საშინელებათა ლიტერატურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
[[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] გოთიკური პროზა იწყება [[ჰორაციუს უოლპოლი|ჰორაციუს უოლპოლის]] რომანიდან „[[ოტრანტოს ციხე-კოშკი]]“. უოლპოლი პირველი იყო, ვინც რეალიზმს გასცდა და თანამედროვეობაში შემოიტანა [[ზებუნებრივი]] ელემენტები. თავდაპირველად, ავტორმა იცრუა და ფსევდონიმის ქვეშ გამოაქვეყნა წიგნი, როგორც [[შუასაუკუნეები|შუასაუკუნეების]] იტალიური სასიყვარულო რომანი, გამოგონილი მთარგმნელის მიერ აღმოჩენილი. წიგნი, მკითხველთა ნაწილმა მდაბიურად მონათლა, ნაწილმა კი მალევე აიტაცა და პოპულარობაც მოუპოვა. მას შემდეგ გოთიკურ რომანს ისეთი წიგნების ტალღა მოაწვა, როგორებიცაა [[უილიამ ბექფორდი]]ს — [[ვატეკი]] (1786), [[ენ რედკლიფის]] [[უდოლფოს საიდუმლოება]] (1794), იტალიელი (1796) და [[მეთიუ ლიუსი]]ს — ბერი (1797). გოთიკური პროზის უმეტესობა მდედრი ავტორების ნამუშავარია და მიჩნეულია ქალურ ლიტერატურად, რადგან პროტაგონისტები, ძირითადად არიან პირქუშ სასახლეში გამომწყვდეული ქალები.
 
[[XVIII საუკუნე]]ში გოთიკური ლიტერატურა დააგვირგვინა საშინელებათა ჟანრმა. სწორედ ამ საუკუნის ნამუშევრებზეა დაყრდნობილი თანამედროვე საშინელებათა ლიტრეტურა და ისინი ამ ჟანრის მაგნუმ ოპუსად ითვლებიან. ესენი არიან [[მერი შელი]]ს [[ფრანკენშტეინი]] (1818), [[ედგარ ალან პო]]ს მოთხრობები, [[შერიდენ ლე ფანუ]]ს ნამუშევრები, [[რობერტ ლუის სტივენსონი]]ს [[დოქტორი ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ისტორია]] (1886), [[ოსკარ უაილდი]]ს [[დორიან გრეის პორტრეტი]] (1890) და რაღა თქმა უნდა [[ბრემ სტოკერი]]ს [[დრაკულა]] (1897). თანამედროვე საშინელებათა ლიტერატურა, ძირითადად ამ წიგნების გარშემო მოძრაობს.
 
[[კატეგორია:ლიტერატურული ჟანრები]]