ტიბერიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 201:
 
ისტორიკოსებს შორის სერიოზული დავა არსებობს იმასთან დაკავშირებით, როდის განასხვავეს ქრისტიანობა იუდაიზმისაგან.<ref name="Jossa" /> მკვლევართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ იუდეველებისა და ქრისტიანების რომაული გამიჯვნა 70 წლისთვის უნდა მომხდარიყო.<ref name="Jossa" /> უფრო სავარაუდოა, რომ ტიბერიუსი ქრისტიანობას უყურებდა, როგორც იუდაისტურ სექტას და არა განცალკევებულ, მკაფიო სარწმუნოებას.<ref name="Jossa" />
 
=== არქეოლოგია ===
ტიბერიუსის სასახლე რომში [[პალატინის ბორცვი|პალატინის ბორცვზე]] მდებარეობდა. მისი ნანგრევების ნახვა დღესაცაა შესაძლებელი. მისი ზეობისას ქალაქში რაიმე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სამუშაო არ შესრულებულა, თუ არ ჩავთვლით ავგუსტუსისადმი მიძღვნილი ტაძრის მშენებლობასა და პომპეუსის თეატრის აღდგენით სამუშაოებს,<ref>ტაციტუსი, ''ანალები'' [[wikisource:The Annals (Tacitus)/Book 6#45|IV.45]], [[wikisource:The Annals (Tacitus)/Book 3#72|III.72]]</ref><ref>სვეტონიუსი, ''თორმეტი კეისრის ცხოვრება'', ტიბერიუსის ცხოვრება [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Tiberius*.html#47 47]</ref> რომელთაგან ორივე კალიგულას მმართველობისას დასრულდა.<ref>სვეტონიუსი, ''თორმეტი კეისრის ცხოვრება'', კალიგულას ცხოვრება [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Caligula*.html#21 21]</ref> გარდა ამისა, აღსანიშნავია, ტიბერიუსის ვილის ნანგრევები სპერლონგასთან, რომელიც [[გროტი|გროტსაც]] მოიცავს, სადაც აღმოჩენილია მნიშვნელოვანი სპერლონგას ქანდაკებების ფრაგმენტები და ''ვილა იოვისი'' კუნძულ კაპრიზე, რომლის ნაშთებიც ამჟამად დაკონსერვებულია. ტაციტუსის მიხედვით, კაპრის მამულში სულ თორმეტი ვილა მდებარეობდა,<ref name="tacitus-annals-iv-67" /> რომელთაგანაც უდიდესი ''ვილა იოვისი'' იყო.
 
ტიბერიუსმა უარი თქვა, რომ მისთვის როგორც ცოცხალი ღმერთისთვის ისე ეცათ თაყვანი და მის პატივსაცემად მხოლოდ ერთი ტაძრის აგების ნებართვა გასცა სმირნაში.<ref>ტაციტუსი, ''ანალები'' [[wikisource:The Annals (Tacitus)/Book 4#37|IV.37–38]], [[wikisource:The Annals (Tacitus)/Book 4#55|IV.55–56]]</ref> ქალაქ [[ტიბერია]]ს (დღევანდელ ისრაელში, [[ტიბერიადის ტბა|ტიბერიადის ტბის]] დასავლეთ სანაპიროზე) ეს სახელი [[ჰეროდე ანტიპა]]მ ტიბერიუსის პატივსაცემად უწოდა.<ref>Josephus, ''Antiquities of the Jews'' [[wikisource:The Antiquities of the Jews/Book XVIII#Chapter 2|XVIII.2.3]]</ref>
 
== ოჯახი და შვილები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტიბერიუსი“-დან