აბუსერისძენი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''აბუსერისძენი''' — XI-XIV საუკუნეების საქართველოს დიდ ფეოდალთა საგვარეულო.
'''აბუსერისძენი''', XI-XIV საუკუნეების საქართველოს დიდ ფეოდალთა საგვარეულო. ამ გვარის პირველი წარმომადგენელი არტანუჯის [[ერისთავი]] იოანე აბუსერისძე [[ბაგრატ IV|ბაგრატ IV-ის]] მეფობის პირველ წლებში იხსენიება. რამდენიმე საუკუნის მანძილზე აჭარის ერისთავთ-აბუსერისძეთა სარეზიდენციო ადგილი ხირხათის ციხე იყო. აბუსერისძენი თავიანთი ძლიერების ხანაში ფლობდნენ შავშეთ-კლარჯეთსა და იყვნენ სამცხის ციხისჯვრისა და აწყურის სამეფო ციხეების გამგებლები.
 
==ისტორია==

დროთა განმავლობაში XI საუკუნის II ნახევარში აბუსერისძენი თანდათან კარგავენ თავიანთი სამფლობელოების მნიშვნელოვან ნაწილს. მათ დაკარგეს ჯერ [[არტანუჯი]], შემდეგ ციხისჯვარი და აწყური. XII-XIII საუკუნეებში შეინაღჩუნეს მხოლოდ აჭარა და იყვნენ მხოლოდ [[ხიხათა ერისთავთერისთავები]]. XIII საუკუნის 60-იან წლებში კი მათ სამცხეში გაძლიერებული [[ჯაყელები]] აჭარასაც ართმევენ ხელიდან.