გონიოს ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 37.75.133.113 ცვლილებების გაუქმება (№3081694)
ხაზი 105:
 
[[1547]] წელს გონიოს ციხე [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალებმა]] დაიკავეს და მათ მფლობელობაში იყო [[1878]] წლამდე. როდესაც [[სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება|სან-სტეფანოს ზავი]]თ აჭარასთან ერთად [[რუსეთის იმპერია]]ს გადაეცა. ციხე გეგმით დიდი ზომის სწორკუთხედია (195 × 245 მ). ყოველ მხარეს თითო ჭიშკარი აქვს, გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული. კუთხის კოშკები უფრო დიდია. გონიოს ციხე ქვითაა ნაგები. შეინიშნება რამდენიმე სამშენებლო ფენა. პირველი ფენა (III-V სს.) გამოირჩევა კარგი დამუშავებითა და წყობით, მეორე ფენის კოშკებიანი კედლები (VI-VII სს.) შედარებით ნაკლები ხარისხისაა, მესამე ფენა კი იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც ციხე ოსმალებს ეჭირათ (XVI ს.).
 
==არქეოლოგიური ექსპედიციები==
1959 წელს გონიოში ჩატარდა დაზვერვითი ხასიათის არქეოლოგიური სამუშაოები (ო. ლორთქიფანიძე, თ. მიქელაძე, ა. რამიშვილი), რომლის დროსაც მიწის წიაღში მოქცეული საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაშთები გამომზეურდა.
 
საყურადღებო შედეგები მოგვცაგონიის 1961 წლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ი. გრძელიშვილი). ციხის დასავლეთით, ბათუმ-სარფის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს გაითხარა დიდი ნაგებობა, რომელიც ექსპედიციის ხელმძღვანელის წინასწარი ვარაუდით, აფსარის ჰიპოდრომის ნანგრევი იყო. ამის გარდა ამ ექსპედიციის უდიდესი მონაპოვარია გონიის მიდამოებში რკინის მეტალურგიული დიდი კერის აღმოჩენა.
 
რაც შეეხება საკუთრივ ციხის ტერიტორიაზე მოპოვებული მასალის (კერამიკა, მონეტები) ასაკს, იგი ძვ. წელთაღრიცხვის II-I საუკუნეების ქვემოთ აღარ მოდის (დ. ხახუტაიშვილი).
 
გონიოს ციხეში [[2010]] წლიდან მოქმედებს [[გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი|მუზეუმ-ნაკრძალი]], სადაც ძველი წელთაღრიცხვიდან [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] 80-იან წლებამდე დათარიღებული ექსპონატები ინახება.<ref>[http://www.onlinenews.ge/index.php?id=1263&lang=geo გონიოს ციხე-სიმაგრეში მუზეუმი გაიხსნა]. „ONLINENEWS.GE“, 24 აგვისტო, 2010</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გონიოს_ციხე“-დან