ნან-მადოლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
ნან-მანდოლის კომპლექსმათანამედროვე სახე მიიღო დაახლოებით [[1285]]-[[1485]] წლებს შორის, [[საუდელერები]]ს მმართველობის პერიოდში. [[საუდელერები]]ს აღზევების დროს მიკრონეზიელებმა დაიწყეს დასახლება კუნძულზე და დაიწყეს სხვადასხვა ნაგებობების აშენება. დაახლოებით [[1500]] წლისათვის მმართველი დინასტიის წარმომადგენლები გააძევეს აღნიშნული ტერიტორიებიდან. რა იყო ამის მიზეზი - არ არის ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით ნან-მადოლი დაიპყრეს მეზობელი კუნძულის, [[კუსაიე (კუნძული)|კუსაიეს]] წარმომადგენლებმა.
 
[[1529]] წელს ესპანელმა ზღვაოსანმა [[ალვარო დე საავედრა]]მ აღმოაჩინა არქიპელაგი, რომელსაც მოგვიანებით უწოდეს კაროლინის კუნძულები. შემდეგ კუნძულებზე გამოჩდნენ ამერიკელები და ევროპელებიც, რომლებმაც აღმოაჩინეს სრულიად დაცლილი ქალაქი. თუმცა ადგილობრივებს სჯერათ, რომ აქ დღესაც ცხოვრობენ სულები.
 
განადგურებული ქალაქის ქვები წყლის ქვეშაა მოქცეული და დაფარულია მარჯნის სქელი ფენით. ნაგებობები სანაპიროსთან მდებარეობს ზღვის ზედაპირიდან 20 მეტრის სიღრმეში, როგორც ცნობილია [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]] [[ზღვის დონე]] დაბალი იყო 1-1,5 მეტრით, რაც გვაძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ საუდელერების დინასტიამ გამოიყენა მანამდე არსებული ძველი შენობის ფუნდამენტი.
 
== მშენებლობის ტექნოლოგია ==
მცირე კუნძულების ფუნდამენტი არის [[მარჯნის რიფები]]. მათზეა აგებული [[ბაზალტი]]ს მასიური ქვები, რომლებსაც [[პრიზმა|პრიზმის]] ფორმა აქვთ. ქალაქის ასაშენებლად გამოყენებულია ათასობით მსგავსი [[მეგალითები|მეგალითი]], რომელთაგანაც ზოგიერთი ხუთი მეტრის სიგრძისაა და იწონის ხუთ ტონაზე მეტს. ერთ-ერთი ქვა, რომელიც საძირკველშია ჩაშენებული, სპეციალისტების შეფასებით 50 ტონას უნდა იწონიდეს.
 
== მნიშვნელობა ==
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნან-მადოლი“-დან