მითრიდატე VI ევპატორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Mithridates VI of Pontus.jpg|thumb|მითრიდატე VI-ს გამოსახულება]]
[[ფაილი:Reich des Mithridates aus-Putzgers, Historischer Schul-Atlas 39. Auflage. 1917. Tafel 9a.jpg|thumb|მითრიდატე VI-ს სამეფო]]
'''მითრიდატე VI ევპატორი''', ''დიონისე'', ''მითრიდატე დიდი'' (Mithridatēs Eūpatōr Dionysos; დ. [[ძვ. წ. 132]] — გ. [[ძვ. წ. 63]]) — [[პონტოს სამეფო|პონტოს]] [[მეფე]] [[ძვ. წ. 121]]-იდან (ფაქტობრივად, [[ძვ. წ. 111]]-იდან) — როდესაც მამამისი, [[მითრიდატე V ევერგეტი]], შეთქმულებმა მოკლეს, მითრიდატე VI გაიქცა და 10 წლის მანძილზე იმალებოდა. [[ძვ. წ. 111]] დაბრუნდა პონტოს დედაქალაქ [[სინოპი|სინოპში]], სიკვდილით დასაჯა დედა ლაოდიკე და მისი მომხრეები, დაახოცვინა ძმები და შეუდგა მეფობას. მემკვიდრეობით მიიღო შედარებით მცირე სამეფო, მაგრამ მალე გააფართოვა მისი საზღვრები; ძვ.წ. 111—110 შემოიერთა [[მცირე სომხეთი|მცირე არმენია]], დაიპყრო კოლხეთი, [[ძვ. წ. 107]] — [[ბოსფორის სახელმწიფო|ბოსფორის სამეფო]] და ყირიმის ბერძნული ქალაქები; ცდილობდა მთელი შავიზღვისპირეთის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას და აზიიდან რომაელთა განდევნის მიზნით კავშირი შეკრა შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროს ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოებთან; გარკვეული დროით [[კაპადოკია]] და ბითვინიაც შემოიერთა. დაახლოებით [[ძვ. წ. 95]] ხელშეკრულება დადო [[ტიგრან II|ტიგრან II-თან]]. ძვ.წ. 89—85 ებრძოდა რომს (I მითრიდატული ომი), მცირე აზიიდან განდევნა რომაელები და საბერძნეთში გადავიდა, მაგრამ დამარცხდა და დაპყრობილი ტერიტორიები დათმო. ძვ.წ. 83—81 უმნიშვნელო შეტაკება ჰქონდა რომთან (II მითრიდატული ომი); [[ძვ. წ. 74]] დაიწყო მისი III ომი რომთან. რომაელთა სარდალმა [[ლუკულუსი|ლუკულუსმა]] მითრიდატე VI დაამარცხა და აიძულა სომხეთში გაქცეულიყო, სადაც მან ტიგრან II-თან ერთად განაგრძო რომაელებთან ომი. დროებით დაიბრუნა პონტოს სამეფო, მაგრამ 66 პომპეუსმა კვლავ დაამარცხა. მითრიდატე VI-მ თავი შეაფარა ჯერ [[კოლხეთის სამეფო|კოლხეთს]], შემდეგ — ბოსფორს, სადაც რომაელებთან ახალი ბრძოლებისათვის ემზადებოდა. [[ძვ. წ. 63]] მას აუჯანყდა ვაჟიშვილი ფარნაკე. ბრძოლაში მითრიდატე VI დაიღუპა.
 
მითრიდატე VI იყო ენერგიული, ფიზიკურად ძლიერი განათლებული პიროვნება, (ფლობდა 22 [[ენა (ენათმეცნიერება)|ენას]]), ნიჭიერი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი, ამასთანავე ძალზე მკაცრი და შეუბრალებელი. მის დროს [[პონტოს სამეფო]] ვრცელ სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ სხვადასხვა ხალხები და ტომები, მათ შორის ქართველური ტომებიც.