გალბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
:{{sqc|SERVIVS SVLPICIVS GALBA CAESAR AVGVSTVS}}
:{{IPA-la|ˈsɛr.wi.ʊs sʊɫˈpɪ.ki.ʊs ˈgaɫ.ba ˈkae̯.sar au̯ˈgʊs.tʊs|IPA}}</ref> დ. [[24 დეკემბერი]], [[ძვ. წ. 3]] — გ. [[15 იანვარი]], [[69]]) — [[რომის იმპერია|რომის]] [[რომის იმპერატორი|იმპერატორი]] [[68]] წლის [[9 ივნისი]]დან [[69]] წლის 15 იანვარს მის მკვლელობამდე. ის იყო [[ტარაკონის ესპანეთი]]ს მმართველი და საიმპერატორო ტახტის ხელში ჩაგდება [[გაიუს იულიუს ვინდექსი|ვინდექსის]] აჯანყების დროს მოახერხა. ის [[ოთხი იმპერატორის წელი|ოთხი იმპერატორის წლის]] პირველი იმპერატორი იყო. გალბა, აგრეთვე, [[ძვ. წ. I საუკუნე]]ში დაბადებული უკანასკნელი იმპერატორი იყო.
 
== წარმომავლობა და ოჯახური ხე ==
დაიბადა, როგორც '''სერვიუს სულპიციუს გალბა''', სვეტონიუსის სიტყვებით, „ტარაკინას მახლობელ ბორცვზე აღმართულ ვილაში, ფუნდის მიმართულებიდან ხელმარცხნივ.“<ref>[{{Google books|plainurl=y|id=UrGdu3CwL2IC|page=248|text=on the left as you go towards Fundi}} Suetonius Tranquillus, The Lives Of The Caesars]</ref>
 
პაპამისი მამის მხრიდან [[სერვიუს სულპიციუს გალბა (პრეტორი)|სერვიუს სულპიციუს გალბას]] შვილი იყო. გალბას მამამ კონსულობაც მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ დაბალი, კუზიანი და გულგრილი მოსაუბრე იყო, სასამართლოში გულმოდგინე დამცველად იქცეოდა.
 
დედამისი იყო მუმია აქაიკა, ლუტაციუს კატულუსის (კონსული ძვ. წ. 78 წელს) შვილიშვილი და ლუციუს მუმიუს აქაიკუსის შვილთაშვილი. მათ გალბას გარდა კიდევ მხოლოდ ერთი, უფროსი შვილი ჰყავდათ, რომელსაც გაიუსი ერქვა. თავისი ქონების უდიდესი ნაწილის გაფლანგვის შემდეგ, მან რომი დატოვა და თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც ტიბერიუსმა იმ წელს პროვინციების განაწილებაში მონაწილეობის მიღების საშუალება არ მისცა და ამგვარად შეურაცხყო. გალბას მამა მეორედ ლივია ოკელინაზე, დედოფალ ლივიას შორეულ ნათესავზე დაქორწინდა. მოგვიანებით, დედინაცვალმა გალბა იშვილა. ამ უკანასკნელმა მისი სახელებიც მიიღო და გახდა '''ლუციუს ლივიუს ოკელა სულპიციუს გალბა'''. გაიმპერატორებამდე მას ასეც მოიხსენიებდნენ.
 
გალბას ოჯახი წარჩინებულთა რიგს მიეკუთვნებოდა, თავად კი დიდი სიმდიდრის პატრონი იყო. ადრეულ წლებში მას შესანიშნავი შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდად მოიხსენიებდნენ. როგორც ამბობდნენ, ავგუსტუსმა და ტიბერიუსმა მას დიდებული მომავალი უწინასწარმეტყველეს ([[ტაციტუსი]], ''[[ანალები (ტაციტუსი)|ანალები]]'', [http://www.perseus.tufts.edu/cgi-bin/ptext?lookup=Tac.+Ann.+6.20 vi. 20]; [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Galba*.html#4 სვეტონიუსი, ''გალბა''&nbsp;4]; დიონ კასიუსი 57.19.4).
 
მისი ცოლი, ემილია, ერთგვარად დაკავშირებული იყო ზოგიერთი თავისი ახლობლის ქორწინებით იულიუს-კლავდიუსებთან. მათ ორი შვილი ჰყავდათ, შესაძლოა, გაიუსი და სერვიუსი (სავარაუდოდ, ლივიუს ოკელა გალბა), რომლებიც მამის სიცოცხლეშივე გარდაიცვალნენ. უფროსი ვაჟი, დაახლოებით, 25 წელს დაიბადა. მისი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, რადგანაც ახალგაზრდა გარდაიცვალა. იგი დანიშნული იყო თავის დედინაცვლის შვილზე, ანტონია პოზტუმაზე, თუმცა ისინი არასდროს დაქორწინებულან. მათი ნიშნობა 48 წლითაა დათარიღებული და ეს წელი, ძირითადად, მისი გარდაცვალების თარიღადაც მიიჩნევა.
 
უმცროსი ვაჟი 25 წლის შემდეგ, თუმცა 30 წლამდე უნდა დაბადებულიყო. მან თავის უფროს ძმაზე დიდხანს იცოცხლა. 58 წელს იგი კვესტორი იყო, თუმცა შემდეგ პოლიტიკაში აღარ ჩანს. ძირითადად, მიჩნეულია, რომ იგი 60 წლისათვის გარდაიცვალა. გალბა უმცროსი არასდროს დაქორწინებულა და არც შვილები ჰყოლია.
 
სვეტონიუსის აღწერის თანახმად, გალბა „ვნებას ძლიერი და ასაკოვანი მამაკაცებისადმი უფრო ამჟღავნებდა.“<ref>Suetonius, ''Galba'', 22</ref> როგორც ჩანს, ეს ერთადერთი შემთხვევაა რომის ისტორაში, როდესაც დასახელებული მამაკაცი აცხადებს, რომ იგი ზრდასრულ მამაკაცებს ანიჭებს უპირატესობას.<ref>Richlin, ''The Garden of Priapus: Sexuality and Aggression in Roman Humor'', Oxford, 1992</ref>
 
== საჯარო სამსახურში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გალბა“-დან