ქართლოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 13:
 
== მემატიანის ცნობები ==
მემატიანის ცნობით, ”მას ჟამსა (მცხეთის მამასახლისობის დროს) დაივიწყეს დამბადებელი ღმერთი და ექმნეს მსახურ მზისა, მთოვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა, ხოლო მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისა”, რომელიც არმაზში (ქართლში) დაკრძალეს. ამრიგად, ასტრალური კულტის, კერპთაყვანისცემის შორეულ ჟამს ქართველთა დიდ მითიურ წინაპარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ჰეროსს და ღვთაებას.

==ქართლოსი პროზაში==
შეიქმნა მითები, რომელთაგან ერთი [[ვაჟა-ფშაველა]]მ დაამუშავა პოემაში „ჰაოს და ქართლოს“. ამ თქმულებით, ”თვალცრემლიანი ჰაოსი ქართლოსს მოადგა კარზედა”, შესჩივლა მტერმა დამჩაგრა, საბრძაბენელი დავკარგე და შემივრდომეო. ქართლოსი ძმას ძმურად ეხვევა. ხარს უკლავს, სახლს და ქონებას უნაწილებს. ეუბნება: ”ერთად ვიცხოვროთ ძმურადა, მტერს შევუთვალოთ მუქარა”. სიტყვით ჰაოსი ეთანხმება, ფიცს აძლევს : ” ღმერთმა ჰქნას ჩვენი ერთობა ბოლომდე იყოს მტკიცეთა”. მაგრამ მერე ქართლოსს ომში იწვევენ. იქ საარაკო საგმირო საქმეებით იხვეჭს სახელს, ჩამოდის და ჰაოსი შინ არ უშვებს. სახლ-კარი და ქონება მიუთვისებია, ქართლოსი სიზმარშიც იტანჯება, მაგრამ ელანდება არა ძმის მუხანათობა, არამედ მტერთან შეხლა და ხმალთა ტრიალი.
 
ნაწარმოები ქართლის ცხოვრება. [[ვაჟა-ფშაველა]], მეოთხე ტომი, საქართველოს ეპონიმია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართლოსი“-დან