მ. სიღრმეები მუხლებთან შეადგენს 0.3-1.6 მ-ს, ხოლო ჩქერებთან 0.4-.5 მ-ს.
არამდგრადი კუნძულები კენჭნარ-ქვიშოვანი ზედაპირით. მდინარის კალაპოტისთვის დამახასიათებელია, საშუალოდ ყოველ 30-50 მეტრში, მუხლები და ჩქერები. მდინარის კალაპოტის სიგანე იცვლება 2 მ-დან (სათავიდან 2.5 კმ-ს ქვემოთ) 20 მ-მდე (სოფ. დობერაზინში). ძირითადად ჭარბობს 5 მ. სიღრმეები მუხლებთან შეადგენს 0.3-1.6 მ-ს, ხოლო ჩქერებთან 0.4-.5 მ-ს.
 
მისი კალაპოტი ულამაზესი კლდოვანი კანიონებითა და ქვაბულების სიუხვით გამოირჩევა, რაც იდეალურ პირობებს უქმნის ჯომარდობის მოყვარულთ. ტეხურის შუა და ზედა წელის ფაუნა საინტერესოა თავისი მრავალფეროვნებით. აქ მრავლადაა სხვადასხვა სახეობის სარეწაო მნიშვნელობის თევზი: [[თეთრულა]], [[ტობი]], [[წვერა (სახეობა)|წვერა]], [[ქაშაპი]], [[მურწა]]. მდინარეში ბინადრობს კალმახიც[[კალმახი]]ც, მაგრამ მასზე თევზაობა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.
 
ტეხური თავისი ეკო-პირობებისა და მასში გავრცელებული ფლორისა და ფაუნის მიხედვით, მთელ სიგრძეზე იყოფა პირობითად 3 უბნად ან მონაკვეთად: საკალმახე უბანი, შუა უბანი: და შერეული უბანი. მდინარე ტეხურას შუა და ზემო წელის ორივე სანაპირო მდიდარია ტყის რესურსებით,
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტეხური“-დან