ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება (1812): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Southeast Europe 1812 map en.PNG|მინი|აღმოსავლეთი ევროპა ხელშეკრულების შემდეგ]]
'''ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება''', ''ბუქარესტის ტრაქტატი'' — ამ ხელშეკრულებით დასრულდა [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1806-1812)|რუსეთ-ოსმალეთის]] [[1806]]-[[1812]] წლების ომი. ხელშეკრულებას ხელი [[1812]] წლის 28 მაისს მოეწერა (რუსეთის მხრიდან [[მიხეილ კუტუზოვი|მიხეილ კუტუზოვმა]], ოსმალეთის მხრივ აჰმედ-ფაშამ), ხოლო რატიფიცირება მოხდა 1812 წლის 5 ივლისს.<ref>{{cite encyclopedia|last=Robarts|first=Andrew|editor-first=Gábor|editor-last=Ágoston|editor2-first= Bruce|editor2-last=Masters|encyclopedia=Encyclopedia of the Ottoman Empire|title= Bucharest, Treaty of|year=2008|publisher=Facts On File|isbn=978-0-8160-6259-1|page=94}}</ref> საზავო მოლაპარაკება დაიწყო [[1811]] წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც რუსებმა გაანადგურეს და გარემოცვაში მოაქციეს თურქეთის მთავარი სამხედრო ძალები, თურქები ცდილობდნენ გაეჭიანურებიათ მოლაპარაკება, მაგრამ კუტუზოვმა შეძლო [[ნაპოლეონ ბონაპარტი|ნაპოლეონის]] შემოსევამდე ერთი თვით ადრე დაედო რუსეთისათვის მეტად ხელსაყრელი ზავი. ხელშეკრულებამ უზრუნველყო რუსეთის სამხრეთის საზღვრების უსაფრთხოება და ნაპოლეონთან საბრძოლველად გამოათავისუფლა დუნაის არმია.
 
==ისტორია==
ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება შეიცავდა 16 საჯარო და 2 საიდუმლო მუხლს. ხელშეკრულების თანახმად [[ბესარაბია]] გადაეცა რუსეთს, დუნაის სამთავროებში მკვეთრად შეიზღუდა ოსმალეთის უფლებები. მე-6 მუხლი ეხებოდა კავკასიასა და [[საქართველო]]ს. რუსეთს ოსმალეთისათვის უნდა დაებრუნებინა იარაღით მოპოვებული ტერიტორია და ციხესიმაგრეები [[ანაპა|ანაპა]], [[ფოთი]] და [[ახალქალაქი]], სამაგიეროდ თვითონ რჩებოდა [[იმერეთი]], [[სამეგრელო]], [[გურია]] და [[აფხაზეთი]]. ამგვარად [[ბუქარესტი]]ს საზავო ხელშეკრულებამ იურიდიულად გააფორმა დასავლეთ საქართველოს შეერთება რუსეთთან. ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების მთავარი პუნქტები დაადასტურა [[აკერმანის კონვენცია]]მ ([[1826]]).
1806 წელს დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი, რომელიც 1812 წლამდე გაგრძელდა. ოსმალეთი მიზნად ისახავდა ყირიმის ნახევარკუნძულისა და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის დაბრუნებას, ასევე მოლდოვაზე, ვალახეთსა და სერბეთზე სრული ბატონობის დამყარებას.
 
1806-1810 წლებში რუსეთმა დუნაისპირეთსა და ბალკანეთზე ვერ შესძლო ფართომასშტაბიანისაბრძოლო ოპერაციების წარმოება. 1810 წელს რუსეთის არმიამ გადალახა მდინარე დუნაი და მიაღწია ბალკანეთის უღელტეხილებს. რუსებმა მიღწეულის შენარჩუნება ვერ შეძლეს, ჩრდილოეთ ბულგარეთი დატოვეს და საწყის პოზიციებზე დაიხიეს. 1811 წელს რუსეთის არმია შეტევაზე გადავიდა და რამდენიმე ბრძოლაში ოსმალეთის არმია სასტიკად დაამარცხა.
 
რუსეთის არმიამ წარმატებები მოიპოვა კავკასიის ფრონტზეც. 1810 წელს რუსებმა აიღეს ფოთი და სოხუმი, 1811 წელს — ახალქალაქი.
 
საზავო მოლაპარაკება დაიწყო [[1811]] წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც რუსებმა გაანადგურეს და გარემოცვაში მოაქციეს თურქეთის მთავარი სამხედრო ძალები, თურქები ცდილობდნენ გაეჭიანურებიათ მოლაპარაკება, მაგრამ კუტუზოვმა შეძლო [[ნაპოლეონ ბონაპარტი|ნაპოლეონის]] შემოსევამდე ერთი თვით ადრე დაედო რუსეთისათვის მეტად ხელსაყრელი ზავი. ხელშეკრულებამ უზრუნველყო რუსეთის სამხრეთის საზღვრების უსაფრთხოება და ნაპოლეონთან საბრძოლველად გამოათავისუფლა დუნაის არმია.
 
1812 წლის 16 მაისს ბუქარესტში რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება (ტრაქტატი), რომელიც შეიცავდა 16 საჯარო და 2 საიდუმლო მუხლს. ხელშეკრულების თანახმად [[ბესარაბია]] გადაეცა რუსეთს, დუნაის სამთავროებში მკვეთრად შეიზღუდა ოსმალეთის უფლებები.
 
ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების მესამე მუხლში აღნიშნული იყო, რომ უცვლელად რჩებოდა რუსეთსა და ოსმალეთს შორის ადრე დადებული ყველა ხელშეკრულება. ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით რუსეთმა მიიღო ბესარაბია.
 
რუსეთ-ოსმალეთის 1812 წლის 16 მაისის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება შეეხო საქართველოს. ოსმალეთმა სცნო ქართლ-კახეთის სამეფოს, იმერეთის სამეფოს, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროების გადასვლა რუსეთის მფლობელობაში. საზავო ხელშეკრულების მეექვსე მუხლში აღნიშნული იყო, რომ რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი აზიაში უნდა აღდგენილიყო ომამდელი სახით. რუსეთს ოსმალეთისათვის უნდა დაებრუნებინა აზიაში (სამხრეთ კავკასიაში) დაკავებული ციხე-სიმაგრეები, ქალაქები, დაბები და სოფლები.
 
რუსეთმა ოსმალეთს დაუბრუნა [[ანაპა]], [[ფოთი]] და [[ახალქალაქი]], მაგრამ შესძლო სოხუმის შენარჩუნება. სოხუმი რუსეთს დარჩა იმის გამო, რომ 1810 წელს აფხაზეთის მთავარი რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შევიდა. დამარცხებულმა ოსმალეთმა თავი ვეღარ გამოიდო აფხაზეთის შენარჩუნების მიზნით. საბოლოოდ რუსეთს დარჩა შავი ზღვის სანაპირო სოხუმიდან რედუტ-კალემდე. ამგვარად [[ბუქარესტი]]ს საზავო ხელშეკრულებამ იურიდიულად გააფორმა დასავლეთ საქართველოს შეერთება რუსეთთან. ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების მთავარი პუნქტები დაადასტურა [[აკერმანის კონვენცია]]მ ([[1826]]).
 
== იხილეთ აგრეთვე ==