MediaWiki: განსხვავება გადახედვებს შორის

24 ბაიტი დაემატა ,  5 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''MediaWiki''' ([[ქართული ენა|ქართულად]]: '''მედიავიკი''') — პროგრამული მექანიზმი ვებ–გვერდებისათვის, რომელიც მუშაობს [[Wiki]]ს ტექნოლოგიაზე. ის დაწერილია სპეციალურად [[ვიკიპედია|ვიკიპედიისათვის]] და გამოიყენება [[ფონდი ვიკიმედია|ფონდი ვიკიმედიის]] სხვა პროექტებშიც. მას აგრეთვე იყენებენ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებიც. MediaWiki თავისუფალ პროგრამას წარმოადგენს და ვრცელდება [[GNU General Public License]]-ის პირობებით.
 
MediaWiki დაწერილია [[PHP]]-ზე და მონაცემთა შენახვისათვის იყენებს მონაცემთა რელაციურ ბაზას (შეიძლება [[MySQL]]-ის, [[PostgreSQL]]-ის, [[SQLite]]-ისა და [[Oracle]]-ის გამოყენება); აქვს პროგრამების — [[memcached]]-ის და [[Squid]]-ის მხარდაჭერა.
 
MediaWiki წარმოადგენს გვერდების ბაზებთან მუშაობის ინტერფეისს, სისტემის ადმინისტრირებასთან წვდომის უფლებების გამიჯვნის შესაძლებლობას, ტექსტის დამუშავების საშუალებას როგორც ვიკი-ტექსტის საკუთარ ფორმატში, ისე [[HTML]]-ისა და [[TeX]]-ის ფორმატებში (ფორმულებისთვის), გამოსახულებებისა და სხვა ფაილების ატვირთვის შესაძლებლობას.
 
გაფართოების მოქნილი სისტემა მომხმარებლებს აძლევს საშუალებას დაამატოს საკუთარი ახალი შესაძლებლობები და პროგრამული ინტერფეისები.