პერმული სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{პერმული}}
'''პერმული სისტემა (პერიოდი)''', [[პალეოზოური ჯგუფი]]ს უკანასკნელი, რიგით მეექვსე სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის პალეოზოური ერის მეექვსე პერიოდი). მოსდევს [[კარბონული სისტემა|კარბონულ სისტემას (პერიოდს)]] და წინ უსწრებს [[მეზოზოური ჯგუფი]]ს (ერის) [[ტრიასული სისტემა|ტრიასულ სისტემას (პერიოდს)]]. აბსოლუტური გეოქრონოლოგიით პერმული პერიოდი დაიწყო 285 მლნ წლის წინათ და გრძელდებოდა 55 მლნ. წელი. გამოყო [[როდერიკ მერჩისონი|როდერიკ მერჩისონმა]] [[1841]] წელს [[რუსეთის ვაკე]]ზე და ურალში. პერმული სისტემა იყოფა ორ სექციად. უფრო მცირე ერთეულებად დანაწილება სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარია.
 
პერმულ პერიოდში გამოვლინდა [[ჰერცინული დანაოჭება|ჰერცინული დანაოჭების]] უკანასკნელი ფაზისები, განსაკუთრებით გეოსინკლინურ არეებში. ბაქნების მნიშვნელოვან ფართობებზე ამ დროს აზევება და ძლიერი რეგრესია აღინიშნება, რასაც პერიოდის ბოლოს მკვეთრი კონტინენტური რეჟიმის დამყარება მოჰყვა. პერმულ პერიოდში შესამჩნევად გაძლიერდა ხმელეთის [[მცენარეები|მცენარეთა]] და[[ცხოველები|ცხოველთა]] როლი, რაც გამოწვეული იყო ხმელეთის ფართობის მკვეთრი ზრდით. საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ზღვის ფაუნაც.